ჟურნალისტებს "ნერაძურის" პრეზიდენტი გაესაუბრა და თემების მიხედვით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
"ინტერის" გარშემო უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება, რომელთა შესახებაც თითქმის ყველა ნომერში გვიწევს წერა.

თუმცა ვითარებაში უკეთ გასარკვევად საუკეთესო საშუალება ინფორმაციის პირველი პირისგან მიღებაა.

ჟურნალისტებს "ნერაძურის" პრეზიდენტი მასიმო მორატი გაესაუბრა და თემების მიხედვით, საკუთარი პოზიცია გაგვაცნო...

სნეიდერი

ვესლი სნეიდერი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი გასხვისების სურვილი არ გვაქვს, თუმცა გადაჭრით რაიმეს თქმა დღეს შეუძლებელია.

ბევრი ამბობს, რომ სნეიდერის გაყიდვით აღებული თანხა ახალი ფეხბურთელების დამატებაში დაიხარჯება. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა საერთოდ არ არის დაკავშირებული სნეიდერთან.

ზოგადად, სატრანსფერო კამპანიაში ჩართვას არ ვაპირებთ, მაგრამ თუ კარგი ვარიანტი გამოჩნდა, პოზიციის შეცვლაც არ იქნება პრობლემა. მოკლედ, ჯერჯერობით დაკვირვების ფაზაში ვართ.

კასანო

როდესაც ხელოვანს მუზა ეწვევა, მისი შეჩერება შეუძლებელია... ასეა ანტონიო კასანოც, თუ თამაში წაუვა, მოედანზე ყველაფერი გამოსდის. "ნაპოლისთან" შეხვედრაში ფრედი გუარინს ბრწყინვალე პასი გაუკეთა, რომლის მსგავსი იშვიათად მინახავს.

ბევრი ამბობს, რომ ანტონიო იდეალურ ფორმაში არაა და 90 წუთი თამაში უჭირს, თუმცა ეს მცდარი მოსაზრებაა - ანდრეა სტრამაჩონი მას ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ცვლის და არა იმიტომ, რომ იღლება.

თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია თავდამსხმელი, შეუცვლელად ასპარეზობდეს. კასანო გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ "ინტერში" თავს შესანიშნავად გრძნობს. პირად საუბარში აქვს ნათქვამი, რომ ჩვენთან ყველაზე ბედნიერია, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

სკუდეტო

ვფიქრობ, რომ სკუდეტოს მოპოვება შეგვიძლია და ბოლო მატჩებმა ამაში კიდევ უფრო დამარწმუნა. მართალია, "იუვენტუსი" ძალიან ძლიერი კონკურენტია, მაგრამ ჩვენც ვპროგრესირებთ და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოვუმატებთ.

დღეს რთულია სათქმელია, რომელ ადგილზე ვიქნებით მაისში, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა რომ შეგვიძლია, ამას წყალი არ გაუვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა