ცნობილი გახდა, რომ "დეტროიტ პისტონზის" ვეტერანი ახალწვეული ტრეისი მაკგრეიდი თავისი გუნდის ყველა წინასასეზონო შეხვედრას გამოტოვებს. ვარსკვლავმა ფორვარდმა ჯერ ვერ აკრიფა ოპტიმალური სათამაშო ფორმა და გადაწყვეტილი აქვს სათანადოდ მოემზადოს რეგულარული ჩემპიონატისთვის, რომელიც 27 ოქტომბერს აიღებს სტარტს.

ცნობილი გახდა, რომ "დეტროიტ პისტონზის" ვეტერანი ახალწვეული ტრეისი მაკგრეიდი თავისი გუნდის ყველა წინასასეზონო შეხვედრას გამოტოვებს. ვარსკვლავმა ფორვარდმა ჯერ ვერ აკრიფა ოპტიმალური სათამაშო ფორმა და გადაწყვეტილი აქვს სათანადოდ მოემზადოს რეგულარული ჩემპიონატისთვის, რომელიც 27 ოქტომბერს აიღებს სტარტს.

მაკგრეიდიმ აღნიშნა, რომ კვლავაც აქტიურად თანამშრომლობს ფიზიკური მომზადების მწვრთნელ არნი კანდერთან.

"რაც უფრო ახლოვდება სეზონის სტარტი, მით უფრო ვნერვიულობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის", - აღიარა მაკგრეიდიმ.

მაკგრეიდიზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება "მილუოკი ბაქსის" ძირითადი ცენტრი ენდრიუ ბოგუტი, რომელიც მთელი ზაფხული ტრავმირებულ იდაყვს მკურნალობდა. როგორც თავად ავსტრალიელმა კალათბურთელმა განაცხადა, მან ამ უქმეებზე, შესაძლოა, "მემფისთან" და "მინესოტასთან" საწვრთნელ მატჩებში მიიღოს მონაწილეობა.

"მწვრთნელები მეუბნებიან, რომ პირველ მატჩში 6-10 წუთს სათამაშო დროს მომცემენ, მეორე შეხვედრაში კი ეს დრო 12 წუთამდე გაიზრდება.

კმაყოფილი, რომ ამ თამაშებში თავის გამოჩენის საშუალება მექნება. იდაყვი ოდნავ ისევ მაწუხებს, მაგრამ ეს ის შეგრძნება არ არის, რაც საზაფხულო შეკრების დროს მქონდა", - განაცხადა ენდრიუ ბოგუტმა.

"ნიუ იორკ ნიქსი" მოახლოებული სეზონის წინ შემტევ მცველს ეძებს. კლუბის მწვრთნელები შეფოთებულნი არიან იმით, რომ წინასასეზონო მატჩებში "მეორე ნომრის" ადგილზე უილსონ ჩენდლერი თამაშობს. ამიტომაც "ნიქსისთვის" კვლავაც აქტუალურია "პორტლენდის" ესპანელი ლეგიონერის - რუდი ფერნანდესის ტრანსფერი.

"ნიუ იორკის" ხელმძღვანელობამ ადრეც შესთავაზა ტრეიდი "ბლეიზერსის" შეფობას და ახლა კიდევ ერთხელ ცდის ფერნანდესის გადაბირებას. თუ ეს გარიგება შედგება, ჩენდლერი დაბრუნდება მძიმე ფორვარდის პოზიციაზე, ხოლო ამარე სტაუდმაიერი ცენტრის ადგილზე ითამაშებს.

"დალას მავერიქსის" მოთამაშეები სერიოზული განწყობით ხვდებიან ახალ რეგულარულ ჩემპიონატს და დარწმუნებულნი არიან, რომ ამჯერად დასავლეთ კონფერენციაში არავის დაუთმობენ პირველობას.

"ჩვენი მთავარი მიზანია - "ლოს ანჯელეს ლეიკერსზე" წინ აღმოვჩნდეთ. ისინი შარშანდელი ჩემპიონები არიან, მაგრამ მზად ვართ მათ დასამარცხებლად. ახალი სეზონისთვის მონდომებით ვემზადებოდით და შეგვიძლია ჩემპიონთან ღირსეულად ბრძოლა", - განაცხადა "დალასის" მცველმა ჯეისონ ტერიმ.

შარშანდელ პლეი ოფში არ შედგა "მავერიქსისა" და "ლეიკერსის" დაპირისპირება, რადგან ტეხასურმა გუნდმა "სან ანტონიო სპურსთან" 2:4 წააგო სერია.

"ვერ შევძელით პლეი ოფში სტაბილური თამაში. მაგრამ ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა. ამ სეზონში აუცილებლად ვეცდებით ჩემპიონატის მოგებას", - ამბობს გუნდის ვეტერანი გამთამაშებელი ჯეისონ კიდი.

NBA-ის მოთამაშეთა ასოციაცია სასამართლოში უჩივლებს ლიგის ხელმძღვანელობას. კალათბურთელებს არ მოსწონთ ახალი წესი, რომლის მიხედვითაც გაიზარდა დარღვევათა რიცხვი, რაზეც მსაჯებს ტექნიკური პერსონალურის დაფიქსირება შეუძლიათ. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ბილი ჰანტერის თქმით, ამ წესის შემოღებამდე მოთამაშეებთან კონსულტაცია არ ჩატარებულა.

"ამის გამო სასამართლოში შესაბამის სარჩელს შევიტანთ", - მოჰყავს ჰანტერის სიტყვები სააგენტო AP-ის.

ახალი წესების თანახმად, სასჯელი შეიძლება მოჰყვეს კალათბურთელების მხრიდან აგრესიულ ჟესტებს, დემონსტრაციულ პროტესტს, მოთამაშის მსაჯთან მიახლოებას თავისი უკმაყოფილების გამოსახატავად, აგრეთვე ჯიუტ თხოვნას დარღვევის დაფიქსირებაზე.

ვაშინგტონი-მილუოკი 88:96

22:28, 35:23, 16:20, 15:25

ვ: ბლეტჩი (17+9 მოხსნა), უოლი (15+11 პასი), ჰიანრიხი (12), იანგი (11+7 მოხსნა), მაკგი (10+7 მოხსნა).

მ: გუდენი (25), დელფინო (19), ჯენინგსი (13+7 პასი), ილიასოვა (9+8 მოხსნა).

ორლანდო-შარლოტი 86:73

24:18, 26:20, 17:22, 19:13

ო: ბასი (16+9 მოხსნა), რიჩარდსონი (15), პიეტრუსი (12), რედიკი (12), ანდერსონი (10+7 მოხსნა+4 ჩაჭრა).

შ: ოგუსტინი (17), ბრაუნი (11).

კლივლენდი-სან ანტონიო 106:80

23:21, 27:20, 29:21, 27:18

კ: ჰიქსონი (18+9 მოხსნა), სეშენსი (14+9 მოხსნა), გიბსონი (13), ჰარისი (11).

ს-ა: ნილი (10), ბლეირი (9+11 მოხსნა).

იუტა-ფინიქსი 108:97

31:27, 24:29, 26:18, 27:23

ი: ჯეფერსონი (24), ევანსი (12), უილიამსი (11), მაილსი (10).

ფ: თურქოგლუ (13), საილერი (11+7 მოხსნა), ჰილი (10).

კლიპერსი-დენვერი 95:100

32:32, 23:25, 18:27, 22:16

კ: გრიფინი (24+14 მოხსნა+4 დაფარება), კამანი (23+8 მოხსნა), გორდონი (19).

დ: ენტონი (30+14 მოხსნა+9 პასი), აფლალო (27+9 მოხსნა), ნენე (13).

ოკლაჰომა-ცსკა 97:89

26:20, 32:28, 20:14, 19:27

ო: დურანტი (20+7 პასი+5 მოხსნა), გრინი (15), იბაკა (15+6 მოხსნა), ჰარდენი (15+5 პასი), მეინორი (10+5 პასი).

ც: სოკოლოვი (18), შიშკაუსკასი (17), გორდონი (14+6 მოხსნა), ვორონცევიჩი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"