ოლიმპიური ჩემპიონი და უმაღლესი კატეგორიის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე 13 დეკემბერს ტიუმენში გაფრინდნენ
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) და უმაღლესი კატეგორიის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე 13 დეკემბერს ტიუმენში გაფრინდნენ, სადაც საერთაშორისო ტურნირი ტარდება 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

იქ მიწვეულია სულ 8 სპორტსმენი - ტიუმენელთა ჯილა, მსოფლიოს პრიზიორი მუსა მოგუშკოვი, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, ფინალში შავდათუაშვილთან დამარცხებული უნგრელი მიკლოშ უნგვარი, მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარი, ესპანელი მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი სუგოი ურიარტე, ევროპის აზერბაიჯანელი ვიცე-ჩემპიონი ტარლან კერიმოვი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ყაზახი ჩემპიონი, აზიის პირველობის გამარჯვებული სერგეი ლიმი, ევროპის პრიზიორი, სლოვენიელი როკ დრაკშიჩი და ჩვენებური.

ოღონდ შავდათუაშვილი ამ საჩვენებელ ტურნირში არ იჭიდავებს, მხოლოდ მაყურებლად დაესწრება მას პრესტიჟის ასამაღლებლად. სამაგიეროდ, იმსაჯებს ნუცუბიძე.

მოგეხსენებათ, შავდათუაშვილი თიაქარის ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. მან ვარჯიში კი დაიწყო და თანდათან დატვირთვებსაც ზრდის, მაგრამ ჯერ ბოლომდე მაინც ვერ იხარჯება.

ექიმები საბოლოო პასუხს 18 დეკემბერს ეტყვიან, როცა ოპერაციიდან სამი თვე შესრულდება. იმედია, დასტაქართა პასუხი დადებითი იქნება, რადგან სარეაბილიტაციო პერიოდი გეგმაზომიერად, გართულებების გარეშე მიდის.

თავად სპორტსმენი იმედოვნებს, რომ 9-10 თებერვალს გასამართ პარიზის "დიდ მუზარადზე" იჭიდავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

g a g a

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა