სპორტულ სამყაროში საყოველთაოდ ცნობილი კომპანია IMG-ის მფლობელი ტეოდორ ფორსტმანი ეჭვიტანილია თავისი კლიენტების მატჩებზე ფსონების დადებაში, თანაც ის ტოტალიზატორში სათამაშოდ კომპანიის კუთვნილ ფულს იყენებდა. ცნობილია, რომ IMG-ის ერთ-ერთი კლიენტია თანამედროვეობის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი.

სპორტულ სამყაროში საყოველთაოდ ცნობილი კომპანია IMG-ის მფლობელი ტეოდორ ფორსტმანი ეჭვიტანილია თავისი კლიენტების მატჩებზე ფსონების დადებაში, თანაც ის ტოტალიზატორში სათამაშოდ კომპანიის კუთვნილ ფულს იყენებდა. ცნობილია, რომ IMG-ის ერთ-ერთი კლიენტია თანამედროვეობის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი.

როგორც Tennis.com ტაბლოიდ TMZ-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ფორსტმანი ბრალს დებენ 2006 წლის როლან გაროსის ფინალურ მატჩზე გაკეთებული ფსონისთვის. იმ მატჩში ერთმანეთს ფედერერი და ესპანელი რაფაელ ნადალი ხვდებოდნენ. თავიდან ფსონის ოდენობა 10 ათასი დოლარი იყო, მაგრამ შემდეგ ამ თანხამ 40 ათასამდე აიწია. ამასთან, ტაბლოიდის ინფორმაციით, 40-ათასიანი ფსონი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფორტსმანმა ფედერერისგან გარკვეული ინფორმაცია მიიღო. ჯერჯერობით არ სახელდება, რა სახის ფსონი ჰქონდა გაკეთებული IMG-ის მფლობელს, თუმცა ის კი ცნობილია, რომ ფორტსმანმა თანხა მოიგო. მაშინდელი ფინალში ნადალმა ოთხ სეტში - 1:6, 6:1, 6:4, 7:6(4) გაიმარჯვა.

გარდა ამისა, TMZ წერს, რომ ფორტსმანი ტოტალიზატორში თავის მეორე მსხვილ კლიენტზე - ლეგენდარული ამერიკელ გოლფისტზე ტაიგერ ვუდსზეც თამაშობდა. ასევე, სამსჯავროზეა გამოტანილი ფუნქციონერის პირადი ცხოვრება - კერძოდ, ის რასიზმში არის დადანაშაულებული. ფორსტმანის პრესატაშემ განაცხადა, რომ ეს ბრალდებები აბსურდია. მან ისიც გაახსენა ჟურნალისტებს, რომ 2008 წელს IMG-ის შეფის წინააღმდეგ ანალოგიური ბრალდება სასამართლომ უარყო.

IMG-ის მთავარი ოფისი ამერიკაში მდებარეობს. ეს არის უმსხვილესი კომპანია, რომელიც შოუ-ბიზნესისა და სპორტის ვარსკვლავების ინტერესებს იცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა