ნეით ბოუის წინამძღოლობით, "რუსთავმა" ჯერ ქუთაისში გაიმარჯვა, ბოლოს შინ "არმია" დაამარცხა
ბოლო დროს სუპერლიგაში არაერთი ლეგიონერი ვიხილეთ. ყველა ინდივიდუალურად განსხვავებულია.

ზოგს ისეთი ფიზიკური მონაცემები აქვს, იტყვი - სწორედ ამ პოზიციაზე სათამაშოდაა დაბადებულიო.

მაგალითად, არმიელი მარკუს ფეისონი უმაღლესი დონის მსროლელისთვის საჭირო ბევრ პირობას აკმაყოფილებს. ამიტომაც ითამაშა ევროლიგის გუნდებში, ახლა კი კარიერის დაღმავალ ეტაპზე საქართველოში სცდის ძალებს.

"რუსთავში" თამაშობს საკალათბურთო თვალსაზრისით ტანდაბალი (182 სმ) ახალგაზრდა, რომელსაც ფეისონისგან საპირისპიროდ, ფიზიკური მონაცემები ხელს არ უწყობს ევროლიგის დონემდე მიღწევაში.

ნეით ბოუის ტოპ-კლასის ევროპულ ჩემპიონატში არც უთამაშია, მაგრამ დაკვირვებული მაყურებელი პირველივე მატჩში შეამჩნევდა მონდომებას, რომლითაც იგი ყველა ლეგიონერს აღემატება.

სწორედ მონდომებისა და კალათბურთის სიყვარულის ხარჯზე მიაღწია მიზანს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საკუთარი მონაცემებიდან მაქსიმუმს წურავს.

არადა, რამდენი კალათბურთელია, რომელსაც კარიერა ისე დაუსრულებია, შესაძლებლობები სანახევროდაც ვერ გამოუვლენია.

მოინდომა და უკვე მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონატის ტურის საუკეთესო კალათბურთელი.

არადა, სულ 8 ტურია განვლილი. ნეით ბოუის წინამძღოლობით, "რუსთავმა" ჯერ ქუთაისში გაიმარჯვა, ბოლოს შინ "არმია" დაამარცხა.

არადა, იმერეთში მწვრთნელი მის დასვენებას აპირებდა, რადგან ტრავმა ჰქონდა.

"ვხვდებოდი, რომ გუნდს ვჭირდებოდი. თუ ნამდვილი კალათბურთელი ხარ, ყველაფრის მიუხედავად უნდა ითამაშო. მაგალითსაც მოვიყვან - 1970 წელს, NBA-ს ფინალური სერიის გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩის წინ ნიუიორკელმა უილის რიდმა კუნთი გაიწყვიტა, მაგრამ მაინც ითამაშა.

ითამაშა და უოლტ ჩემბერლენის "ლეიკერსი" დაამარცხა. ასე მოიპოვა "ნიუ იორკმა" პირველი ჩემპიონობა. არადა, ბევრი ვერ ხვდება, ასე რატომ უნდა გასწირო თავი, რადგან ისინი მყუდრო ცხოვრებას არიან მიჩვეულნი."

"არმიასთან" მატჩამდე ნეით ბოუის ზედიზედ ოთხი ტურის განმავლობაში სამქულიანი არ ჰქონდა ჩაგდებული, რაც გამთამაშებლისთვის არცთუ კარგი შედეგია.

თუმცა ჩემპიონებთან მან 7-დან 5 სამიანი გამოიყენა და სეზონის რეკორდი გაიმეორა - 31 ქულა ჩააგდო. ამიტომაც დავასახელეთ ტურის მოთამაშედ.

საიტ "ევრობასკეტზე" გამოქვეყნებულ ბლოგში ბოუიმ სიტყვა "გამარჯვებას" ერთი აბზაცი მიუძღვნა:

"ვკითხულობ დანიელ უაითის წიგნს სახელწოდებით "წერილები ახალგაზრდა შავ კაცს".

ნაწარმოებში ასეთი შინაარსის ფრაზაა - "გამარჯვებულები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან, წაგებულებს კი სიტყვის სათქმელად მოცდა უწევთ. მაგრამ მათი დროც მოვა."

ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების გზა აქვს, თუმცა რწმენა და დაჯერება იმისა, ამა თუ იმ საქმის კეთება ნამდვილად შეგვიძლია, ყველას გვაერთიანებს."

VIII ტური

სტუ-ბათუმი 60:84

შსს აკადემია-ოლიმპი 62:71

დინამო-სოხუმი 81:77

რუსთავი-არმია 79:77

თსუ-სამედიცინო 84:53

რეკორდები

ქულა

31 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)

2-ქულ 6/14; 3-ქულ 4/6; საჯ 7/8

24.11.12 ოლიმპი-ქუთაისი

31 - ნეით ბოუი (რუსთავი)

2-ქულ 6/11; 3-ქულ 5/7; საჯ 4/10

07.12.12 რუსთავი-არმია

31 - ქიენ კარტერი (დინამო)

2-ქულ 12/18; 3-ქულ 1/3; საჯ 4/4

08.12.12 დინამო-სოხუმი

მოხსნა

18 - სტეფან მილოშევიჩი (ოლიმპი)

(მეტოქ: 10; საკუთ: 8)

08.12.12 შსს აკადემია-ოლიმპი

პასი

12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)

03.11.12 შსს-თსუ

ჩაჭრა

7 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)

17.11.12 სტუ-შსს აკადემია

დაფარება

8 - მილან ოლუიჩი (დინამო)

26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა