რასიზმის გამოვლენის შემთხვევაში "დამნაშავე" მინიმუმ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება
ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა მხარი დაუჭირა საფეხბურთო ასოციაციის ინიციატივას ფეხბურთელთა მხრიდან რასიზმის გამოვლენის შემთხვევაში "დამნაშავის" მინიმუმ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯის შესახებ.

აქამდე სანქციას ასოციაცია საქმის მასალების შესწავლის შემდეგ საკუთარი ინიციატივით აწესებდა.

ასე მაგალითად, "ლივერპულის" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა პატრის ევრასთვის "ნეგრიტოს" წოდებისთვის 8 მატჩი გამოტოვა, ანტონ ფერდინანდისთვის შავი სასქესო ასოს დაძახებისთვის კი ჯონ ტერის 4 მატჩი აკმარეს.

"დეილი მეილმა" ვრცელი მასალა შემოგვთავაზა დევიდ ბერნშტეინისა და მისი ორგანიზაციის გეგმების შესახებ.

ასოციაციაში ლეგიონერებისთვის (!) კულტურის სავალდებულო გაკვეთილების დანიშვნასაც გეგმავენ, რომელიც იდეის ავტორების აზრით, უცხოელებს დისკრიმინაციული ჩარჩოებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. როგორც ირკვევა, დამუშავებულია 92-პუნქტიანი გეგმა. ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც რასიზმთან და ეთნიკურ შეუთავსებლობასთან საბრძოლველად არის გამიზნული, ფეხბურთში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების წახალისებაა.

რაკი ინგლისში ძალიან ბევრი აზიური წარმომავლობის ბავშვია, მათ გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ, თუკი ისინი შვილებს ფეხბურთზე შეიყვანენ.

ამას გარდა, იგეგმება ცხელი ხაზის ამუშავება, რომელიც ნებისმიერ მსურველს, იქნება ეს ფეხბურთელი თუ გულშემატკივარი, მისცემს საშუალებას, რომ ანონიმურობის დაცვის გარანტიით ინფორმაცია მიაწოდოს რასიზმის გამოვლინების კონკრეტული შემთხვევების შესახებ.

შესაძლებელი იქნება "ტვიტერზე" განთავსებული პოსტების მითითებაც კი, რათა წესრიგი მეტ-ნაკლებად ვირტუალურ სივრცეშიც დამკვიდრდეს. იგეგმება უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენება, რათა გამოვლინდეს მინდორზე რასიზმის გამოვლენის ყველა შემთხვევა.

ამიერიდან ინგლისში მიწვეულ უცხოელ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ცალკე გააცნობენ ამ კამპანიის წესებს, რათა მომავალში გაუგებრობები თავიდან იქნას აცილებული. ცალკე შემუშავდება რეკომენდაციები მატჩის მონაწილე ყოველი პირისა და სტადიონზე მომსახურე სტიუარდებისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, თუკი მსგავსი ფაქტის მოწმენი გახდებიან.

მას შემდეგ, რაც აღნიშნული დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს, ის პრემიერლიგის წევრ 92 კლუბს გადაეგზავნება, რათა უკანასკნელებმა ფეხბურთელებსა და რიგით თანამშრომლებს გააცნონ.

მოსალოდნელია, რომ რასისტული და შოვინისტური გამოხდომების გარდა, ანალოგიური წესით დაისაჯოს ჰომოფობიური და ტრანსფობიური შინაარსის ქცევებიც. ბრიტანეთის სპორტის სამინისტროში საფეხბურთო ასოციაციის ინიციატივას აღფრთოვანებულები შეხვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა