კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირში ტურნირის გამარჯვებული ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) გახდა
წლევანდელი სპორტული სეზონის ბოლო ასპარეზობაზე ქართველმა სამბისტებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირში იჭიდავეს.

მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონის, აშოტ მარქარიანის სახელობის A კატეგორიის მეცხრე საერთაშორისო ტურნირზე ჩვენმა სამბისტებმა თითო ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ეს შეჯიბრება იმითაც იყო გამორჩეული, რომ ქ. არმავირის ტურნირი ჭიდაობა სამბოს დაარსების 50 წლის საიუბილეო თარიღს დაემთხვა. უცნაური იყო მხოლოდ ერთი - ათის ნაცვლად, შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა.

ჩემპიონ-პრიზიორებისათვის ცნობილმა სამბისტმა და ბიზნესმენმა აშოტ მარქარიანმა სოლიდური ფულადი პრემიები დააწესა.

ქართველებიდან ტურნირის გამარჯვებული გახდა ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ). ერთი ნაბიჯი დააკლდა ოქრომდე და ვერცხლის მედალი მოიპოვა ზვიად ოდოშაშვილმა (62 კგ).

ტურნირი კიდევ ორ წონით კატეგორიაში, 57-სა და 90 კგ-ში ჩატარდა.

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"