ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
"ტამპა ბეიმ" მესამე მატჩი მოიგო სეზონში და "ტორონტოსთან" ერთად სათავეში უდგას აღმოსავლეთ კონფერენციას. "ლაითნინგი" გუშინ ფილადელფიას სტუმრობდა, რომელმაც ასევე კარგად დაიწყო რეგულარული ჩემპიონატი და გი ბუშეს გუნდის შეჩერების იმედი ჰქონდა. საინტერესოა, რომ მეტოქეებმა სათადარიგო მეკარეებით ითამაშეს - "ფლაიერზმა" ბობროვსკი ბუშეთი შეცვალა, "ტამპას" რიგებში კი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა დენ ელისმა. მაგრამ ყველაზე ღირსშესანიშნავი მომენტი იყო ფილადელფიაში ფორვარდ საიმონ განიეს დაბრუნება, ოღონდ "ტამპა ბეის" მაისურით. ამ თავდამსხმელმა "ფილადელფიაში" ათი წელი გაატარა, 664 მატჩი ითამაშა და 524 ქულა დააგროვა.

მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს შეხვედრა, ბევრს ურტყამდნენ, შტურმიც მოაწყვეს, მაგრამ "ტამპას ბეის" პირველივე მომენტის შემდეგ გაუშვეს შაიბა - დაუნიმ მარჯვენა ფლანგიდან შესანიშნავი გადაცემა მიაწოდა სტემკოსს და შარშანდელი სეზონის საუკეთესო სნაიპერმა მეოთხე გოლი ჩაიწერა აქტივში. თუმცა სულ რაღაც ორ წუთში "ფილადელფიამ" რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა: კომბინაცია პირველ გოლს ჰგავდა - ვან რიმსდიკმა მეკარის საჯარიმოს გასწვრივ ჩააწოდა და რუსმა ჟერდიოვმა შაიბას მიმართულება შეუცვალა. ეს ამ ფორვარდის მეასე გოლია ჰოკეის ეროვნულ ლიგაში.

მეორე პერიოდი უფრო თანაბარ ბრძოლაში აღინიშნა და საკუთარი შანსი უკეთ სტუმარმა გუნდმა გამოიყენა. ტედ პურსელმა ზედა ძელს გაარტყა შაიბა, შეტევა გაგრძელდა და დომინიკ მურმა ერთი მეტრიდან შეაცურა კარში შაიბა. "ფილადელფიას" თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსები ჰქონდა, განსაკუთრებით რიცხობრივ უმცირესობაში, მაგრამ მაიკ რიჩარდსმა სამჯერ (!) ვერ გამოიყენა მეკარესთან ერთი ერთზე გასვლა - სტუმრების გოლკიპერი შეუდარებელი იყო.

ბოლო პერიოდის დაწყებისთანავე "ტამპას" მცველმა პაველ კუბინამ ცისფერი ხაზიდან დაარტყმა და ფეხებსშუა გაუძვრინა შაიბა ბუშეს - "ფლაიერზის" მეკარე აშკარად შეცდა. მართალია, "ფილადელფიამ" ბრიერის ლამაზი გოლით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვერ შეძლეს, რადგან "ტამპას" დაცვა თამაშობდა კარგად. საინტერესოა, რომ "ლაითითნგს" არც ისე დიდი ხნის წინ ასევე ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა რეგულარულის სტარტზე - ეს 2007-08 წლების სეზონში მოხდა, მაგრამ ის ჩემპიონატი გუნდმა ბოლო ადგილზე დაასრულა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.

დასავლეთშიც არიან ისეთი გუნდები, რომლებმაც სეზონის სტარტზე სამი მატჩი მოიგეს. "ნეშვილმა" ურთულეს თამაშში დაამარცხა "სენტ ლუისი" - 4:3. თუ შარშანდელ შეხვედრებს გავითვალისწინებთ, "პრედატორზმა" ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა "ბლუზმენები". ბრწყინვალე იყო ბარი ტროტცის გუნდში ახალგაზრდა ფორვარდი კელ ო'რაილი (კოლორადოელი რაიან ო'რაილის უფროსი ძმა), რომელსაც სამი შედეგიანი პასი გაიფორმა.

"ნეშვილის" გარდა, მოულოდნელად სტარტზე სამი მატჩი მოიგო "დალასმა", რომელმაც ამჯერად იოლად დაძლია "დეტროიტის" წინააღმდეგობა. განიესი არ იყოს, მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა "დალასის" ლეგენდა მაიკ მოდანო, რომელიც "რედ უინგზის" ახალწვეულია. თუმცა "დეტროიტს" ამან ვერ უშველა და მასპინძლებმა ჯამში 19 დარტყმიდან ოთხჯერ მიაღწიეს მიზანს. ვეტერანმა მოდანომ კი ათი წუთი ითამაშა, მაგრამ სარგებლიანობის გრაფაში "ნული" ჩაეწერა.

"მინესოტა" ევროპიდან დაბრუნების შემდეგ პირველ შეხვედრას ატარებდა და რიცხობრივი უპირატესობის რეალიზაციის ბრწყინვალე მაჩვენებლის წყალობით დაამარცხა "ედმონტონი" - 4:2. "უაილდმა" ოთხივე შაიბა მაშინ გაიტანა, როცა მოედანზე ერთი ჰოკეისტით მეტი ჰყავდა. მატჩის გმირი კი კაპიტანი მიკო კოივუ გახდა, რომელმაც დუბლს ერთი შედეგიანი პასი დაუმატა.

სეზონის დასაწყისში ყველაზე მძიმე კალენდარი "ფლორიდას" აქვს - ამ გუნდმა სამივე სასტარტო შეხვედრა კანადაში ჩაატარა. "პანტერები" "ედმონტონისა" და "ვანკუვერის" წინააღმდეგ ღირსეულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ქულა ვერ მოიპოვეს, სამაგიეროდ, "კალგარიში" გაიმარჯვეს და პირველი ორი ქულა ჩაიწერეს აქტივში. ახლა "ფლორიდა" შინ ბრუნდება და ხვალ ლიდერ "ტამპას" შეხვდება.

ფილადელფია-ტამპა ბეი 2:3

1:1, 0:1, 1:1

გოლები: 0:1 სტემკოსი-4 (დაუნი-2, სენტ ლუისი-2), 1:1 ჟერდიოვი-1 (ვან რიმსდიკი-3, ჟირუ-1), 1:2 მური-2 (ჰოლი-1, ბ. კლარკი-2), 1:3 კუბინა-1 (დაუნი-3, სენტ ლუისი-3), 2:3 ბრიერი-3 (ლეინო-3, მ. კარლი-2).

ოტავა-კაროლინა 3:2

1:0, 1:0, 1:2

გოლები: 1:0 ფიშერი-1, 2:0 მ. მიხალეკი-1 (ალფრედსონი-2, სპეცა-1), 2:1 სამსონოვი-1 (ე. სტაალი-1, პიტკანენი-2), 2:2 ე. სტაალი-1 (კოული-2, სკინერი-2), 3:2 ფიშერი-2 (ფოლინო-1, შენონი-1).

ნეშვილი-სენტ ლუისი 4:3

3:1, 1:1, 0:1

გოლები: 1:0 გოკი-2 (უილსონი-1, დუმონი-3), 2:0 სალივანი-3 (რ. სუტერი-3, კ. ო'რაილი-2), 2:1 დ'აგოსტინი-3 (მაკლემანი-1, სტინი-3), 3:1 სალივანი-4 (კ. ო'რაილი-3, ჰორნკვისტი-1), 3:2 ოში-1, 4:2 ჰორნკვისტი-2 (კ. ო'რაილი-4, უებერი-3), 4:3 ბერგლუნდი-1 (ენდი მაკდონალდი-1, კოლაიაკოვო-1).

დალასი-დეტროიტი 4:1

1:0, 3:0, 0:1

გოლები: 1:0 ბ. რიჩარდსი-2 (ნისკანენი-1, რიბეირო-4), 2:0 ლ. ერიქსონი-3 (ბ. რიჩარდსი-4, ნილი-3), 3:0 მოროუ-4 (რიბეირო-5), 4:0 ნილი-1 (ბ. რიჩარდსი-5, დელეი-2), 4:1 კრონვალი-1 (ბერტუცი-5, ჰუდლერი-2).

მინესოტა-ედმონტონი 4:2

1:0, 2:2, 1:0

გოლები: 1:0 მიეტინენი-1 (ბრუნეტი-1, ბარკერი-2), 1:1 პენერი-2 (ჰემსკი-1, სემ განიე-3), 1:2 გილბერტი-1 (ჰორკოფი-1), 2:2 მ. კოივუ-1 (კულენი-2, მიეტინენი-2), 3:2 მ. კოივუ-2 (ბრუნეტი-2, ჟიდლიცკი-1), 4:2 კულენი-2 (მ. კოივუ-3).

კალგარი-ფლორიდა 0:3

0:2, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 დვორაკი-1 (რისონერი-1, სტილმანი-2), 0:2 დვორაკი-2 (რისონერი-2, ვიდემანი-1), 0:3 მატიასი-1 (ოლეში-1, ბუტი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა