გასული შვიდდღეული უცხოეთში მოთამაშე ქართველი კალათბურთელებისთვის გამორჩეული იყო
გასული შვიდდღეული უცხოეთში მოთამაშე ქართველი კალათბურთელებისთვის გამორჩეული იყო.

ამას თამამად მანუჩარ მარკოიშვილის გარჯის შემყურენი ვწერთ. მან ხომ ლომის წვლილი შეიტანა მადრიდის "რეალის" ძლევაში - 23 ქულა ჩააგდო.

მანუმ ქულაუხვი სერია იტალიის ჩემპიონატშიც განაგრძო და "ბიელას" ძლევაში 17-ბალიანი წვლილი შეიტანა. საინტერესოა, რომ მანუჩარმა 12 ქულა მეოთხე პერიოდში ჩააგდო.

იტალიაში 10 დეკემბერს გვიან დასრულდა ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკის" მატჩი, რომლის შესახებ ცხრილიდან შეიტყობთ, ისევე, როგორც გიორგი შერმადინის "მაქაბის" შეხვედრაზე. აქ კი გეტყვით, რომ გიორგის ვაჟი შეეძინა, რასაც კალათბურთელს გულითადად ვულოცავთ.

NBA

განვლილი 7 დღე მოსავლიანი იყო ზაზა ფაჩულიას "ატლანტასთვის", რომელმაც სამივე მატჩი მოიგო და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილამდე ავიდა. ზაზას როლზე მისი წუთობრივი მონაგარიც მეტყველებს.

თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" პირიქით, გასულ კვირას ყველა მატჩი წააგო. ქართველი თავდამსხმელი კი მწვრთნელს მოედანზე არ გამოუყვანია.

ევროთასი

გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა", ფაქტობრივად, სეზონის მატჩი მოიგო - ჩეხეთის "ნიმბურკთან" გამარჯვებით უკრაინელებმა მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

მათ დარჩენილი აქვთ მატჩი ლიტვაში, "პრიენაისთან". მარცხის შემთხვევაშიც კი, ცინცაძის თანაგუნდელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი შერჩებათ.

ურთულეს სიტუაციაშია ამავე ჯგუფის ბინადარი ჯეიკობ პულენის "ჰაპოელი", რომელსაც ჩეხეთში ურთულესი მატჩი ელის. "ჰაპოელის" ძლევის შემთხვევაში პირველ ადგილს "ნიმბურკი" დაიკავებს, მეორეს - "ბუდიველნიკი". ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის.

ევროპაზე წარმატებული სვლა კიეველებმა უკრაინის ჩემპიონატში განაგრძეს. მათ სტუმრად ორი დნეპრისპირული გუნდი დაამარცხეს. განსაკუთრებით ეფექტური ცინცაძე მეორე მატჩში იყო: 7-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 14 ქულას მოუყარა თავი.

აზია

ირანში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა 224 სმ სიმაღლის ცენტრმა სერგო ათუაშვილმა, რომელმაც 19 მოხსნა მიითვალა. რაც მთავარია, სერგოს ორმაგი დუბლი (19 მოხსნა, 15 ქულა) "ქეშმის" გამარჯვების საწინდარი გახდა - "სანაიეს" 69:57 სძლია.

ირანიდან ლიბანში გადასულ ნიკა ცქიტიშვილს "ჩამპვილის" შემადგენლობაში დებიუტი იორდანიულ "ორთოდოქსთან" მატჩში ჰქონდა. შეხვედრა ლიბანელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ქართველმა თავდამსხმელმა 15 ქულა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა