ლარსს არ გაუკვირდება, "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგოს
დორტმუნდის "ბორუსიამ" 1997 წელს ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო, იმ ტრიუმფის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი ლარს რიკენი გახლდათ, რომელმაც ფინალში "იუვენტუსს" ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

დღეს უკვე 36 წლის ლარსი "ბორუსიაში" ბავშვთა ფეხბურთის კოორდინატორად მუშაობს. "შპორტ აინსისთვის" მიცემულ ინტერვიუში რიკენმა დღევანდელ "დორტმუნდზე" ისაუბრა.

"მიუხედავად "ბაიერნთან" 14-ქულიანი ჩამორჩენისა, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და თუ მიუნხენელებს კრიზისი დაეწყებათ, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ზედიზედ მესამედ გახდნენ გერმანიის ჩემპიონები, რაც ისტორიული მოვლენა იქნებოდა. თუმცა მეც ვფიქრობ, რომ შანსი ძალიან მცირეა, რადგან "ბაიერნი" ამ სეზონში არ ჰგავს ისეთ გუნდს, რომელსაც შეიძლება კრიზისი დაეწყოს," - აცხადებს რიკენი ხსენებულ ინტერვიუში.

სამაგიეროდ, ლარსის აზრით, "დორტმუნდს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, რიკენს არ გაუკვირდება, მაისში ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის თასი სწორედ იურგენ კლოპის გუნდმა რომ აღმართოს.

"კლოპი დიდ გუნდს აშენებს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მიუხედავად ზედიზედ ორი ჩემპიონობისა, ფეხბურთელებს მოტივაციის ნაკლებობა არ ეტყობათ. მონდომების ხარისხით ეს გუნდი იმ "დორტმუნდს" მაგონებს, რომელმაც 1997 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მაშინაც დამშეული გუნდი გვყავდა. შტეფან როიტერს, მათიას ზამერს, იურგენ კოლერს და ანდი მიოლერს ყველა თამაშის მოგება უნდოდათ და გამარჯვებებით არასდროს კმაყოფილდებოდნენ. ამიტომაც არ გამიკვირდება, კლოპის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგოს," - მიიჩნევს რიკენი.

სუბოტიჩს ახალი კონტრაქტი გაუმზადეს

აქვე გაცნობებთ, რომ დორტმუნდელებს ცენტრალურ მცველ ნევენ სუბოტიჩთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდათ და უკვე კონკრეტული წინადადებითაც მიმართეს.

ნევენის აქტუალურ ხელშეკრულებას ვადა 2014 წლის ზაფხულამდე აქვს და "ბორუსიას" შეფებმა კონტრაქტის 2016 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზეს - რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული პირობებით. "ბილდის" ცნობით, დათანხმების შემთხვევაში, სუბოტიჩი წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

"ნევენთან პირველი მოლაპარაკებები უკვე გავმართეთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს წინადადებას დათანხმდება," - ეს "დორტმუნდის" სპორტული დირექტორის, მიხაელ ცორკის სიტყვებია.

"ბორუსია" იმიტომ ჩქარობს, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად, სუბოტიჩის გადაბირებაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" ფიქრობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"