ინგლისის. პრემიერლიგა. VIII ტურის ანონსი
პრემიერლიგის მერვე ტური უპირველეს ყოვლისა მერსისაიდული დერბით არის გამორჩეული: კვირას, ქალაქ ლივერპულის "გუდისონ პარკზე" ერთმანეთის წინაშე "ევერტონი" და "ლივერპული" წარსდგებიან. რასაკვირველია, დღეისათვის ეს გუნდები მერსისაიდული დერბისთვის შეუფერებელ პოზიციებზე არიან - "ევერტონი" მე-17 ადგილზე გახლავთ, ხოლო "ლივერპული" მეთვრამეტეზე - მაგრამ დერბი დერბია და მას თავისი აურა აკრავს.

რით ხვდება "ლივერპული" ამ დღეს? სრული არეულობით. დირექტორატმა გადაწყვიტა კლუბი მეპატრონეებისთვის ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტისთვის წაერთმია და სხვა ამერიკელი ბიზნესმენისთვის, ჯონ დაბლიუ ჰენრისთვის მიეყიდა, რაც კაცმა რომ თქვას მოახერხა კიდეც. ამისათვის დიდი სასამართლოები და გარჩევები გახდა საჭირო. გარჩევები ჯერაც არ დასრულებულა – ჰიკსი და ჯილეტი აშშ-ში, ტექსასის შტატის სასამართლოში ცდილობენ ჰენრისთვის ხელის შეშლას, თუმცა ლივერპულში ეს არ ადარდებთ და უკვე ზეიმობენ. საინტერესოდ ეწერა გაზეთ "სანში", ძველი მეპატრონეები იმ მიცვალებულებს გვანან, საფლავიდან ხელები რომ ამოუშვერიათ და ზემოთ რაღაცას ებღაუჭებიანო. მოკლედ, დიდი ამბავია, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ყველაფერი მოედანზე ბურთის გორებასთან ნაკლებად არის კავშირში. უფრო სწორედ, მომავალში რა მოხდება, აბა ვინ იტყვის და ამ ეტაპზე ზემო ეშელონებში ბრძოლამ შეიძლება გუნდის თამაშს უარყოფითი დაღიც კი დაასვას.

გარდა ამისა, "ლივერპულის" ლიდერი სტივენ ჯერარდი ინგლისის ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ კაპიტნობიდან გაანთავისუფლა, რამაც, როგორც ამბობენ, ფეხბურთელის გუნებ-განწყობაზე ძალიან იმოქმედა. "ლივერპულის" მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ამაზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება:

"მე ძალიან მეწყინა, როდესაც ვნახე, რომ სტივენს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს. მეტიც, ვერ მივხვდი რამ უბიძგა კაპელოს ასეთი გაუგებარი ნაბიჯი გადაედგა. ახლა, ერთადერთი იმას ვოცნებობ, ჯერარდი მეტისმეტად იმედგაცრუებული არ იყოს და კაპიტნობის დაკარგვამ მის "ევერტონთან" თამაშზე არ იმოქმედოს".

კიდევ, "წითლების" ფეხბურთელთაგან დაშავდნენ დანიელ აგერი და დირკ კუიტი, რომელიც ახალ წლამდე ვერ ითამაშებს.

თუმცა, ტრავმებმა "ევერტონიც" შეაწუხა: ნიჭიერი ახალგაზრდა (თუმცა, რაღა ახალგაზრდა, 16 წლის) ნახევარმცველი როს ბერკლი, როგორც ჩანს კარგა ხანს ვეღარ გავა მოედანზე. ყვაწვილს 19 წლამდელთა ნაკრებში, ბელგიასთან შეხვედრაში, ორ ადგილას მოუტეხავს ფეხი.

კვირასვე თამაშობენ "ბლექპული" და "მანჩესტერ სიტი". ისტლენდელებისთვის ეს მატჩი იმით იქნება აღსანიშნავი, რომ გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს ჯერომ ბოატენგი. ბოატენგმა გრიპის გამო გერმანიის ნაკრებისა და ყაზახეთის შეხვედრაში ვერ ითამაშა, თუმცა, ახლა ჯანმრთელად არის და "ბლუმფილდ როუდზე" ვიხილავთ.

ორთავა კუნთის ტკივილმა გაუარათ მიკა რიჩარდსს და პაბლო საბალეტას. ალექსანდრ კოლაროვი და მარიო ბალოტელი კი კიდევ ათ დღეს იუქმებენ.

რაკიღა მე-8 ტურის ბოლო მატჩებით დავიწყეთ, ისიც ვთქვათ, რომ ორშაბათს ერთი თამაშია: "ბლექბერნი" "სანდერლენდს" მასპინძლობს. ამ შეხვედრის წინ ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სანდერლენდელი დარენ ბენტის გვარის გასწვრივ წერია. ბენტი სა

კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია