მანჩესტერული დერბი მართლაც ჰოლივუდურ დრამას ჰგავდა: ვნახეთ ვარსკვლავები...
ფოტოზე: 81 წლის ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი არანაკლებ ცნობილ ტომ კრუზთან ერთად მანჩესტერულ დერბის დაესწრო

მანჩესტერული დერბი დრამატული და ემოციური იყო. განსაკუთრებული გოლიც ვნახეთ და ისიც შევიტყვეთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს ფეხბურთში ბევრი რამ გაეგებათ.

ჩვენი ინგლისელი კოლეგები რაფა ბენიტესს სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობას ურჩევენ, იტალიაში კონტე-მანიამ იფეთქა, ესპანეთში - ფალკაომ, გერმანიაში კი ვოლფგანგ შტარკს "დორტმუნდის" მატჩების განსჯა აუკრძალეს.

ინგლისი

ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური: სუპერდერბი ფერგის საყვარელი სცენარით [VIDEO]

დერბის ემოციები

მანჩესტერული დერბი ყოველთვის მოვლენა იყო, ბოლო წლებში კი, გასაგები მიზეზების გამო, განსაკუთრებული მუღამი შეიძინა.

ლურჯი თუ წითელი - ეს კითხვა მანჩესტერში ამ უქმეებზე კიდევ ერთხელ დაისვა და თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან კარგი გამოვიდა.

ვნახეთ ლამაზი გოლები, რამდენიმე სასტიკი უხეშობა, იდიოტი, რომელიც მოედანზე შევარდა და ვნახეთ დასისხლიანებული რიო ფერდინანდიც, რომელსაც შუბლში მონეტა მოარტყეს და მატჩის შემდეგ "ქულ-ტიპად" მოგვევლინა: "თვითერზე" დაწერა, ის ტიპი ნამდვილი სნაიპერი ყოფილა, ჩემი აპლოდისმენტებიო.

საფეხბურთო ასოციაციამ ამის გამო საქმე აღძრა, სერ ალექს ფერგიუსონმა კი ინგლისური ფეხბურთის ბოსებს დამშვიდებისკენ მოუწოდა - ამ პატარა ინციდენტს ზედმეტ ყურადღებასაც ნუ მიაქცევთო.

შოტლანდიელი გახარებული იყო "თავისი გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებით" და იმითაც, რომ "იუნაიტედი" ცხრილში 6 ქულით დაწინაურდა.

რაც შეეხება დამარცხებულს: ჩვენი ინგლისელი კოლეგები ირწმუნებიან, თამაშის შემდეგ რობერტო მანჩინიმ გასახდელში ჰარტი, ნასრი და ტევესი ლანძღაო.

იტალიელი რობინ ვან პერსის გოლში, რომელიც ამ უკანასკნელმა დამატებულ დროში გაიტანა, სწორედ ხსენებულ ტრიოს ადანაშაულებს.

მანჩესტერული დერბის ფარგლებში ყველაზე საინტერესო კითხვა 81 წლის ამერიკელმა მსახიობმა რობერტ დიუვალმა დასვა. ეს პატიოსანი პიროვნება დერბის არანაკლებ ცნობილ ტომ კრუზთან ერთად დაესწრო.

ძვირფასი სტუმრები ინგლისელებმა მატჩამდე პირდაპირ ეთერში ჩართეს და პროგნოზების გაკეთება სთხოვეს, მოხუცმა რობერტმა კი წლის კითხვა დასვა: "ფრედ რომ დამთავრდეს, პენალტები იქნება? თერთმეტმეტრიანების სერიის ყურება ძალიან მიყვარს!"

რაფა და ელ ნინიო

ძალიან გვინდოდა, რომ ინგლისში გასული უქმეებიდან რაფა ბენიტესი გამოგვერჩია, მაგრამ ვერ ვრისკავთ, რადგან ჯერ ერთი, "ჩელსის" ფანებს არ უყვართ და ესეც რომ არ იყოს, კოსტიუმში გამოწყობილი ჩამრგვალებული ესპანელი მართლა სასაცილო სანახავია.

ჩვენი ინგლისელი კოლეგები რაფას საახალწლოდ სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობას ურჩევენ - სანტას ფორმა ნამდვილად მოუხდება და თანაც, ახალი წლის დღეებში ეს უფრო ლოგიკური იქნება, ვიდრე "დოლჩე და გაბანას" კოსტიუმში გამოწყობილი ბენიტესიო.

სამაგიეროდ, ფერნანდო ტორესის გამორჩევა უკვე ნაღდად აღარაა სარისკო, რადგან რაფას ხელში "ელ ნინიომ" აშკარად მოუმატა, აგერ, "სანდერლენდთან" დუბლი შეასრულა და მესამე გოლშიც ლომის წვლილი შეიტანა. შესაბამისად, ინგლისში ტორესზე მოარულ ანეკდოტებს ნელ-ნელა ყავლი გასდის...

მატჩის შემდეგ ლონდონელებმა იაპონიისკენ აიღეს გეზი, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში იასპარეზებენ და თუ ტორესმა იქაც გაიტანა, "ჩელსიმ" კი თასი წამოიღო, "არისტოკრატების" ფანებს ბენიტესისადმი ანტიპათიის გადახედვა მოუწევთ.

სიმულიანტი კასორლა

ანტიპათია ამ უქმეებზე სანტი კასორლამაც დაიმსახურა. "ვესტ ბრომვიჩთან" 2:0-ზე მოგებულ მატჩში ესპანელმა პენალტი საზარელი სიმულაციით მოიპოვა.

კასორლა ყველამ გააკრიტიკა, ყოფილმა მსაჯმა გრემ პოლმა კი მისი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა მოითხოვა.

სამაგიეროდ, კასორლა არსენ ვენგერმა დაიცვა - თამაშის შემდეგ მითხრა, სიმულაცია არ ყოფილა, კონტაქტი იყოო. შეგახსენებთ, რომ აპრილში, როცა სიმულაციის მსხვერპლი "არსენალი" გახდა, ვენგერი სხვანაირად "ჭიკჭიკებდა".

"ასეთი ფეხბურთელები მინიმუმ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯონ და როცა ეს კანონი ძალაში შევა, მერე ნახავთ, როგორ შემცირდება სიმულაციის ფაქტები", - ამბობდა ფრანგი გაზაფხულზე...

იტალია

იტალია. სერია A. XVI ტური: სკუდეტომდე შორია [VIDEO]

იტალია. სერია A. XVI ტური: ფრანჩესკო ტოტის რომაული შოუ [VIDEO]

მილანი და ბალოტელი

ცუდია, რომ იტალიაში აღარ გადის გადაცემა სახელწოდებით Mai dire gol (არასდროს თქვა გოლი), რომელშიც იტალიელი ექსპერტები უცნაურ გოლებზე იტალიურად ღადაობდნენ ხოლმე. ეს გადაცემა რომ არ დახურულიყო, "ტორინო"-"მილანის" მატჩს დიდ დროს დაუთმობდა.

ჯერ იყო და ანტონიო ნოჩერინომ მეკარისთვის პასის მიცემა 45 მეტრიდან გადაწყვიტა და ბურთი "ტოროს” თავდამსხმელს გაატანა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მერე ჯამპაოლო პაცინიმ მცველი ტანის მძლავრი მირტყმით მოიშორა და ისე გაიტანა, მოგვიანებით ტურინელთა მეკარე ჟან-ფრანსუა ჟილემ ბურთი პირდაპირ ნოჩერინოს თავისკენ მოიგერია და ანგარიში 2:1 გახდა. ბოლოს კი ამავე მეკარემ დამორჩილებული ბურთი ელ შაარავის მიუგდო, რომელმაც ანგარიში 4:1 გახადა.

საბოლოოდ, "მილანმა" 4:2 მოიგო და "როსონერის" ბოლო 4 მატჩში 10 ქულა აქვს აღებული, რაც პროგრესად უნდა მივიჩნიოთ.

მატჩის შემდეგ ალეგრიმ თქვა, გუნდში 32 ფეხბურთელი მყავს და ეს ბევრიაო. ამრიგად, "მილანი" ზამთარში ახალი ფეხბურთელების დამატებასთან ერთად, არაერთი მოქმედი მოთამაშის გაშვებას გეგმავს.

ცნობილია, რომ "მილანს" პსჟ-დან ხავიერ პასტორეს არენდით აყვანა უნდა და "როსონერის" შეფები მარიო ბალოტელიზეც სერიოზულად ფიქრობენ.

პასტორეს ტრანსფერი რეალურია, ბალოტელიზე კი რა მოგახსენოთ. ხელის შემშლელი ფაქტორი მარიოს აგენტი მინო რაიოლაა, რომელმაც თქვა, "მილანი" ბალოტელის ვერ გასწვდება, მარიოს მონა ლიზას ფასი აქვსო.

შესაბამისი გახლდათ "მილანის" შეფ ადრიანო გალიანის რეაქციაც: "თუ ასეა, მგონი, არაფერი გამოვა, რადგან ჩვენ ხელოვნების მოკრძალებულ ნიმუშებს ვაგროვებთ და არა საუკეთესო ნამუშევრებს".

ჩვენ კი ერთი კითხვა დაგვებადა: თუ ბალოტელი მონა ლიზაა, მაშინ ვის შეადარებს რაიოლა თავის კიდევ ერთ კლიენტ ზლატან იბრაჰიმოვიჩს?

ესეც კონტე

ტურის კაცად აუცილებლად "იუვეს" თავკაცი ანტონიო კონტე უნდა დავასახელოთ, რომელიც 132-დღიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ტურინული გრანდის სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდა და კვირიდან ძველებურად შეუძლია, ყვიროდეს და ბორგავდეს.

"იუვემ" პალერმოში 1:0 მოიგო და ეს ერთადერთი გოლი ლიხტშტაინერმა მას მერე გაიტანა, რაც ვუჩინიჩმა ბურთი ჩამოუხსნა, დაუღეჭა და მეკარესთან პირისპირ გაიყვანა.

გაიტანა თუ არა "იუვემ" ეს გოლი, კონტემ მაშინვე ღრიალი მორთო და მისი სიტყვები ტელევიზორთან მსხდომმა ტიფოზებმაც გაიგეს: "პირლო, პირლო, რა ეშმაკს ეძებდი მაგ დროს შუაში?"

კონტე დაბრუნდა ხალხო, რევოლუცია მოდის!

სნეიდერის ცოლი

ვესლი სნეიდერს "ინტერის" შეფებთან ურთიერთობა რომ გაუფუჭდა, ეს უკვე იცით.

შეგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ "ნერაძური" ჰოლანდიელ გამთამაშებელს ახალ კონტრაქტში ხელფასის შემცირებას სთავაზობს, ფეხბურთელი კი უარზეა, რის გამოც განაცხადშიც აღარ შეჰყავთ.

შაბათს ვესლის ცოლმა იოლანტემ "თვითერზე" დაწერა, რასაც "ინტერის" ხელმძღვანელები ჩემს ქმარზე ამბობენ, უმეტესად სიცრუეაო. მერე კი, იმ დროს, როცა "ინტერი"-"ნაპოლის" მატჩი უნდა დაწყებულიყო, იოლანტე ისევ გამოჩნდა ინტერნეტში და დაწერა:

"ახლა მილანის უმშვენიერეს ქუჩებში სასეირნოდ მივდივართ. გკოცნით ყველას!"

ძვირფასო სნეიდერის ცოლო, ჩვენც გკოცნით, მაგრამ ოპტიმისტებად ვრჩებით და დარწმუნებულები ვართ, რომ მაგ საღამოს ვესლის მილანის უდავოდ უმშვენიერეს ქუჩებში სეირნობას "სან სიროს" ისერა-მდგომარეობაში მყოფ მწვანეზე სირბილი ერჩივნა.

ესპანეთი

ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

ფალკაო ფეხით, ფალკაო თავით, ფალკაო, ფალკაო, ფალკაო...

"ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, ფალკაოსა და "დეპორტივოს" ჯახად გადაიქცა და მადრიდული კლუბის სხვა ფეხბურთელები მალე ალბათ შურით გასკდებიან.

"ატლეტიკო" ერთი მსახიობის თეატრი არაა, მაგრამ რადამელ ფალკაო სხვებს არ ათამაშებს. ვინ იცის, რამდენი იფიქრეს "დეპორტივოს" მწვრთნელებმა იმაზე, თუ როგორ უნდა გაეჩერებინათ "ატლეტიკოს" გოლეადორი, მაგრამ შედეგი ნული იყო. უფრო სწორად, ნული კი არა, მინუს ხუთი: ფალკაომ თავითაც გაიტანა, პენალტითაც, ერთი-ერთზეც და სოლორეიდითაც.

"არა მგონია, რომ "ატლეტიკოს" ფორმით ერთ მატჩში ხუთი გოლი კიდევ ვინმემ გაიტანოს!" - თქვა მატჩის შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ, მაგრამ მას ისიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ "დეპორს" ლა ლიგაში ყველაზე სუსტი დაცვა (37 გაშვებული გოლით) ჰყავს.

ნახვამდის, გერდ!

პესიმისტური განწყობა უსაზღვროა. ერთნი ამბობდნენ, მთელი წელი ვეღარ ითამაშებსო, შედარებით ოპტიმისტები 6-თვიან პაუზას ვარაუდობდნენ, "ბაიერნისა" და გერმანული ფეხბურთის ქომაგები კი ხელებს იფშვნეტდნენ და უნდოდათ, რომ ლეო მესისთვის ჩემპიონთა ლიგაში მიღებული ტრავმის შემდეგ მინიმუმ 2012 წელი დასრულებულიყო.

ვერ მოგართვითო, თქვა არგენტინელმა, მოედანზე გავიდა, ჩვეულად ითამაშა და ორი გოლი გაიტანა, რითაც გერდ მიულერის რეკორდი დაამხო.

"მესიმ ეს დაიმსახურა, - განაცხადა "ნაციის ბომბარდირმა" მოკრძალებული ტონით, - ჩემი რეკორდი 40 წელს გრძელდებოდა და ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელმა დაამხო".

თუმცა გერდი მხოლოდ ამ განცხადებით არ შემოიფარგლა და დასძინა: "თუმცა დღეს მცველები ისე მოისუსტებენ, რომ ბევრი გოლის გატანა ძალიან რთულიც არ არის".

აუფ ვიდერზეენ, გერდ!

რეიესს საშხაპეში კი არ ეჩქარებოდა...

სევილიელმა ხოსე ანტონიო რეიეს კალდერონმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი "სევილიისა" და "ესპანიოლის" სახით ერთმანეთს ლა ლიგის ყველაზე უხეში გუნდები ხვდებოდნენ - სევილიელებს მანამდე 9 წითელი ბარათი მიეღოთ, კატალონიელებს კი სულაც 11.

მართალია, ნახევარი საათის შემდეგ უკვე ორი პენალტი იყო დანიშნული, მაგრამ გაძევებები არ ჩანდა და რეიესმაც ტენდენციის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა: მსაჯს ექვს წუთში ორი გაფრთხილება გამოსტყუა და მატჩი უწითლოდ არ დატოვა.

გერმანია

გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური: დორტმუნდის "ბორუსიას" სკანდალური მარცხი [VIDEO]

ინტრიგა

გერმანიის ჩემპიონატის საიუბილეო, რიგით 50-ე სეზონზე ამბობდნენ, ეს ყველა დროის ყველაზე მაგარი ბუნდესლიგა იქნებაო და რა მივიღეთ? მიუნხენის "ბაიერნს" მთელი საფეხბურთო გერმანია კატეგორიულად სთხოვს, ბევრი გოლი არ გაიტანოს, რეკორდმაისტერის კონკურენტები კი ჩა-ჩა-ჩას (მოუქნელად) ცეკვავენ.

რაც შეეხება ინტრიგას: 16 ტურის შემდეგ მე-15 ადგილზე მყოფი დიუსელდორფის "ფორტუნა" ჩემპიონთა ლიგის ზონასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე იმ ზონასთან, საიდანაც მეორე ბუნდესლიგაში ვარდებიან ხოლმე.

4-4-3

ვიცით, რომ ვოლფგანგ შტარკზე კითხვა მოგბეზრდათ, მაგრამ მაინც: "დორტმუნდისა" და "ვოლფსბურგის" სკანდალური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გერმანიის საფეხბურთო ლიგა "თვითერზე" გვიმტკიცებდა, "ვოლფსბურგის" თავკაცმა ლორენც-გიუნტერ კიოსტნერმა 4-4-3 ტაქტიკური სქემა აირჩიაო.

ცხადია, ეს ასე ვერანაირად ვერ იქნებოდა, მაგრამ რომც ყოფილიყო, მაინც შეცდომა გახლდათ: კიოსტნერმა ძირითად შემადგენლობაში მეთორმეტე კაცად არა ივიცა ოლიჩი, როგორც ეს საფეხბურთო ლიგამ გვაუწყა, არამედ ვოლფგანგ შტარკი გაამწესა.

სხვათა შორის, 11 დეკემბერს არაოფიციალურად გადაწყდა, რომ შტარკი "დორტმუნდის" მატჩებზე აღარასოდეს იმსაჯებს.

მგლების ახალი ადათი

ფეხბურთში დროის გაყვანის არაერთი ხერხია ცნობილი.

1. "აუტჩიკი" ბავშვის მოქრთამვა; 2. ბურთის ტრიბუნებისკენ მოგერიება; 3. მსუბუქი ორთაბრძოლის შემდეგ მოედანზე გაშხლართვა და სახის ისე დამანჭვა, თითქოს სასიკვდილო ჭრილობა მოგაყენეს; 4. შეცვლის დროს, მოედნიდან გასვლისას თითოეული თანაგუნდელისთვის და თითოეული მსაჯისთვის ხელის ჩამორთმევა.

"ვოლფსბურგელებმა" კი ახალი ხერხი გაგვაცნეს: მწვრთნელის მითითებებით რიგრიგობით ისროდნენ ბურთებს მოედანზე, რამაც "დორტმუნდის" თავკაც კლოპის აღშფოთება გამოიწვია.

მატჩის შემდეგ "მგლების" მენეჯერი კლაუს ალოფსი ამ თემას მოხდენილად გაექცა (კლაუსი გამოცდილი კაცია), მასზე ბებერმა, მაგრამ ამგვარ ამბებში გამოუცდელმა ლორენც-გიუნტერ კიოსტნერმა კი აღიარა და დორტმუნდელ ვიზავის პირდაპირ ეთერში უთხრა: "საშინელება ჩავიდინეთ, მაგრამ ახლა ბოდიშის მოხდის მეტი არაფერი შემიძლია, იურგენ!"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოტო უკვე სხვა ფასი ღირს - ცნობილია, რა დაგიჯდებათ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა