ევროთასის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური ქართველთათვის წარმატებული გამოდგა

ევროთასის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური ქართველთათვის წარმატებული გამოდგა.

გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" სტუმრად, ლიტვაში "პრიენაი" დაამარცხა (84:73) და ეტაპი პირველ ადგილზე (4 გამარჯვება) დაასრულა.

ცინცაძემ 26 წუთში 7 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ჯგუფის მეორე მატჩში ჩეხეთის "ნიმბურკმა" ჯეიკობ პულენის "ჰაპოელთან" სახლში წააგო - 74:82. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა 16 წუთში 9 ქულასა და 4 პასს მოუყარა თავი.

თითქმის ჯგუფში ჩარჩენისთვის იყო განწირული ბექა ბურჯანაძის "კახასოლი", რომელიც სტუმრად მანამდე უძლეველ "ცრვენა ზვეზდას" ეთამაშებოდა. სევილიელებმა სერბეთში 76:70 იმარჯვეს. ბურჯანაძე სათადარიგო იყო, თუმცა არ უთამაშია.

ესპანელებს ძალიან დაეხმარათ ფრანგული "ორლეანი", რომელმაც "კახასოლის" უშუალო კონკურენტი "დინამო სასარი" სტუმრად დაამარცხა (95:71). ასე რომ, ჯგუფიდან "ცრვენა ზვეზდა" და "კახასოლი" გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა