სად წავა "სასკოს" 19 წლის თავდამსხმელი - თბილისის "დინამოში", "ზესტაფონში", ქუთაისის "ტორპედოში" თუ უცხოეთში?
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში საშემოდგომო ეტაპი დასრულდა. ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა "ნორჩი დინამოს" ბაზაზე აღმოცენებული ახალგაზრდული "სასკოს" წარმატებული თამაში.

გუნდს გამოცდილი სპეციალისტი, თენგიზ კაცია ავარჯიშებს, რომელსაც წლების განმავლობაში, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უმუშავია. მისმა გაწვრთნილებმა ბევრად უფრო შეძლებულ გუნდებს გადაასწრეს, 17 ტურის შემდეგ მოპოვებული 40 ქულით A ზონაში მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ და ლიდერ ლანჩხუთის "გურიას" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან.

ასე რომ, გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლის საკმაოდ დიდი შანსი აქვს.

"სასკო" ყურადღებას სხვა იმითაც იქცევს, რომ შემტევ ფეხბურთს აჩვენებს - ამაზე მეტყველებს 17 მატჩში გატანილი 55 გოლი, ანუ თამაშში საშუალოდ 3 გოლზე მეტი. ამ მაჩვენებლით "სასკო" მხოლოდ "დინამო 2"-ს (56 გოლი) ჩამორჩება.

სწორედ ამ გუნდების შეხვედრით დასრულდა საშემოდგომო ეტაპი, რომელშიც "სასკომ" 4:0 გაიმარჯვა. დუბლი გიორგი ქვილითაიამ შეასრულა, რომელიც დღეისათვის პირველი ლიგის ბომბარდირი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთამაშეა, თუ ყველაზე საინტერესო არა.

ამ მართლაც უჩვეულო შედეგიანობით, გიორგი ქვილითაიამ ქართული ფეხბურთის ლიდერთა ყურადღება დაიმსახურა.

თავად განსაჯეთ: 19 წლის ტანმაღალმა თავდამსხმელმა (191 სმ) 16 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 22-ჯერ აიღო! გასაოცარი შედეგია ახალგაზრდა მოთამაშისთვის, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ პირველ ლიგაში მაღალი დონე ნამდვილად არ არის. ვეღარც ვიხსენებთ, ბოლოს ასეთი შედეგიანობით რომელმა ახალგაზრდამ დაგვამახსოვრა თავი.

გიორგი ქვილითაია 1993 წლის 1 ოქტომბერს აბაშაში დაიბადა. მამამისი, მამუკა ქვილითაიაც ყოფილი ფეხბურთელია, უთამაშია თბილისის "დინამოს" დუბლებში, ქუთაისის "ტორპედოსა" და ხობის "კოლხეთში". გიორგიმ ვარჯიში აბაშაში დაიწყო, მაგრამ 14 წლის იყო, "ნორჩ დინამოში" თენგიზ კაციამ რომ გადაიყვანა და დღემდე მისი ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

- დასამალი არ არის, რომ შედეგიანი თამაშით სპეციალისტების ყურადღება მიიქციე.

- შეიძლება, ბევრმა თქვას, რომ პირველ ლიგაში მაღალი დონე არ არის, მაგრამ ძალიან მძიმე თამაშებია. თანაც, "სასკოში" ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს, სულ 18-19 წლის ბიჭები ვთამაშობთ და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდების წინააღმდეგ თამაში იოლი ნამდვილად არ არის.

მაგრამ "სასკო" შეთამაშებული გუნდია. უკვე 5-6 წელია, რაც ბიჭები ერთად ვიზრდებით და ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ. შარშან რეგიონულ ლიგაში გავიმარჯვეთ და პირველში ასე დავწინაურდით. სხვათა შორის, მაშინ ტრავმების გამო მხოლოდ 17 შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ 25 გოლი მაინც გავიტანე.

- საქართველოში მომზადებით ამ ტემპის შენარჩუნება ძნელი არ არის?

- სამწუხაროდ, საქართველოში კარგი მოსამზადებელი პირობები მხოლოდ ორიოდე გუნდს აქვს, მაგრამ გააჩნია, ვისთან ვარჯიშობ. წლებია, რაც თენგიზ კაცია მზრდის და მისგან ძალიან ბევრი რამ შევიძინე. ძალიან ბევრს ნიშნავს სათამაშო პრაქტიკაც - ეს ყველაზე კარგ ვარჯიშზე უკეთესია.

- წარმატებული სეზონი გაქვს და ძნელი წარმოსადგენია, პირველ ლიგაში დარჩე.

- 100 პროცენტით გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ უნდა წავიდე. ზამთრის შესვენებაზე ბევრი რამ გაირკვევა. ქართველი მენეჯერები გუგა კაჭახიძე, ლადო მუსერიძე და ბესო აბაშიძე უცხოეთში სინჯებს მთავაზობენ და ვნახოთ. ჯერ გუნდის სახელს მეც არ მეუბნებიან.

- უცხოეთში ხომ ადრეც ისინჯებოდი?

- 2011 წლის მაისში დანიურ "რანდერსში" ვიყავი, მაგრამ გუნდი სუპერლიგიდან გავარდა და აღარ დავრჩი. შარშან ოქტომბერში კი "ზალცბურგში" ვვარჯიშობდი. მერე ავსტრიელები ნაკრებში დაკვირვებას აპირებდნენ, მაგრამ ტრავმის გამო ვერ ვითამაშე და ეს ვარიანტი გამოირიცხა.

ახლა მითხრეს, რომ ქართული კლუბებიც მიწვევენ.

- რომელი კლუბები დაინტერესდნენ?

- მე რაც ვიცი, "ზესტაფონი" და თბილისის "დინამო".

- უცხოეთში გასინჯვაზე სიარულს საქართველოში გარანტირებული კონტრაქტი არ გირჩევნია?

- არც ერთ კლუბს ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს. "ზესტაფონსა" და "დინამოში" თამაში ჩემი ასაკის ფეხბურთელისთვის ძალიანაც კარგი იქნება, მაგრამ ამ კლუბებშიც კარგად გამიგებენ, უცხოეთში წასვლის იმედი რომ გაქვს, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. თუმცა, ჯერ ზუსტად არც ვიცი, ზამთარში სად ვითამაშებ.

- შენი გვარი აქამდეც ბევრჯერ გაჟღერებულა, მაგრამ უცნაურია, რომ ასაკობრივ ნაკრებებში ოფიციალური თამაშები არ ჩაგიტარებია.

- 2010 წელს გიორგი დევდარიანმა 19-წლამდელთა ნაკრებში მიმიწვია და ირლანდიის ოთხთა ტურნირზე 3 შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ გოლი არ გამიტანია.

სხვათა შორის, მითხრეს, რომ ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობა დაინტერესდა და ძალიან გამიხარდა. იმედია, ნაკრების ფორმით ვითამაშებ და თავის გამოჩენას იქაც მოვახერხებ.

კომენტარი "სასკოს" მწვრთნელს, თენგიზ კაციასაც ჩამოვართვით:

"ახალგაზრდა ფეხბურთელზე ლაპარაკს ყოველთვის ვერიდები. წარსულის გამოცდილება მკარნახობს, რომ ქება ბევრს წყენს და თავში უვარდება. მაგრამ გიორგი ქვილითაია ახლა ისეთ კარგ ფორმაშია, რომ დროა, ის სპეციალისტებმა გაიცნონ.

მეც მეეჭვება, ასეთი პერსპექტიული მოთამაშე პირველი ლიგის კლუბში დატოვონ. მჯერა, რომ გიორგის გოლეადორული თვისებების გამოვლენა ბევრად უფრო მაღალ დონეზე შეუძლია.

გიორგით დაინტერესებულები არიან "დინამო", "ზესტაფონი", "ტორპედო", უცხოური კლუბებიც და იმედია, მალე გულშემატკივრები უკეთ გაიცნობენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

COTNE KUCHUXIDZE
GILOCAV GIOOOOOOOOOOO SUL CARMATEBEBII
NATIA KUCHUXIDZE
GVEAMAKEBI GIOOOOOOO ABASHAS DA ABASHLEBS.SASAXELO XAR DA IMSAXUREB
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე