მორიგი ოლიმპიური ციკლის საწყის სეზონს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ახალი წესებით ხვდება
მორიგი ოლიმპიური ციკლის საწყის სეზონს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ახალი წესებით ხვდება, რომელთა უმრავლესობაც არსებითია და ძირეულად ცვლის საჭიდაო სტილს. ჯერჯერობით ლაპარაკია საექსპერიმენტო პერიოდზე - რეფორმები დაიწყება 2013 წლის 9-10 თებერვალს პარიზში გასამართ "დიდ მუზარადზე" და გაისადვე, 26-31 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში ჩასატარებელი მსოფლიოს პირველობის ჩათვლით იმოქმედებს.

ამ პერიოდში დააკვირდებიან, რამდენად გაამართლებს, რომელი პუნქტი იქნება წარმატებული, რომელი - არა, შემდეგ კიდევ იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

იყო მსოფლიო, გახდა კონტინენტური

თავიდან ისეთ ცვლილებებზე ვთქვათ, რომელიც უფრო ტექნიკურ მხარეს ეხება და არა საჭიდაო სტილს. კერძოდ, კვლავ ბრუნდება დამამშვიდებელი ეტაპი, რომელიც ბოლო წლებში მასტერსზე, "დიდ მუზარადსა" და "დიდ პრიზზე" არ მოქმედებდა - ამიერიდან უკლებლივ ყველა შეჯიბრებაზე იმოქმედებს.

თუმცა სანუგეშოში კვლავაც მეოთხედფინალში დამარცხებულები გადავლენ და არა ადრინდელ ეტაპზე წაგებულები. მსოფლიოს თასებს ამიერიდან კონტინენტური თასები ეწოდება.

შეიცვალა ქულათა დარიცხვის სისტემაც. აქ უცვლელად მხოლოდ კონტინენტური შეჯიბრებების შეფასება დარჩა - ჩემპიონი კვლავაც 100 ქულას მიიღებს, დანარჩენ ტურნირთა შეფასებები კი გაიზარდა. ამიერიდან "დიდი პრიზის" გამარჯვებული 300 ქულას მიიღებს ძველი 200-ის ნაცვლად, მეორე-მესამე პრიზიორები, შესაბამისად, 180-120-ს.

"დიდ მუზარადზე" ეს მაჩვენებელი 500, 300, 200 და ასე შემდეგ ქულით განისაზღვრება, მასტერსზე - 700, 420, 280, კონტინენტურ პირველობებზე - 400, 240, 160, მსოფლიოს ჩემპიონატზე - 900, 540, 360, ოლიმპიადაზე - 1000, 600 და 400.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ საპრიზო სამეულები ჩამოვთვალეთ, თორემ მონაწილეებს გარკვეული ოდენობის ქულები უკლებლივ ყველა ტურნირზე დაერიცხებათ. უმეტეს შეჯიბრებებში მხოლოდ მონაწილეობისთვისაც კი მიიღებენ მიზერულ შეფასებას.

ოლიმპიურ რეიტინგში 5 საუკეთესო ტურნირის შედეგი შევა, ოღონდ აქ იმოქმედებს 5+1 ფორმულა. ეს იმ შემთხვევისთვის, როცა რამდენიმე მონაწილე თანაბარ ქულას დააგროვებს. ამ შემთხვევაში მეექვსე დამატებითი შეჯიბრება მასტერსი ან კონტინენტური ტურნირი იქნება.

გადავლება აქტიურდება

სერიოზული ცვლილებებია საშეჯიბრო წესებშიც. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ისაა, რომ ამიერიდან გადავლება, თუ მას მყისვე, კომბინაციაში ილეთიც არ მიჰყვა, გაფრთხილებით დაისჯება.

არადა, ამ ხერხს ხშირად იყენებდა ვალერი ლიპარტელიანი, ხოლო ირაკლი ცირეკიძისთვის (ბევრი უცხოელის გახსენებაც შეიძლება) სულაც საფირმო მანევრი იყო. ცხადია, ამ სტილის მოყვარულთ სასწრაფოდ მოუწევთ ახალ მეთოდზე გადაწყობა.

ასევე გაფრთხილებით დაისჯება ქამარზე ჩავლების დროს, თუ მას სწრაფადვე არ მიჰყვება გდება; დაისჯება ჩავლების ორი ხელით გაშვებაც, თუმცა ამათგან ზოგი წესი აქამდეც მოქმედებდა... აქ ჩვენი ახალგაზრდა ტალანტი ბექა ღვინიაშვილიც უნდა გავიხსენოთ, რომლის არსენალშიც ქამარში ჩავლებიდან აყვანა ერთ-ერთი მთავარი კოზირია.

მას ეს არც მომავალში აეკრძალება, ოღონდ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე უნდა გააკეთოს. თან ილეთის მცდელობად არც ის ჩაითვლება, ქამარში ჩავლებულმა მეტოქე წრეზე რომ ატარო - ეს ფალსტარტია. ამასთან, ამ მდგომარეობიდან გდება აუცილებლად ძიუდოს სტილში უნდა გაკეთდეს და მკვეთრად უნდა გაემიჯნოს "თავისუფალს" - შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ უკანასკნელთან მსგავსების გამო არ ჩაუთვალეს ოლიმპიადაზე ის უნაკლო ილეთი ბეთქილ შუკვანს ფრანგ სოფეინ მილოსთან.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ გადავლება იქნებ მართლაც აყოვნებდა შეხვედრის ტემპს, მაგრამ ქამრიდან აყვანა საკმაოდ ლამაზი ფანდია.

მაშ, რატომ ცდილობს ძიუდოს სამყარო მას შეელიოს? საქმე ისაა, რომ ეს არაა ძველისძველი, ავთენტური ძიუდო და ის, როგორც წელში შესვლა და ბევრი სხვა ილეთი, ნაციონალური ან სხვა ჭიდაობებიდანაა შესული ძიუდოში. ახლა იქაურები იაპონელთა მეთაურობით ცდილობენ, ძიუდოს სწორედ ის პირვანდელი სახე დაუბრუნონ და ასეთი "შეპარული" ილეთებისგან გაწმინდონ.

თუ დავაკვირდებით, ახლანდელი ცვლილებები მიმართულია სისწრაფის გაზრდის, დინამიკურობისა და ილეთების, სანახაობის მომატებაზე, ხოლო რა იქნება რეალურ ცხოვრებაში, ვნახოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს.

შიდოს ბედი...

ამიერიდან შიდო ქულით არ შეფასდება, ანუ 3 შიდოს შემთხვევაში მეტოქე ქულას ვერ მიიღებს. გაფრთხილებას ის მნიშვნელობა ექნება, რომ მეოთხე შიდო კვლავაც დისკვალიფიკაციას, ანუ შეხვედრიდან მოხსნას ნიშნავს.

როგორც ვხედავთ, ქულის მოსაპოვებლად ძიუდოისტმა აუცილებლად უნდა შეასრულოს გდება. საამისოდ სხვა შანსი არ აქვს. თუ შეხვედრა ფრედ მთავრდება, მაშინ გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისაც მეტი ტექნიკური ქულა ექნება.

თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარია, მაშინ ის იგებს, ვისაც ნაკლები შიდო აღმოაჩნდება. თუ ესეც თანაბარია, შეხვედრა დამატებითში გაგრძელდება, ის კი პირველივე ქულის ან გაფრთხილების შემთხვევაში შეწყდება.

ამასთან, დამატებითი დროის ხანგრძლივობა განუსაზღვრელია, ეგრეთ წოდებული, ჰანტეი გაუქმებულია, ანუ მსაჯები აღარ გამოავლენენ მოგებულს.

შიდოს ახლებურ ვერსიას იქნებ ერთი ნაკლი ახლავე ვუპოვოთ. როგორც ვხედავთ, ერთი იუკო ჯობნის სამ შიდოს, ანუ თუ რომელიმე მეტოქე შეხვედრის მიწურულს მოიპოვებს იუკოს, მერე შეიძლება, უბრალოდ, ირბინოს ტატამზე და თამამად მიიღოს სამი გაფრთხილება, რაც ძიუდოს სანახაობრიობას აუცილებლად დაუკარგავს.

დაგვეთანხმებით, ქულათა დიდი ნაწილი ორთაბრძოლის ბოლოს კეთდება, დრო კი იმდენად ცოტა შეიძლება იყოს დარჩენილი, ოთხი შიდო, უბრალოდ, ვერ მოესწროს. არადა, როგორც ზემოთ გითხარით, იუკოს მხოლოდ ეს თუ გადაწონის.

მცირდება არბიტრთა რაოდენობაც

ამიერიდან ტატამზე მხოლოდ ერთი რეფერი იქნება, მეორე კი ვიდეოკონტროლით დაკავდება, ხოლო ერთმანეთთან კავშირი ყურსასმენით ექნებათ.

როგორც გითხარით, ახალი წესების გამოცდა პარიზიდან დაიწყება, ანუ 2-3 თებერვალს თბილისში გასამართავი კონტინენტური თასი კვლავ ძველი წესებით ჩატარდება.

თუმცა ეს ჩვენს ძიუდოისტებს (როგორც - სხვებს) დამშვიდების უფლებას არ აძლევს - მათ ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად აქტიურად უნდა იზრუნონ ახალ სტილზე გადასასვლელად. თუ ეს წესები ასეც დარჩა, მაშინ ძიუდო შედარებით უფრო ძალისმიერი გახდება, კიდევ უფრო გაიზრდება ჩავლების როლი, ეს კომპონენტები კი ჩვენთვის "აქილევსის ქუსლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaskulat
რეპორმები არ მომწონს,აშკარად ძიუდოს ა ფუჭებენ,და გახდება ულამაზო ჭიდაობააა
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...