უიმბლდონის მერვედფინალში წაგების შემდეგ რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ ბელარუსში გამგზავრება გადაწყვიტა...

უიმბლდონის მერვედფინალში წაგების შემდეგ რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ ბელარუსში გამგზავრება გადაწყვიტა. იქ მარია ორი მიზეზით ჩავიდა - ჩოგბურთელი გაერთიანებული ერების კეთილი ნების ელჩია და საქველმოქმედო მიზნებით ბელარუსის ტერიტორიაზე ჩერნობილის ავარიით დაზარალებულ რაიონებს ეწვია. გარდა ამისა, შარაპოვამ ქალაქ გომელში მონატრებული ბებია მოინახულა და მას თავისი ბოიფრენდი - "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" სლოვენიელი კალათბურთელი საშა ვუიაჩიჩი გააცნო.

შარაპოვა 10 წელია, რაც ბელარუსში არ ყოფილა. მარია სწორედ გომელში ჩაისახა, მაგრამ ატომური სადგურის ავარიის შემდეგ მისი მშობლები ნიაგანში გადასახლდნენ, ოთხ წელიწადში გომელში დაბრუნდნენ და იქ ორი წელი იცხოვრეს, შემდეგ იყო სოჭი და ბოლოს - ამერიკა.

ჩოგბურთელი თავის ბოიფრენდთან ერთად ბელარუსში საკუთარი თვითმფრინავით ლონდონიდან ჩავიდა. რამდენიმე ოფიციალური ღონისძიების შემდეგ, მარია ბებიას ესტუმრა, რომელსაც ახალი ბინა აქვს ცხრასართულიან "ხრუშჩოვკაში". ბოროტი ენები ამბობენ, რომ მარიამ ბებიას საცხოვრებელი ადგილის გაუმჯობესებისთვის მხოლოდ 3 ათასი დოლარი გამოუყო, თუმცა შეეძლო თავისი მილიონებით უკეთესი სახლი შეეძინა, მით უმეტეს, რომ "ხრუშჩოვკის" გვერდით პრესტიჟული საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეხმარება თუ არა მარია ბებიას, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სიცილით უპასუხა: "რა თქმა უნდა! ჭურჭელს ვრეცხავ!"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა