უმაღლესი ლიგიდან პირველში დაქვეითებულ "გაგრაში" გამართულ კრებაზე მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი შეაფასეს
უმაღლესი ლიგიდან პირველში დაქვეითებული "გაგრა" პირველი ლიგის ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ 5 დეკემბერს საშემოდგომო ეტაპი დასრულდა და 17 ტურის შემდეგ ამბიციური კლუბი "ა" ზონაში 37 ქულით ჯერ მხოლოდ მე-3 ადგილზეა: გაგრელები ლანჩხუთის "გურიას" 7 ქულით, თბილისის "სასკოს" კი 3-ით ჩამორჩებიან და სხვაობის შესამცირებლად ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.

ლოგიკურია, რომ ამ ყველაფრის შედეგად კლუბში საკადრო წმენდა დაიწყო. "გაგრაში" გამართულ კრებაზე მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი შეაფასეს.

კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ მიზანი კვლავ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა. მათ უშუალო კონკურენტ ლანჩხუთის "გურიასთან" ორ შეხვედრაში მოპოვებული ოთხი ქულა აიმედებთ და გუნდის პერსპექტივას ხედავენ, მაგრამ მესამე ადგილით უკმაყოფილონი არიან და დარჩენილ 16 შეხვედრაში მხოლოდ დადებითი შედეგის მიღწევა სურთ (პირველ ლიგაში 12 გუნდი სამ წრედ თამაშობს).

"გაგრა" საგაზაფხულო ეტაპისთვის მომზადებას 10 იანვარს "მერანის" სტადიონზე დაიწყებს, მოთამაშეები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 20 იანვრიდან კი ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს. ამის შემდეგ "გაგრა" ანთალიაში გაემგზავრება - სავარაუდოდ, 4-დან 17 თებერვლამდე, 6, 8, 11, 14 და 16 თებერვალს კი 5 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. თუმცა, ჯერ მეტოქეთა საბოლოო სია არ დაზუსტებულა.

შეკრებაზე გასამგზავრებელი 22 ფეხბურთელის ვინაობა იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი. გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა გაძლიერებას აპირებს. ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობება.

ორი მათგანი უკვე ცნობილია: "გაგრას" ზაზა ნადირაძე და ბექა ხოჯანაშვილი დატოვებენ. ნადირაძე გუნდში გასული წლის დეკემბერში მივიდა, მაგრამ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეუწყდა.

ხოჯანაშვილი კი 2012 წლის ივნისში ჩაირიცხა, ამხანაგური შეხვედრები კარგად ჩაატარა და მისი დიდი იმედიც ჰქონდათ, მაგრამ ერთ-ერთ მატჩში თანაგუნდელთან შეჯახებისას დაშავდა, მოსამზადებელი ეტაპი ჩაუვარდა და საბოლოოდ, "გაგრა" დატოვა.

იყო ინფორმაცია, თითქოს სეზონის დასრულებამდე ცენტრალურ მცველს, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშებ ლაშა კალანდაძეს დაშორდნენ, მაგრამ 22 წლის ცენტრალური მცველის საკითხი საბოლოოდ არ გადაწყვეტილა. კალანდაძის მიმართ უკმაყოფილება ნამდვილად იყო, რადგან უდისციპლინობის გამო "რაჭასთან" შეხვედრისას მოედნიდან გააძევეს და 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც გამოუწერეს, მაგრამ გუნდისთვის დიდი ძალაა და ასე იოლად ვერ შეელევიან.

სავარაუდოდ, შეკრებაზე ვერც ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი გიორგი ჯგერენაია გაემგზავრება - სავარუდოდ, 19 წლის მარცხენა მცველს უკრაინის პრემიერლიგელ მარიუპოლის "ილიჩევეცში" გასინჯავენ.

ლუცკის "ვოლინთან" 6-თვიანი იჯარა უსრულდება აბაიომო სეუნი ოვონიკოკოს. მიუხედავად ამისა, ქართული პასპორტის მქონე 20 წლის ნიგერიელ თავდამსხმელს "გაგრაში" დაბრუნებას არ უპირებენ - სავარაუდოდ, ოვონიკოკოს უკრაინის პრემიერლიგის კლუბთან კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ.

ვის დაიმატებენ "გაგრაში", ჯერ არ ამბობენ, მაგრამ კლუბის საკადრო პოლიტიკა უცვლელია და ახალწვეულები ისევ და ისევ ახალგაზრდები იქნებიან. მათი ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ТароСочи
Гагра дабрундеба!
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე