ბრაზილიური საფეხბურთო კლუბ "ფლამენგოს" ხელმძღვანელობა "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის რეკორდს ეჭვქვეშ აყენებს
ბრაზილიური საფეხბურთო კლუბ "ფლამენგოს" ხელმძღვანელობა ეჭვქვეშ აყენებს რეკორდს, რომელიც "ბარსელონას" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების მიხედვით ახლახან დაამყარა.

ესპანეთის თასის მატჩში "კორდობასთან" (2:0) მესიმ მეტოქის კარში 2012 წელს თავისი 87-ე და 88-ე გოლები გაიტანა. არგენტინელმა მანამდე გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც გერმანელ გერდ მიულერს ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, მიულერმა 1972 წელს 85 გოლი მიითვალა.

ბრაზილიურ კლუბში ამტკიცებენ, რომ 1979 წელს მაშინდელი "ფლამენგოს" ფეხბურთელმა ზიკომ, რომელიც ამავდროულად, ბრაზილიის ნაკრების კაპიტანიც იყო, 89-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

"ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ. მესის ხომ ჯერ არ გაუუმჯობესებია ეს შედეგი?!"  - თქვა "ფლამენგოს" ისტორიისა და სტატისტიკის განყოფილების გამგემ ბრუნო ლუცენამ.

მისივე თქმით, ზიკომ 81 გოლი კლუბის მაისურით გაიტანა, 7 - ნაკრებში, კიდევ ერთი კი - მსოფლიოს ნაკრებთან ერთად ამხანაგურ მატჩში.

ლუცენა იმასაც ირწმუნება, ზიკო იმ წელს ასზე მეტ გოლსაც გაიტანდა, რომ არა ტრავმის გამო გაცდენილი ორი თვეო.

შეგახსენებთ, რომ მესის რეკორდი ეჭვქვეშ მანამდე აფრიკაში დააყენეს. ზამბიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, არგენტინელზე უკეთესი შედეგი თავის დროზე გოდფრი ჩიტალუს ჰქონდა - 1972 წელს მას 107 გატანილ გოლს მიაწერენ.

საინტერესოა, რომ მთელი 40 წლის მანძილზე, რა პერიოდშიც რეკორდი გერდ მიულერს ეკუთვნოდა, ის არავის გაუპროტესტებია.

ასევე იხილეთ:

ლიონელ მესის რეკორდი ყალბია?! მსოფლიო გოდფრი ჩიტალუს არ იცნობს!

კაცი, რომელმაც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

ლიონელ მესის 2012 წელს გატანილი 86 გოლი! [VIDEO]

dato
ეგრე თუ წავიდა საქმე;ცხონებულ მერაბ მეგრელაძეს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.შეიძლება ვცდებოდე,მაგრამ სხვებმა,ხომ ჩემზე კარგად იციან???"ბრაზილიელები" ნამდვილად ვიცი,რომ შურით სკდებიან.
maradona
არ მინდა ბრაზილიელების შეურაცყოფა,მარა ფლამენგოა თუ ალბატროსი ცოტა ლეტნად არიან რა.მესი მესია,მაგრამ ერთი მსოფლიო ჩემპიონობა მაინც საჭიროა,რომ დიდ დიეგოს დაეწიოს... ის აფრიკელები კი ჭინჭრით გასატყეპლები არიან ერთ ადგილზე.
მახარაი
ჩიტალუ ვინ ოხერია კაცმა არ იცის. მისი ხსენება მესის, მიულერის და ზიკოს გვერდით ცოტა უხერხულია
ილია
ბრაზილიელებისგან გასაგებია არგენტინელის არ ცნობა და მიზეზების მოძებნა,მაგრამ აფრიკელებს რა უნდათ?
zaza
ვაი ამათ პატრონს. ერთი და იგივე ჯოგია-ზიმბაბვე და ბრაზილია. მესის ნახმარ ბუცებად არ ღირხართ თქვე უმგვანოებო!
misha
ზიკო მართლა ძალიან მაგარი იყო!მაგრამ ჩემი აზრით მესი უკეთესია,თანამედროვე ფეხბურთი ბევრად რთულია და გუნდებს შორისაც აღარაა დღეს ისეთი დიდი განსხვავება,როგორც ადრე იყო,დღევანდელ ევროპულ ლიგებში გრანდებს უკვე აღარ ააქვთ იოლი გასეირნებები და თვითოეული გოლის გატანა ბევრად ძნელია ვინემ 30 წლის წინ.თუმცა აცალეთ მესის,ის ჯერ კიდევ უამრავ სიურპრიზს შემოგვთავაზებს და გაახარებს ფეხბურთის მოყვარულთა გულებს.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"