თუ წინადადება იქნება, სპეციალისტი ესპანეთში ორწლიანი მუშაობის გამოცდილებას ქართულ ფეხბურთს მოახმარს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი გოჩა ტყებუჩავა ქართულ საფეხბურთო სამყაროში კარგა ხანს არ ჩანდა. საქმე ის არის, რომ სპეციალისტი, რომელიც ზემოთ დასახელებული გუნდების გარდა, "ლოკომოტივში", "ვიტ ჯორჯიაში", "თბილისში" და აგარის გუნდში მუშაობდა, ორი წლის განმავლობაში ესპანეთში მუშაობდა. ვალენსიიდან დაბრუნებულ 46 წლის გოჩა ტყებუჩავას კვლავაც შეუძლია ესპანეთში დაბრუნება და მუშაობის გაგრძელება, მაგრამ, თუ შეთავაზება ექნება, სამშობლოში დარჩენაზეც არ არის უარს.

საქართველოში მწვრთნელად მუშაობისას კარგად გვახსოვს ტყებუჩავას ვარჯიშები და მისი მოთხოვნა ფეხბურთელებისადმი. მასთან საუბარში აშკარა გახდა, რომ ესპანეთში გატარებულმა პერიოდმა ბევრი რამ შესძინა. პირენეებზე მუშაობის გარდა, ტყებუჩავამ ბევრი საინტერესო რამ გვიამბო, კერძოდ, თუ რა ხდება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გუნდის ქვეყანაში. ერთი სიტყვით, სჯობს, ამ საინტერესო ინტერვიუს თავადვე გაეცნოთ.

- როგორ მოხვდით ესპანეთში და სად მუშაობდით?

- პირენეებზე გამგზავრებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში უმუშევარი ვიყავი. ესპანური ვარიანტი გამომიჩნდა და დიდხანს არც მიფიქრია. ამ ორი წლის განმავლობაში ვალენსიის სიახლოვეს, ქალაქ ბენიდორმში ახლად შექმნილ საფეხბურთო სკოლაში დავ-ში ვიმუშავე. თავდაპირველად ერთ-ერთი რიგითი მწვრთნელი ვიყავი. A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელი ვარ და როცა გაიგეს ჩემი კვალიფიკაცია, დაინახეს ჩემი გამოცდილება, რამდენიმე თვეში საფეხბურთო სკოლის მთავარ კოორდინატორად დამნიშნეს. ამ სკოლის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მუშაობას ვაკონტროლებდი და კოორდინაციას ვუწევდი. საფეხბურთო სკოლაში სხვადასხვა ასაკის გუნდები იყო, 6-8, 8-10, 10-12, 12-14, 14-16, და16-18 წლის ბავშვები და ჭაბუკები გვყავდა. გამართული სისტემა ავაწყვე, რომელიც დღესაც წარმატებით მუშაობს. უფროსი ასაკის ჯგუფები დავ-ში გავაერთიანეთ, უმცროსი ასაკისა კი ცალკე და "გიგანტი" დავარქვით.

- ხშირად გვსმენია, ბავშვთა ფეხბურთს თუ არ მივხედეთ, ისე წინ ვერ წავალთო. ესპანეთში ბავშვთა ფეხბურთი მაღალ დონეზეა. მაინც რაშია ესპანელების წარმატების საიდუმლო?

- ესპანეთში ფეხბურთი სხვანაირად დავინახე. ერთი ძლიერი სისტემაა შექმნილი და ყველაფერი ამ სისტემაზეა აწყობილი. ბავშვებს 12 წლიდან ასწავლიან ტაქტიკა-სტრატეგიას, სწორ ფეხბურთს. უმცროსებს კი ბურთს აჩვევენ და ტექნიკას უვითარებენ. 12 წლიდან ეუბნებიან ბავშვს, რომ ბურთის ზედმეტი თრევა სასარგებლო არ არის. ასწავლიან ერთი შეხებით თამაშს, უბურთოდ მოძრაობას და გახსნას... თამაშისას ვისაც ბურთი აქვს, ორი თანაგუნდელი ერთდროულად ეხსნება, რათა მას შეტევის გაგრძელებისას არჩევანის უფლება ჰქონდეს. "ახალ ველოსიპედს" არ იგონებენ, მარტივად თამაშობენ ფეხბურთს. "სამკუთხედებს" ხშირად იყენებენ, ანუ ბურთის მფლობელს ორი ფეხბურთელი ერთდროულად ეხსნება. ესპანეთში ბავშვთა და მოზარდთა გუნდებში კვირაში ოთხ დღეს არის ვარჯიში, მერე დასვენება და თამაში. ყველა დღეს თითო საფეხბურთო კომპონენტის დახვეწაზეა ვარჯიში. ჩვენი სკოლა ტალანტების მოძიებაზე, მათ ჩამოყალიბებასა და სხვადასხვა კლუბებში გაშვებაზეა ორიენტირებული. გვაქვს კავშირები "ვალენსიასთან", "ალეკანტესთან", სეგუნდა B-ში მოასპარეზე "ორეუელასთან". გარდა ამისა, ჩვენს სკოლაში მუშაობდა ინგლისელი მწვრთნელი, რომელსაც ახლო კავშირები ჰქონდა "ნიუკასლთან" და ამ გუნდის ჭაბუკთა გუნდშიც შეგვიძლია ფეხბურთელის ტესტირებაზე გაგზავნა. სხვათა შორის, ერთი ესპანელი ჭაბუკი ფეხბურთელი გავუშვით კიდეც "ნიუკასლის" დუბლებში ტესტირებაზე. დააკვირდნენ და უთხრეს, ერთ წელიწადში ისევ მოგიწევთ, ერთი შეხებით თამაში დახვეწე და ფიზიკურად მომაგრდიო.

- ესპანეთიდან დროებით ჩამოხვედით თუ სამუდამოდ?

- ენობრივი ბარიერის გამო პრობლემა აღარ მაქვს, მაგრამ ნოსტალგია მომეძალა, რასაც ეკონომიკური კრიზისიც დაერთო. კონტრაქტით მაისის ჩათვლით იმავე სკოლაში უნდა ვიმუშაო. სხვა ესპანურ ვარიანტებზეც არის ლაპარაკი და ვნახოთ. სამშობლოში დროებით ჩამოვედი, მაგრამ თუ აქაური კლუბიდან წინადადება მექნება, დავრჩები კიდეც და ჩემს ესპანურ გამოცდილებას ქართულ ფეხბურთს მოვახმარ. ჩემი აგენტი საფეხბურთო ბიზნესის სააგენტო "ლაოლას" თავკაცი ირაკლი ვაშაკიძეა და ის მუშაობს ჩემს ვარიანტებზე. ვნახოთ, რა წინადადებები მექნება. ყველაფერს ავწონ-დავწონი და არჩევანსაც გავაკეთებ.

- ესპანეთში ვაჟიც გყავდათ, რომელიც იქაურ კლუბში თამაშობდა. მას რამდენად წაადგა ესპანური პრაქტიკა?

- ლევანი ცენტრალური მცველია, 20 წლის არის და ესპანეთში ქვედალიგოსან "ალტეაში" თამაშობდა. ამ ორი წლის განმავლობაში ის საგრძნობლად დაიხვეწა. ფიზიკური კონდიცია აიმაღლა, ტექნიკურად დაიხვეწა, თავით უკვე კარგად თამაშობს. დაცვითი ხაზის თამაშში ჩინებულად გაერკვა. თბილისში ლევანიც ჩამოვიყვანე, ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მაგრამ თავისუფალი აგენტია და ესპანური პრაქტიკის შემდეგ, მას ქართულ კლუბში დამკვიდრება არ გაუჭირდება. გარკვეულ ვარიანტებზე არის ლაპარაკი, მაგრამ ჯერ არ მინდა დასახელება. ლევანის თავისუფალი აგენტია ტრანსფერზეც "ლაოლა" ზრუნავს და მჯერა, მისი ტრანსფერიც მალე შედგება.

- როგორც მწვრთნელს, ესპანეთში გატარებულმა პერიოდმა რა შეგძინათ?

- სხვაობა არ ჰქვია იმას, რითაც ესპანური ფეხბურთი ჩვენსას უსწრებს. ისინი 22-ე საუკუნეში არიან. ბევრად წინ არიან ჩვენზე. სხვადასხვა გუნდის ვარჯიშებს ვესწრებოდი და ჩანაწერებს ვაკეთებდი. ბევრი რამ ვისწავლე. იქ გუნდის ვარჯიში თამაშის რეპეტიციაა, მწვრთნელის დავალება ისაა, რასაც ფეხბურთელები თამაშზე აკეთებენ. ალბათ გახსოვთ, მწვავე ფეხბურთის, ბრძოლის მომხრე მწვრთნელი ვიყავი და ესპანეთში შევიცვალე, ახლა უფრო რბილ, სწორად თამაშს ვითხოვ. ესპანური გუნდის ვარჯიშზე არავის აქვს წვივსაფარი. ყველა ორიენტირებულია ბურთის სუფთად ართმევასა და პოზიციურად სწორად თამაშზე.

- საქართველოსა და ჩვენს ფეხბურთზე რა იციან ესპანეთში?

- მართალი გითხრათ, ბევრი არაფერი. იციან, რომ ქართველებს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავდათ და ჰყავთ, არველაძე, კალაძე, კობიაშვილი, დემეტრაძე... მხოლოდ თავიანთ საყვარელ კლუბსა და ნაკრებზე არიან ორიენტირებული. მუნდიალის მოგების შემდეგ, რამდენიმე დღე მთელ ესპანეთში დიდი ზეიმი იყო, ყველა სახლის აივანზე ესპანეთის დროშა იყო გამოფენილი. ეროვნული ნაკრები პრეზიდენტმაც მიიღო და მეფე ხუან კარლოსმაც... ვისენტე დელ ბოსკეზე გიჟდებიან. ის, კარგი მწვრთნელის გარდა იდეალური ადამიანია. მას უნარშეზღუდული შვილი ჰყავს და სულ თან დაჰყავს... იკერ კასილასი უყვართ ძალიან. ნაკრების მეკარე უშუალო, კონტაქტური ადამიანია. ცოლად ჟურნალისტი ჰყავს, ქველმოქმედია, აფრიკაში მიუსაფარ ბავშვებს არაერთხელ დაეხმარა. დავიდ ვილაზე ამბობენ, რთული ადამიანიაო, მაგრამ გოლზეა აქცენტირებული და ყველა მატჩში მაქსიმალურად იხარჯება. ჩავი და ინიესტა ნაკრების მთავარი კოზირია. მათ გარეშე ესპანელებს ასეთი გუნდი არ ეყოლებოდათ. ამ ნაკრებში 7-8 ფეხბურთელი "ბარსელონადანაა" და ამიტომაც ამბობენ, რომ მუნდიალი "ბარსამ" მოიგო.

- ევროპის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონობა ესპანურ ფეხბურთს რამდენად დაეტყო?

- სხვათა შორის, ესპანეთმა მუნდიალი ლოგიკურად მოიგო. ამ მიზნისკენ ამ ქვეყნის ფეხბურთი მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მიდიოდა. ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა. ჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა გუნდი, 2 წელიწადში კი მუნდიალი მოიგო. ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონატი რომ არ მოეგო, ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო საგრძნობლად დაარტყამდა რიგით მეორე და ქვედა ლიგის კლუბებს. თუმცა მუნდიალის მოგებამ ვითარება შეცვალა, ფეხბურთში ჩადებული კაპიტალი დაიცვა და გაზარდა კიდეც. წარმოიდგინეთ, სეგუნდა B-ს კლუბებში ფეხბურთელის მაქსიმალური ჯამაგირი 20 ათასი ევროზე მეტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"