ერთის გარდა, ესპანეთის სამეფო თასის ყველა მერვედფინალური დაპირისპირება დაიწყო, საპასუხო მატჩები უკვე იანვარში გაიმართება
ერთის გარდა, ესპანეთის სამეფო თასის ყველა მერვედფინალური დაპირისპირება დაიწყო, საპასუხო მატჩები უკვე იანვარში გაიმართება.

ის ერთი გამონაკლისი კი "ეიბარი"-"მალაგაა", რომელიც 19 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბასკური ეიბარი წინა ეტაპის გმირია - მესამე რანგის გუნდმა გათამაშებიდან ბილბაოს "ატლეტიკი" გამოთიშა. ხუთშაბათის მატჩებმა კი ორ წყვილში ფავორიტები გაარკვია.

მკვდარი მატჩი გენიალური გოლით

ვალენსიურ დაპირისპირებაში მწვრთნელებმა თამამ ექსპერიმენტებს მიმართეს. მათ ვერც გაამტყუნებ - "ლევანტე" ევროთასებისთვის მებრძოლი კლუბია, "სარაგოსამაც" მნიშვნელოვნად გამოისწორა მდგომარეობა და ტემპის დაკარგვა არ სურს.

შერეული შემადგენლობებით კი თანაბარი თამაშის ბედი ბოლო წუთმა გადაწყვიტა, როცა ვეტერანმა ფორვარდმა, კარლოს არანდამ გაიტანა. ეს ერთი ეპიზოდი იყო გამოსარჩევი თამაშში (როცა არანდამ კეილორ ნავასს ბურთი თავზე გადაუგდო), სხვა მხრივ უინტერესო, ურიტმო თამაშში.

ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე): "არანდას გოლმა, რომელიც გენიალური იყო, მატჩის ბედი გადაწყვიტა და ჩვენც გაგვირთულა სიტუაცია".

მანოლო ხიმენესი (სარაგოსა): "ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი გამარჯვება მოვიპოვეთ. საპასუხო მატჩი რთული იქნება, "ლევანტე" კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს".

სევილიელთა კანარული ოდისეა

"ბეტისის" კრუიზი კანარის კუნძულებზე არ გამოდგა უშედეგო - 1:1 ფრის შემდეგ სევილიური კლუბი სეგუნდა დივიზიონელთან დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია.

ანგარიში შეცვლაზე შესულმა რუბენ კასტრომ გახსნა, რომელმაც "ლას პალმასს" ბოლო 7 დაპირისპირებაში მეექვსე გოლი გაუტანა. ამის შემდეგ კანარელებმა შეუტიეს და დამსახურებული გოლიც გაიტანეს, რომლის ავტორი შეცვლაზე შესული 22 წლის ნიგერიელი მაკოლი ქრისანტუსია.

სერხიო ლობერა (ლას პალმასი): "გაშვებული ბურთის შემდეგ არ გავტყდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ჩემი აზრით, მოგებას მეტოქეზე მეტადაც ვიმსახურებდით".

პეპე მელი (ბეტისი): "არ ვარ კმაყოფილი გუნდის თამაშით. "ლას პალმასი" კარგი გუნდია, მეტოქეს 4-5 საშიში ფეხბურთელი ჰყავს, ფრთხილად უნდა ვიყოთ საპასუხო მატჩში".

ლევანტე-სარაგოსა 0:1

გოლი: 0:1არანდა (90)

ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - ი. ლოპესი (61. ხუანფრანი), როდასი, ვოლტა, კარაბელასი - პალიარდო, იბორა - ელ-ჟარი (61. რუბენ გარსია), როხერი (74. მარტინსი), ხუანლუ - ანხელი.

სარაგოსა (4-2-3-1): ლეო ფრანკო - სეპუნარუ, ლოოვენსი, პინტერი, პარედესი - ხოსე მარი (49. აპონიო), მოვილია - ალამო (78. ბაბოვიჩი), ე. ორიოლი, ვილჩესი (74. მონტანიესი) - არანდა.

საპასუხო: 9 იანვარს

ლას პალმასი-ბეტისი 1:1

გოლები: 0:1 რ. კასტრო (66), 1:1 ქრისანტუსი (84)

ლას პალმასი (4-2-3-1): ბარბოსა - პინიოლი, დ. გარსია, მურილიო, კორალესი - ალემანი (60. ვ. გომესი), კასტელიანო - მომო (84. ვეგა), ტიევი, ვიტოლო - გერერო (46. ქრისანტუსი).

ბეტისი (4-2-3-1): კასტო - ა. ლოპესი, პაულაუ, მარიო (67. ამაია), ნაჩო - ნოსა, რ. პერესი - კემპბელი (54. რ. კასტრო), პოსუელო, აგრა (59. ბენიატი) - მოლინა

საპასუხო: 10 იანვარს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე