"მილანს" საუკეთესო დროება ნამდვილად არ უდგას, მაგრამ მიჯრით მოგებული შეხვედრებით მდგომარეობა შედარებით გამოისწორა

"მილანს" საუკეთესო დროება ნამდვილად არ უდგას, მაგრამ მიჯრით მოგებული შეხვედრებით მდგომარეობა შედარებით გამოისწორა.

სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილიდან ამოძვრა და ლიდერთა მარაქაში გაერია, რაც უკვე საქმეა.

თანაც, ეს ყველაფერი მასიმილიანო ალეგრისთან ერთად, ანუ მწვრთნელმა პოსტის შენარჩუნება მოახერხა.

სადამდე გაგრძელდება "როსონერის" პროგრესი და რას შეიძლება მიაღწიოს ალეგრის გუნდმა მიმდინარე სეზონში? - ამაზე თავისი მოსაზრება ჟურნალისტებს 28 წლის ფორვარდმა ჯამპაოლო პაცინიმ გაუზიარა:

"ბოლო მატჩებში მოპოვებულმა გამარჯვებებმა ოპტიმიზმით აგვავსო და დღეს ბევრად უფრო ნათელ ფერებში ვხედავ მომავალს.

გულშემატკივართა ნაწილი სულაც სკუდეტოზე ოცნებობს და ეს უკვე კარგია, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ როგორ დავიწყეთ სეზონი. ჩემპიონობაზე რა გითხრათ და სამეულში მოხვედრა კი ნამდვილად შეგვიძლია. რატომ გაგვიჭირდა სეზონის სტარტზე? - ეს ბუნებრივიცაა, რადგან გუნდი ერთბაშად არაერთმა ჩემპიონმა დატოვა.

მათ გარეშე "მილანი" წარმოუდგენელი იყო და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. მართალია, ლეგენდების წასვლა ჩემთვის ყველაზე იოლი გადასატანი იყო, რადგან "მილანში" მხოლოდ ზაფხულს გადმოვედი, მაგრამ თანაგუნდელებზე ამან დამთრგუნველად იმოქმედა.

ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ. მჯერა, პროგრესი გაგრძელდება".

ამასობაში ალეშანდრე პატო გამოჯანმრთელდა და მზადაა მოედანს დაუბრუნდეს - ამბობენ, რომ 23 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ზამთარში შეიძლება კლუბი გამოიცვალოს და ამ ყველაფერზე თავად გააკეთებს კომენტარს: "მთავარია, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ და მოედანს უახლოეს შეხვედრაში დავუბრუნდები. დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, "მილანის" ფეხბურთელი ვარ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს.

თუმცა კლუბის მესვეურთა პოზიცია ჩემთვის უცნობია და ვერ გამოვრიცხავ, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში, ჩემი გასხვისების საკითხი არ დადგეს დღის წესრიგში. ვნახოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს - პირადად მე, "როსონერიში" ყველაფერი მაკმაყოფილებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა