რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მზად არის რინგზე 2013 წლის აპრილში ან მაისში დაბრუნდეს

რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ფილიპინელი მენი პაკიაო მზად არის რინგზე 2013 წლის აპრილში ან მაისში დაბრუნდეს. "პაკმენს" არ აღელვებს, თუ ვინ იქნება მისი მეტოქე, მისთვის მთავარია, რაც შეიძლება მალე ავიდეს რინგზე.

უფრო ადრე, პრომოუტერულმა კომპანია Top Rank-მა სავარაუდო თარიღად 20 აპრილი დაასახელა, პოტენციურ მოწინააღმდეგედ - ამერიკელი ბრენდონ რიოსი.

"მე მოკრივე ვარ. ვინც არ უნდა დააყენოს ჩემს წინ პრომოუტერმა, მე ამისთვის მზად ვიქნები, - ამბობს პაკიაო. - ვაპირებ ვარჯიშს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერი გავხდე. მინდა ჩემმა გულშემატკივრებმა ძველი და აგრესიული მენი პაკიაო იხილონ. მაგრამ ახლა, ჩემი სტილი მეტოქეზეა დამოკიდებული".

მაგრამ პაკიაოს მწვრთნელს ფრედი როუჩს მიაჩნია, რომ მის შეგირდს უფრო ხანგრძლივი დასვენება ესაჭიროება. "აპრილი ან მაისი - ძალიან ადრეა, - ამბობს როუჩი. - უკვე შევეგუე იმას, რაც მარკესთან ბრძოლაში მოხდა.

შემდეგ საუბარი მქონდა მენისთან იმის შესახებ, თუ რა იქნება მომავალში. საბოლოოდ ჯერ არაფერი გადაგვიწყვიტავს, მაგრამ როცა ასეთ მძიმე დარტყმას იღებ, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა გარდაუვალია. მე არ ვიფიქრებდი სექტემბრამდე რინგზე გასვლაზე. ეს ყველაზე უახლოეს ვარიანტად მიმაჩნია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა