თბილისის "დინამოსა" და სერბულ "ვოივოდინას" აგენტები დინამოელთა ევროპულ ტრანსფერებზე მუშაობენ
როგორც ჩანს, თბილისის "დინამოსა" და სერბულ "ვოივოდინას" შორის პარტნიორული კავშირები მყარდება და ამ კლუბების აგენტები - ლევან ზუხბაია (ფიფას აგენტი) და "ვოივოდინას" მენეჯერი მიხეილ ხუციშვილი თბილისის "დინამოს" ტრანსფერებზე ერთად მუშაობენ.

როგორც ჩანს, ამ ტრანსფერებს სერბი კოლეგების დახმარებითაც ახორციელებენ. სააგენტოს კლიენტები, უმთავრესად, "დინამოელები" არიან: ნაკრების წევრები - გიორგი ლორია და ალეკო კოშკაძე, აგრეთვე პორტუგალიელი ედნილსონი, ლევან ხმალაძე, კამერუნელი დონალდ ჯუსი, ბრაზილიელი რობერტიონიო, ზვიად ქანთარია, გიორგი თექთურმანიძე, გიორგი მამუჩაშვილი, პლუს "ვოივოდინას" ფეხბურთელები - გიორგი მერებაშვილი, ჩერნოგორიელი იანკო ტუმბაჩევიჩი, შვეიცარიელი ბობან მაქსიმოვიჩი, ბაქოს "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაია და ნახევარმცველი დავით ოდიკაძე...

ხუციშვილი, რომელიც უკვე სამი თვეა სერბეთის "ვოივოდინას" მენეჯერად დაინიშნეს, "ლელოს" საინტერესო სიახლეებს უმხელს...

- მიხეილ, როგორც შევიტყვეთ, "ვოივოდინას" მენეჯერად ოფიციალურად დაინიშნეთ...

- დიახ, უკვე მესამე თვეა. როცა გულის პრობლემების გამო კარიერის დასრულება მომიხდა, სერბებმა შემომთვაზეს ეს სამუშაო და მალევე დამამტკიცეს.

- სერბეთი ერთგვარი ტრამპლინია, რომლითაც ქართველი მოთამაშეები ევროპაში უნდა გავიდნენ?

- რა თქმა უნდა, ჩვენი მოთამაშეებისთვის ეს აუცილებელია. აქ შეეგუებიან ევროპელთა მოთხოვნებს და იქიდან უკეთეს ლიგებში გადავლენ. სერბეთის ჩემპიონატი სწორედ ასეთ ტრამპლინად მიმაჩნია.

- ამ ტრამპლინიდან "გადახტომას" რომელ ფეხბურთელს სთავაზობთ?

- ახლა ვიწყებთ და ევროპაში, რაც შეიძლება, მეტი ქართველის გაყვანა გვინდა. ძირითად აქცენტს მცირე ასაკის ბავშვებზე გავაკეთებთ, რადგან უკეთეს პირობებში უფრო დაოსტატდებიან. მერე კი მათზე იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა გაცილებით მაღალ დონეზე თამაშს.

- როგორც ვიცით, ზაფხულში მათე ვაწაძეს "ვოივოდინაში" გადასვლას სთავაზობდით...

- იყო ასეთი ლაპარაკიც, მაგრამ მათეს "დინამოსთან" კონტრაქტი აკავშირებდა...

- კონტრაქტი ხელისშემშლელი პირობები ვერ გახდებოდა...

- გეთანხმებით. ამიტომ, ნუ ვიჩქარებთ, ვნახოთ, რა მოხდება. ჯერ კონკრეტული მოლაპარაკებების გახმაურება არ გვინდა.

- მერებაშვილმა "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა, რომ "ვოივოდინას" ლიდერებმა აითვალწუნეს და წამოსვლას ფიქრობს...

- ვინ ჩაგრავდა? სიმართლე გითხრათ, გიორგის ამ ინტერვიუმ ძალიან გამაოცა. შესაძლოა, ეს სიტყვები განერვიულებულმა თქვა... დამიჯერეთ, კლუბში ვარ და მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ახლახან ვიყავი ნოვი სადში, კლუბთან ერთად საკმაოდ დიდი ხანი დავყავი და... რა გითხრათ - მსგავსი არაფერი! მერებაშვილი "ვოივოდინას" ერთ-ერთი ლიდერია და წლევანდელ სეზონს მაღალ დონეზეც ატარებს. სერბულ კლუბში წამყვან პოზიციაზე ყოფნა კი არც ისე ადვილია. ყველას უყვარს და პატივს სცემენ. არა, რას ჩაგრავენ?...

- გიორგის ზედმეტი ინდივიდუალიზმი ახასიათებს. სერბეთში პასის მიცემას არ შეაჩვიეს?

- რა თქმა უნდა, სხვაგვარად არავინ ათამაშებდა. ახლა ნაღდ ევროპულ ფეხბურთს თამაშობს და გუნდისთვის სარგებელიც მოაქვს. იმედია, იანვარში უკეთეს გუნდში გადავა. ვფიქრობ, ნელ-ნელა იმ დონეზე მივიდა, რომ მალე ჰოლანდიის, ესპანეთის ან მსგავსი დონის ჩემპიონატში ითამაშებს. ახლა თავადაც კმაყოფილია, მწვრთნელიც ემადლიერება და პრეზიდენტიც. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - კარგი პრესა აქვს, გულშემატკივრებს თავი შეაყვარა...

- "ვოივოდინაში" კიდევ რომელიმე ქართველის გადასვლას ხომ არ უნდა ველოდოთ?

- შესაძლოა, ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელი ჩავიყვანო...

- თქვენ ქართველი ბავშვების ესპანეთში წაყვანაზეც ლაპარაკობდით...

- დიახ, რამდენიმე ნიჭიერი ბავშვი უნდა მოვამზადოთ და წავიყვანოთ. სერიოზული კლუბები არიან დაინტერესებულნი. საფრანგეთში ორ ბავშვს ერთკვირიან სინჯებზე იწვევენ - ერთს "მონაკოში", მეორეს კი - "ბორდოში". თუმცა მანამდე ვიზის მიღებაა საჭირო.

- ესპანეთში გიორგი თექთურმანიძისა და დონალდ ჯუსის ტრანსფერები რამდენად რეალურად გეჩვენებათ?

- რეალურია და უკვე შემიძლია გითხრათ, რომ გიორგისა და ჯუსის მიმართ ესპანეთისა და საფრანგეთის რამდენიმე კლუბს აქვს სერიოზული ინტერესი. სურვილი სერბებსაც ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ამ ფეხბურთელებმა უკეთეს ლიგაში ითამაშონ.

- უკეთეს დონეზე თამაში, საქართველოს ჩემპიონატის ხარისხიდან გამომდინარე, მეტისმეტად არარეალური ჩანს...

- მათ მიმართ დაინტერესება ასაკიდან და პოტენციალიდან გამომდინარე გაჩნდა. ასეთი ვარიანტია - ერთი წლით მოამზადებენ და თამაშის საშუალებას მხოლოდ ამის შემდეგ მისცემენ. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ორივე ითამაშებს. ახლა კი გეთანხმებით, საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, ამ ქვეყნის უმაღალესი დივიზიონის კლუბების ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ზღაპარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ალიბაბა
იმის გარდა თუ როგორ "ზრუნავთ" ახალაგაზრდა ფეხბურთელებზე, ისიც დააყოლეთ თუ როგორი მეთოდებით ი(ა)ფორმებთ ფეხბურთელებთან (დინამოს ფეხბურთელებს ვგულისხმობ) სამენეჯერო ხელშეკრულებას...
Shoda
აბა თქვენ იცით, ხელები კარგად მოითბეთ!
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა