ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

წინასწარ განწირული

წინასწარ განწირული

დღეს, სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო მორიგ საჩემპიონო ბრძოლას გამართავს. და, როგორც ყოველთვის, მისი ახალი მოწინააღმდეგე (ამჯერად ამერიკელი შენონ ბრიგსი) წანასწარ განწირულია დამარცხებისთვის.

დღეს, სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო მორიგ საჩემპიონო ბრძოლას გამართავს. და, როგორც ყოველთვის, მისი ახალი მოწინააღმდეგე (ამჯერად ამერიკელი შენონ ბრიგსი) წანასწარ განწირულია დამარცხებისთვის.

თუ ვიტალი კლიჩკოს მორიგი მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს განვიხილავთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ბრიგსი უკრაინელისთვის იდეალური მოწინააღმდეგეა. იდეალური იმ მხრივ, რომ მისი სტილი და მანერა ძალიან კარგად ერგება უფროსი კლიჩკოს სტანდარტებს. დაბალი სისწრაფე, ცუდი დაცვა და ასეთივე ამტანობა - ეს არის სამი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ამერიკელის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. შაბათის ბრძოლაში შენონის ყველაზე დიდი ნაკლი მაინც ამტანობა იქნება.

შენონ ბრიგსი ნახევარი წლით უმცროსია ვიტალიზე. პროფესიონალებში 18-წლიანი კარიერის განმავლობაში მან რამდენჯერმე მოიგო სხვადასხვა რეგიონალური ტიტული და ერთხელ WBO-ის ვერსიით გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ეს საჩემპიონო ქამარი ამერიკელმა ბელარუს სერგეი ლიახოვიჩთან ბრძოლაში მოიპოვა. ბოლო რაუნდის წინ ბრიგსი სამი მსაჯის ჩანაწერების მიხედით აგებდა (104:105, 103:106, 103:106), მაგრამ ამერიკელმა ბოლოს იაქტიურა. ჯერ ჩემპიონი ნოკდაუნში გაგზავნა, შემდეგ საბოლოო შტურმზე გადავიდა, ლიახოვიჩი ბაგირებს შორის გააძვრინა და ბელარუსი მსაჯების მაგიდაზე დაენარცხა. სწორედ იქ მოუსწრო გონგმა. ეს შეტევა რომ არა, ლიახოვიჩი შეინარჩუნებდა ჩემპიონის ტიტულს.

თუმცა ბრიგსს დიდხანს არ ჰქონია ტიტული. ზუსტად ნახევარ წელიწადში რუსმა სულთან იბრაჰიმოვმა ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და ჩემპიონი გახდა. ამ წაგების შემდეგ შენონმა კარიერაში პაუზა აიღო და წელიწადნახევარში დაბრუნდა მარკუს მაკგისთან შესახვედრად. პირველ რაუნდში ნოკაუტით გამარჯვებამ ბევრს ათქმევინა, რომ ბრიგსი მზად იყო მორიგი ტიტულისთვის საბრძოლველად. მაგრამ მას გეგმები დადებითმა დოპინგს-სინჯმა აურია. მოკრივემ 90-დღიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ხოლო მაკგისთან ბრძოლის შედეგი გაუქმდა. ბრიგსის მენეჯერმა ივაილო გოტცევმა რამდენიმე აპელაცია შეიტანა. ის ამტკიცებდა, რომ შენონს ასთმა აქვს და მოკრივის ორგანიზმში დოპინგი ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის მიღების გამო მოხვდა. მაგრამ მენეჯერის მონდომებას შედეგი არ მოჰყოლია.

ბრიგსს ასთმა უკვე დიდი ხანია აწუხებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ავადმყოფობასთან ბრძოლა მუდმივი ფიზიკური დატვირთვების თანხლებით მიმდინარეობს, შეიძლება წარმოიდგინოთ რამდენად არის გაჟღენთილი ამერიკელის ორგანიზმი სხვადასხვა სახის მედიკამენტებით. აქედან დაისმის კითხვა: აისახება თუ არა ეს ყველაფერი რინგზე მის შრომისუნარიანობასა და ამტანობაზე? პასუხი ცალსახაა - რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად მოქმედებს პრეტენდენტის მზადყოფნაზე.

არადა, ამტანობა კლიჩკოს სტილის მეტოქესთან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველას, ვისაც ეს საკითხი სათანადო დონეზე არ ჰქონდა მოგვარებული, ცუდად დაამთავრა: სოსნოვსკიმ, არეოლამ, გომესმა და სხვებმა. მათ სწორედ ბრძოლის მეორე ნახევარში წააგეს ჩემპიონთან. ეს დამთხვევა არ არის - ეს სტრატეგიაა. ამ მოსაზრების დადასტურებად შეიძლება მოვიყვანოთ უფროსი კლიჩკოს მწვრთნელის ფრიც ზდუნეკის სიტყვები, რომელიც მან შაბათის ბრძოლისადმი მიძღვნილ რეალითი-შოუში წარმოთქვა: "ვიტალი ბრძოლის მეორე ნახევარში მოიპოვებს ინიციატივას, მანამდე კი უბრალოდ ენერგიას გამოაცლის ბრიგსს".

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ბრიგსი პირველ რაუნდში ნოკაუტებით მოგების სპეციალისტია და ამ მაჩვენებლით საუკეთესო გახლავთ სუპერმძიმეწონოსანთა ისტორიაში. შესაბამისად, ამერიკელს შანსი აქვს საწყის რაუნდებში მოუღოს ბოლო უკრაინელს. მაგრამ ამის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. 12 რაუნდის შემდეგ შენონის ქულებით მოგება უფრო დასაჯერებელია, ვიდრე ბრძოლის საწყის ეტაპზე დასრულება... სხვათა შორის, ბრიგსს საუკეთესო ათეულში შემავალი მოკრივე ნოკაუტით არასოდეს დაუმარცხებია - მისი დარტყმის ძალა ძირითადად მეორე ეშელონის მოკრივეებს აქვთ გამოცდილი.

კლიჩკომ კარგად იცის მეტოქეების შერჩევა. თავის დროზე, სწორედ ვიტალიმ ურჩია ბრიგსს დიდ კრივში დაბრუნება. როგორც ჩანს, უკრაინელს იმ მომენტში შენონი მომავალ მოწინააღმდეგედ წარმოედგინა. დაბრუნების შემდეგ ამერიკელმა რამდენიმე წარმატებული ბრძოლა ჩაატარა და ახლა უფროს კლიჩკოსთან უწევს ჩხუბი. დამთხვევაა?

რა თქმა უნდა, შენონ ბრიგსი პატივისცემას იმსახურებს და სულელური ნაბიჯი იქნებოდა საჩემპიონო ბრძოლაზე უარის თქმა. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მისი, როგორც საჩემპიონო მოკრივის დრო დიდი ხანია გასულია. დღეისთვის შენონი - მეორეხარისხოვანი მებრძოლია. მის ძველ წარმატებებს არავინ ივიწყებს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამერიკელი კლიჩკოზე სამი თავით დაბლა დგას. რა თქმა უნდა, პრეტენდენტის წინასამატჩო განცხადებები ("კლიჩკოს აუცილებლად ნოკაუტით მოვუგებ", "საჩემპიონო ქამარი მე დამრჩება", "ვიტალი მასხარაა და არა მოკრივე"...) გარკვეულ ანტურაჟსა და ინტრიგას ქმნის, მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სიტყვების თამაში გონგის პირველივე ხმაზე კარგავს აზრს.

მაიკ ტაისონის ლეგენდარული მწვრთნელი კუს დ'ამატო ამბობდა: "დიადი მოკრივე რომ გახდე, მხოლოდ გამარჯვება არ არის საკმარისი, საჭიროა ლამაზ სტილში მოგება". სწორედ სანახაობრივი მხარე აკლია კლიჩკოს ბოლო ბრძოლებს. მაგრამ ამაში მხოლოდ უკრაინელი არ არის დამნაშავე. უბრალოდ მას ღირსეული მოწინააღმდეგე ვერ მოუძებნეს. სანამ ამგვარი ტენდენცია გაგრძელება, კრივის მოყვარულებს მოუწევთ იმ მოსაწყენი სანახაობით დაკმაყოფილება, რასაც სუპერმძიმე წონაში სატიტულო ბრძოლა ჰქვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• tbiliseli

ადმინ სტატიას არ გთხოვ უბრალოდ მოკლედ მიპასუხე რა,ვინ მოიგო და რომელ რაუნდში,ეს სტატია 16 დადაებული და დღეს იქნება ბრძოლაო,ანუ გუშინ იყო არა?თუ უკვე გაიმართა იქნებ მიპასუხო.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს

პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა