მატჩის და, სავარაუდოდ, ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი მე-2 ტაიმში გადაწყდა
"ღამურები" "რეინო დე ნავარას", პამპლონის "ოსასუნას" სტადიონს შემოეჩვივნენ - პრიმერა დივიზიონის მატჩში 1:0 გამარჯვების შემდეგ სამი დღე გავიდა და "ვალენსია" კიდევ ერთხელ ეწვია ამ სარბიელს და ამჯერად სათასო ბატალიაში სძლია "ოსასუნას".

მოკლედ, ერნესტო ვალვერდეს ფეხბედნიერი ნავარული დებიუტი აქვს "ვალენსიაში". 48 წლის ესტრემადურელი მწვრთნელი 3 დეკემბერს დაინიშნა "ვალენსიაში". მას მერე კლუბმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მოიგო, ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად დაამარცხა ფრანგული "ლილი", შემდეგ კი ორჯერ ზედიზედ "ოსასუნა", ასევე სტუმრად. ამ შეხვედრებში "ვალენსიამ" 4 გოლი გაიტანა და კარი სამჯერვე მშრალად შეინახა.

მატჩის და, სავარაუდოდ, ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი მე-2 ტაიმში გადაწყდა - მე-2 წუთზე დანი პარეხომ ოსტატურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი ცოცხალ კედელს შემოატარა. რიესგომ ვერაფერი გააწყო. უკანასკნელ წუთზე კი ანგარიშს წერტილი ვალენსიელთა მთავარმა მეგოლემ, რობერტო სოლდადომ დაუსვა - 2:0.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ბასკი არბიტრი პერეს ლასა შეცდა, როცა სტუმართა კარში პენალტი არ დანიშნა - რიკარდო კოშტამ აშკარად დაარღვია წესი საჯარიმოში.

ხოსე ლუის მენდილიბარი (ოსასუნა): "ვალენსიას" სახით საჩემპიონო გუნდი გვყავდა მეტოქედ, მაგრამ მეტი აგრესია რომ გამოგვეჩინა, მოგებაც შეიძლებოდა.

მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქეს სივრცეები დავუტოვეთ. "ვალენსია" უკეთესი გუნდია და ამით ისარგებლა კიდევაც. ვალვერდე კარგი ადამიანი და მწვრთნელია. ვფიქრობ, ის გუნდს თავის ხელს დაატყობს".

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, დაპირისპირების ნახევარი წინაა. ჩვენ მეოთხედფინალისკენ კარგი ნაბიჯი გადავდგით. ძალიან მიხარია, რომ პამპლონაში ორჯერ შევძელით და გოლი არ გავუშვით".

გაგოს ვალდესიც მიჰყვა

"ოსასუნასთან" პირველ მატჩში დაშავებულ არგენტინელ ფერნანდო გაგოს რადიოლოგიური ტესტირება ჩაუტარდა, რომელმაც მარცხენა ფეხზე სერიოზული დაზიანება აღმოაჩინა. უახლოეს დღეებში კიდევ უფრო დაზუსტდება, რამდენი ხნით დააკლდება "ვალენსიას" 26 წლის გამთამაშებელი.

ამით "ღამურების" პრობლემები არ ამოწურულა - პარაგვაელმა ნელსონ ვალდესმა ორშაბათის ვარჯიშზე მარჯვენა ფეხი დაიზიანა. წლეულს რომელიმე მათგანის თამაში გამორიცხულია.

ოსასუნა-ვალენსია 0:2

გოლები: 0:1 პარეხო (47), 0:2 სოლდადო (93)

ოსასუნა (4-2-3-1): რიესგო - ბერტრანი, ლოლო, რუბენი, ეჩაიდე (60. დამია) - ანანი, ტიმორი - სეხუდო, რ. ტორესი, ნანო (67. ნინო) - ომვუ (76. ლამა).

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, რ. კოშტა, სისოკო - ალბელდა, ბანეგა - ფეგული (84. გუარდადო), პარეხო, ვიერა (64. ბერნატი) - ჟონასი (77. სოლდადო).

საპასუხო მატჩი - 8 იანვარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ