ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის წინ: შეხვედრა ადლერთან და გადარჩენის ფინალი

გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის წინ: შეხვედრა ადლერთან და გადარჩენის ფინალი

პირველი წრის ბოლო ტური გვეტყვის, ვინ როგორ ხასიათზე გამოიზამთრებს
გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო, მე-17 ტური გუშინ ბუნდესლიგის კლასიკით დაიწყო.

დღევანდელი შეხვედრებიდან ყველაზე დიდ ინტერესს "ლევერკუზენისა" და "ჰამბურგის" მატჩი იწვევს, რომელიც იმითაცაა საინტერესო, რომ რენე ადლერი ლევერკუზენში ბრუნდება და ყოფილი, მშობლიური კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.

დაძაბული იქნება "ფიურტისა" და "აუგსბურგის" დაპირისპირებაც, რაც გადარჩენისთვის ბრძოლის წინასწარ ფინალად უნდა შევრაცხოთ, რადგან ეს გუნდები აუტსაიდერები არიან და სხვებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

16 დეკემბერს დორტმუნდის "ბორუსია" უხერხეულ მეტოქე "ჰოფენჰაიმს" სტუმრობს, ბუნდესლიგის წლის ბოლო შეხვედრაში კი "ვერდერი" ნიურნბერგს უმასპინძლებს.

ადლერის შეხვედრა წარსულთან

რენე ადლერი საფეხბურთო მსოფლიომ "ლევერკუზენიდან" გაიცნო - დღეს უკვე 27 წლის მეკარე "ბაიერის" ღირსებას 12 წლის მანძილზე იცავდა, გასულ ზაფხულს კი "ჰამბურგში" გადავიდა, რადგან "ფარმაცევტებში" ალმაცერად უყურებდნენ.

მაგრამ რენე ჩრდილოგერმანულ კლუბში ძველებურად ათამაშდა, გერმანიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და საქმე იქამდე მივიდა, რომ საფეხბურთო გერმანია მის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზეც კი ალაპარაკდა. სწორედ ასეთ დროს ჩადის რენე ლევერკუზენში.

"ამ მატჩს მოუთმენლად ველოდები. "ლევერკუზენთან" დაპირისპირება ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ძველ მეგობრებთან შეხვედრა," - უთხრა რენემ "კიკერს".

მეორე ადგილზე მყოფ "ლევერკუზენს" დღეს დისკვალიფიცირებული რაინარტცი და კარვახალი დააკლდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელებს, საშა ლევანდოვსკისა და სამი ჰიიპიას იმპროვიზირება მოუწევთ.

ვოლფსბურგი და აინტრახტი ერთი მიზნისთვის იბრძვიან

შაბათის ცენტრალურ მატჩად "ლევერკუზენისა" და "ჰამბურგის" ჯახი შევრაცხეთ, მაგრამ შესაძლოა, ყველაზე კარგი საყურებელი "ვოლფსბურგისა" და "აინტრახტის" დაპირისპირება გამოვიდეს.

დორტმუნდში მოგების (3:2) შემდეგ ვოლფსბურგელები კარგ ხასიათზე არიან და "აინტრახტის" დამარცხებით პირველი წრის მაჟორულ ნოტაზე დამთავრება უნდათ.

ასეთივე მიზანი ამოძრავებთ ფრანკფურტელებსაც, რომლებიც ასევე კარგ ხასიათზე არიან და კარგად ჩატარებული პირველი წრის გამარჯვებით დასრულება სურთ. ამ თამაშის მოგებამ "ვოლფების" თავკაც ლორენც-გიუნტერ კიოსტნერს შეიძლება სტატუსი შეუცვალოს და დროებითი მწვრთნელი მინიმუმ სეზონის ბოლომდე დატოვონ.

პრინციპში, კიოსტნერმა თავისი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა იმით, რომ 8 მატჩში გუნდს იმაზე თითქმის სამჯერ მეტი ქულა მოაგროვებინა (14), ვიდრე წინამორბედმა ფელიქს მაგათმა (5) ამდენივე შეხვედრაში. ფრანკფურტელები კი მოგების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში გამოზამთრებას გაინაღდებენ, რაც სერიოზული სენსაცია იქნება იმის ფონზე, რომ "აინტრახტი" ელიტაში წელს დაბრუნდა.

მაინცი და შტუტგარტი ევროპას უმიზნებენ

"მაინცისა" და "შტუტგარტის" მიზანი ამ სეზონში ევროსაგზურის მოპოვებაა და იმისათვის, რომ ამ ზონაში გამოიზამთრონ, ორივეს გამარჯვება სჭირდება.

შტუტგარტელთა თავკაც ბრუნო ლაბადიას საკადრო პრობლემები აქვს: თორუნი და ოკაზაკი ტრავმირებულები არიან, ტასკი და საკაი კი - დისკვალიფიცირებულები. თუმცა ასეთები "მაინცსაც" ჰყავს - მეკარე ვეტკლო და დაცვის ბურჯი ნოვესკი დღევანდელ შეხვედრას სწორედ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.

აუტსაიდერთა ჯახი

ბოლოადგილოსანი ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფის წინააღმდეგ: "ფიურტისა" და "აუგსბურგის" დუელი გადარჩენისთვის ბრძოლის ერთგვარი ფინალია.

ამ გუნდებს 8-8 ქულა აქვთ და უახლოეს გუნდ "ჰოფენჰაიმს" 4-4 ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს სამი ქულის მოპოვებას ორივე მომხვდურისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, დამარცხებული კი უნდა შეეგუოს იმას, რომ უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდება და გადარჩენის მიზერული შანსი შერჩება.

"ჩვენ ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა გადარჩენისთვის და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ," - აცხადებს "ფიურტის" თავკაცი მაიკ ბიუსკენსი, რომლის გუნდს 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 462 წუთია გოლი არ გაუტანია. თუმცა ასეთივე განწყობა აქვთ აუგსბურგელებსაც.

ელიტის კიდევ ერთი ახალწვეული "ფორტუნა" კი მშვიდად გამოიზამთრებს. მართალია, დიუსელდორფელები მე-15 ადგილზე არიან, რაც სახიფათო ზონასთან სიახლოვეს ნიშნავს, მაგრამ "ფორტუნას" სარელეგაციო მე-16 ადგილამდე 6 ქულა აშორებს.

დიუსელდორფელები დღეს "ჰანოვერს" მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში "ფორტუნაში" საშობაოდ ყველას საზეიმო განწყობა ექნება. მაგრამ ამბიციური "ჰანოვერის" დამარცხება ძალიან ძნელია. "წითლებში" მწვრთნელმა მირკო სლომკამ ახალი კონტრაქტი გააფორმა და "ჰანოვერში" 2016 წლამდე იმუშავებს.

სტევენსის ბოლო შანსი?

გელზენკირხენში ამას ოფიციალურად არავინ ამბობს, მაგრამ არაოფიციალური ცნობებით, "შალკეს" ბოსები ჰოლანდიელ მწვრთნელ ჰუუბ სტევენსს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ და დიდი შანსია, "ფრაიბურგთან" პრინციპულ შეხვედრაში წარუმატებლობის შემთხვევაში გაათავისუფლონ.

"შალკემ" ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ორი ქულა აიღო, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი კლუბისთვის კრიზისს ნიშნავს.

თანაც, "შალკეს" მეტოქეები ბოლო ტურებში უშუალო კონკურენტები იყვნენ. გელზენკირხენელთა ფორვარდი კლაას-იან ჰუნტელაარი ამბობს, კრიზისს რამდენიმე მიზეზი აქვსო, დაკონკრეტებისგან კი თავს იკავებს.

ერთი სიტყვით, წლის ბოლოს "შალკეში" ტრადიციული ქაოსია და ამის მიზეზი თავად ჰუნტელაარიცაა, რომელსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, აფორმებს თუ არა გელზენკირხენულ კლუბთან ახალ კონტრაქტს.

"ფრაიბურგი" კი ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის, რაც ბრაისგაუელებმა ამ სეზონში არაერთხელ დაამტკიცეს. თავად განსაჯეთ, 16 ტურის შემდეგ კრისტიან შტრაიხის გუნდს გასავარდნ ზონასთან არაფერი ესაქმება. მეტიც: "ფრაი" საუკეთესო ექვსეულს უმიზნებს.

ჰოფენჰაიმი დორტმუნდისთვის უხერხული მეტოქეა

...მაგრამ ეს "ჰოფენჰაიმი" ძალიან სუსტია და წესით, დორტმუნდელებს ზინსჰაიმიდან სამი ქულის წაღება არ უნდა გაუჭირდეთ. "სოფლელებმა" ზედიზედ ხუთი თამაში წააგეს და ვერც მწვრთნელის გათავისუფლებამ უშველათ (0:2 ჰამბურგში).

ახლა "ჰოფეს" თავკაცი დროებით ფრანკ კრამერია, რომელიც ფიქრობს, რომ "ჰოფეს" გერმანიის ჩემპიონთან წარმატების მიღწევის პოტენციალი აქვს.

დორტმუნდელები კი "ვოლფსბურგთან" მარცხის (2:3) შემდეგ განრისხებულები არიან და "ჰოფენჰაიმთან" მხოლოდ სამი ქულის აღებას გეგმავენ.

"ბორუსია" პირველი წრის დასასრულს "ბაიერნთან" 14-ქულიანი ჩამორჩენით ხვდება და კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ამიტომაც თქვა, კმაყოფილების საფუძველი არ გვაქვსო. თუმცა იქვე დასძინა, თუ "ჰოფენჰაიმს" მოვუგებთ, კმაყოფილი ვიქნებიო.

ბუნდესლიგის წლის ბოლო მატჩში კი ხვალ საღამოს ერთმანეთს "ვერდერი" და "ნიურნბერგი" დაუპირისპირდებიან. ეს გუნდები ცხრილში "არც იქით არიან და არც აქეთ", რაც "ვერდერისთვის" ცუდი, "ნიურნბერგისთვის" კი მისაღები შედეგია.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტური

15 დეკემბერი

ლევერკუზენი-ჰამბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: კარვახალი, რაინარტცი (ორივე ლევერკუზენი)

ტრავმა: კადლეცი, შვააბი, ტოპრაკი, ბელარაბი, სემი - იანსენი, ირაჩეკი, კაჩარი, ვან დერ ვაარტი

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 66 თამაში: +22=19-25, (92:85)

ვოლფსბურგი-აინტრახტი 18:30

ტრავმა: პილარი, ჰელმესი - ამედიკი, ანდერსონი, ბუტშერი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +10=7-3, (32:24)

მაინცი-შტუტგარტი 18:30

დისკვალიფიკაცია: ვეტკლო, ნოვესკი - გ. საკაი, ტასკი

ტრავმა: ბუნგერტი, ჩუპო-მოტინგი - ჰუგლანდი, კვისტი, ოკაზაკი, კაკაუ, თორუნი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +2=3-7, (15:22)

ფიურტი-აუგსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: კლაინე, სარარერი (ორივე ფიურტი)

ტრავმა: ნდოიე, ტირალა - იენტცში, რაინჰარდტი, ვერჰეგი

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +0=2-4

ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ

ფორტუნა-ჰანოვერი 18:30

დისკვალიფიკაცია: კრუსი (ფორტუნა)

ტრავმა: ბრუნო სუარესი, ლანგენეკე - ფელიპე, ანდრეასენი, შტინდლი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +7=2-3, (18:13)

შალკე-ფრაიბურგი 21:30

დისკვალიფიკაცია: ჯონსი (შალკე)

ტრავმა: პაპადოპულოსი - გინტერი, ჰიონი, მუიჯა, კალვენტე, ტერაცინო, ფრაისი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +11=5-10, (39:36)

16 დეკემბერი

ჰოფენჰაიმი-ბორუსია (დ) 18:30

დისკვალიფიკაცია: ბიტენკური (ბორუსია /დ/)

ტრავმა: ვიზე, კრისი, იაისლე, თესკერი, ვესტერგაარდი, მალბაშიჩი, ვუკჩევიჩი - ლიოვე, ოვომოიელა, ს. ბენდერი, კელი

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +3=3-2, (10:8)

ვერდერი-ნიურნბერგი 20:30

ტრავმა: ბარგფრედე - შტეფანი, ჰლუშეკი, მენდლერი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 58 თამაში: +28=15-15, (105:80)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 16 13 2 1 43-6 41

2. ლევერკუზენი 16 9 3 4 30-22 30

3. ბორუსია (დ) 16 7 6 3 32-19 27

4. აინტრახტი 16 8 3 5 31-27 27

5. შალკე 16 7 4 5 26-22 25

6. შტუტგარტი 16 7 4 5 20-25 25

7. ჰამბურგი 16 7 3 6 18-18 24

8. ბორუსია (მ) 16 6 6 4 24-25 24

9. ფრაიბურგი 16 6 5 5 21-17 23

10. ჰანოვერი 16 7 2 7 31-29 23

11. მაინცი 16 7 2 7 21-20 23

12. ვერდერი 16 6 3 7 27-28 21

13. ნიურნბერგი 16 5 4 7 16-21 19

14. ვოლფსბურგი 16 5 4 7 17-25 19

15. ფორტუნა 16 4 6 6 18-21 18

16. ჰოფენჰაიმი 16 3 3 10 22-38 12

17. აუგსბურგი 16 1 5 10 11-28 8

18. ფიურტი 16 1 5 10 10-27 8

ბომბარდირები

10 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), კისლინგი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი); 9 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), მანჯუკიჩი (ბაიერნი), თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი); 7 - დოსტი (ვოლფსბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია