მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთის თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, სტუმრად "სელტასთან" ანგარიშით 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, სტუმრად "სელტასთან" ანგარიშით 1:2 დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს კარგი შანსი აქვს ტურნირზე ბრძოლის გასაგრძელებლად.

"სელტას" ფეხბურთელები კარგად თამაშობდნენ და მოგებაც დაიმსახურეს. შესაძლოა, უფრო ლოგიკური ანგარიში 1:0 ყოფილიყო.

კაცმა რომ თქვას, მერჩივნა დღეს წამეგო, ვიდრე ჩემპიონატში. ამ დაპირისპირებაში ფავორიტად ყველა შემთხვევაში ვრჩებით და ვიმედოვნებთ, რომ წინ წავალთ.

საპასუხო შეხვედრა უფრო ემოციური იქნება", - აქვეყნებს მოურინიოს სიტყვებს "რეალის" ოფიციალური საიტი.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის ზოგიერთი მოთამაშის მოქმედებამ იმედი გაუცრუა, თუმცა მოურინიოს გვარები არ დაუკონკრეტებია.

"რამდენიმე მოთამაშემ იმედი გამიცრუა. შესაძლოა, სჯობდა, შანსი მორატასთვის მიმეცა, მაგრამ მის ამბიციებს ზოგჯერ ბოროტ ხუმრობამდე მივყავართ ხოლმე. წვიმამ, სიცივემ და სათასო თამაშმა მისთვის არასახარბიელო გადაწყვეტილება მიმაღებინა.

ამისთანა მატჩის შემდეგ მწვრთნელის გაკრიტიკება შეიძლება, თუმცა მწვრთნელი მხოლოდ ვალდებულებებით არ შემოიფარგლება და მისთვის არსებობს უფლებებიც - და ამ შემთხვევაში ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო", - თქვა ჟოზემ.

"მინდა გამოვარჩიო ვარანი. ის ნამდვილი ჩემპიონია. რაფაელი ტრავმირებული იყო, მაგრამ თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა - იმაზე უკეთაც, ვიდრე ზოგიერთმა ჯანმრთელმა მოთამაშემ", - დასძინა მოურინიომ.

"რეალისა" და "სელტას" საპასუხო მატჩი 2013 წლის 9 იანვარს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

ასევე იხილეთ:

კარლოს გონსალესი: უკვე ყელში ამოგვივიდა ეს მოურინიო!

ჟოზე მოურინიო: მეზღვაურის სული მაქვს, ახალ-ახალი თავგადასავლები მიყვარს

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე