როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ფორმულა 1-ის გენერალურმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა აღნიშნა - 2013 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში, შესაძლოა, 19 რბოლა ვიხილოთ
როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ფორმულა 1-ის გენერალურმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა აღნიშნა - 2013 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში, შესაძლოა, 19 რბოლა ვიხილოთ. ახლა კი ბრიტანელმა კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა - მას ურჩევნია პელოტონში არა 12, არამედ ათი გუნდი იყოს. სხვათა შორის, უკვე ცნობილია, რომ 2013 წლის სეზონში მონაწილეობას ვერ მიიღებს ესპანური HRT, რომელიც ბანკროტად გამოცხადდა.

"ჩემთვის უფრო მისაღებია, რომ ჩემპიონატში ათმა გუნდმა მიიღოს მონაწილეობა, - ამბობს Motorsport-თან კომენტარში ექლსტოუნი. - ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი 12 გუნდის. რაც ნაკლებია საჯინიბო, მით იოლია მუშაობა. რაც შეეხება HRT-ს, არ მგონია, რომ ვინმემ მოისურვოს ამ გუნდის გადარჩენა".

როგორც ცნობილია, ფრანგულ საჯინიბო "ლოტუსში" ერთი პილოტის ადგილი ვაკანტურია და გუნდის ხელძღვანელობა დღემდე ვერ ჩამოყალიბდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

გუშინ, GP2-ის სერიის ჩემპიონმა დავიდე ვალსეკიმ მეტად თამამი განცხადება გააკეთა: ის საკუთარ თავს ფავორიტად მიიჩნევს "ლოტუსში" რომენ გროსჟანის ადგილის დასაკავებლად. მისი სიტყვებით, ჯერ ნაადრევია რაიმე კონკრეტულზე ლაპარაკი, მაგრამ დავიდე სერიოზულად ფიქრობს ფორმულა 1-ში გადასვლაზე.

"გროსჟანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თუ მას "ლოტუსიდან" გაუშვებენ, მის ადგილზე მე ვიქნები ფავორიტი, - აცხადებს ვალსეკი. - მაგრამ ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. ჩემი მიზანი ფორმულა 1-ში მოხვედრაა და იმედია, მომეცემა ჩემი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება".

შეგახსენებთ, რომ "ლოტუსში" გარანტირებული კონტრაქტი მხოლოდ ფინელ კიმი რაიკონენს გააჩნია.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა