ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რეზო ბარაბაძე: ახლა ევროპაში წასვლას აზრი არ აქვს

რეზო ბარაბაძე: ახლა ევროპაში წასვლას აზრი არ აქვს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდმა დაბადების დღე კლინიკაში გაატარა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდი რევაზ ბარაბაძე სექტემბრის დასაწყისში დანიაში გაემგზავრა, სადაც დავით დევდარიანის კლუბ "ორჰუსში" ისინჯებოდა. მას შემდეგ 22 წლის თავდამსხმელის შესახებ არაფერი გვსმენია - ჩაირიცხა თუ არა, ან სად არის და რას საქმიანობს? დავინტერესდით და დავადგინეთ, რომ რეზო ოთხიოდე დღის წინ დაბრუნდა თბილისში, დანიურ კლუბში კი ვერ ჩაირიცხა. თუ რატომ, ამის შესახებ თავად გვიამბობს.

"დანიაში სექტემბერში გავემგზავრე და ერთი კვირა "ორჰუსში" ვვარჯიშობდი, მაგრამ კარში დარტყმებზე ვარჯიშის დროს მუხლმა შემაწუხა. შემდეგ "ორკარის" დროს მუხლში ფეხი ძალიან ცუდად მომარტყეს და ისევ ამტკივდა. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მაინც არ მიმიქცევია და ექიმთან მისვლას არც ვაპირებდი.

დევდარიანმა მითხრა, ჩვენი სპორტული დირექტორი ვარჯიშს უყურებდა და გთხოვს, ექიმთან მიხვიდე და გაესინჯოო. დავუჯერე და წავედი ექიმთან, რომელმაც გული გამიხეთქა - ჯვარედინი იოგების მყესები აღმოჩნდა დაჭიმული. ორიდან ექვს თვემდე დასვენება მირჩია, ასეთ მდგომარეობაში ვარჯიში დაუშვებელიაო. დარჩენას რა აზრი ჰქონდა და ბელგიაში იმ ექიმთან ჩავედი, რომელმაც შარშან მენისკის ოპერაცია გამიკეთა. მან დამამშვიდა - საშიში არაფერია, ოღონდ ათი დღე დაისვენეო.

ეს დრო გავიდა და უკვე ერთი კვირაა, ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ და არაა გამორიცხული, იანვრამდე საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშო. თუმცა წინასწარ ვიცი, რომ კლუბის შერჩევის დროს აუცილებლად გავითვალისწინებ - გუნდი როგორ საფარზე ვარჯიშობს და თამაშობს. ხელოვნურსაფარიან მოედანს ვერიდები, რადგან იქ ტრავმის გამეორების საკმაოდ დიდი რისკი არსებობს. დაახლოებით 10 დღეში ყველაფერი გაირკვევა. ევროპაში წასვლას კი აზრი არ აქვს, რადგან ახლა სატრანსფერო ფანჯარა ყველგან დახურულია. მართალია, თავისუფალი აგენტი ვარ და გუნდში ჩარიცხვის უფლება ნებისმიერ დროს მაქვს, მაგრამ სეზონის მსვლელობისას ჩასვლას და გასინჯვას აზრი არ აქვს და ამაში "ორჰუსშიც" დავრწმუნდი. ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თამაში იყო და ჩემზე დასაკვირვებლად, ელემენტარულად, მწვრთნელს დროც არ რჩებოდა.

არადა, თავდამსხმელი ჰაერივით სჭირდებოდა და ამის გამო, დევდარიანს, რომელიც ნახევარმცველია, ფორვარდად ათამაშებდა. თუმცა ექიმის დიაგნოზის შემდეგ "ორჰუსზე" ვინ ფიქრობდა, ვნატრობდი, სერიოზულ ტრავმას გადავურჩე-მეთქი. ცუდი ისაა, რომ დაბადების დღე, 4 ოქტომბერი, ბელგიის კლინიკაში გადავიხადე და არა - სადმე უფრო სასიამოვნო გარემოში", - ამბობს გულდაწყვეტილი ბარაბაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება

ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა

საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა

"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა

მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა

ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა

იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება

ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა

"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია

WU17 | საქართველო 2:3 უელსი

[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა

მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება

მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა

დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა

სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ