ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფად გაიყოფა, თითო ქვეჯგუფიდან მეორე ეტაპზე 3-3 საუკეთესო გავა
სექტემბრის ბოლოს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის სისტემაზე გესაუბრეთ: ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფად გაიყოფა, თითო ქვეჯგუფიდან მეორე ეტაპზე 3-3 საუკეთესო გავა. შემდეგ შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი, საიდანაც მეოთხედფინალის საგზურს ოთხ-ოთხი მოიპოვებს...

ეს რომ გამცნეთ, ისიც დავძინეთ, რომ ფიბა-ევროპას გადაწყვეტილი აქვს ევროპის ჩემპიონატის მსგავსი ფორმატით ჩატარება, თუმცა ოფიციალურად დამტკიცებული არ არის-თქო.

გუშინ ევროპის მთავარმა საკალათბურთო ორგანიზაციამ ოფიციალურად დაამტკიცა ევრობასკეტის ის სისტემა, რომელზეც ზემოთ ვთქვით. გათამაშების ფორმატთან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს დავუკავშირდით. მან გაგვახსენა, რომ იყო ლაპარაკი გათამაშების სისტემის მეორე ვარიანტზეც, რომლის მიხედვით ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში ოთხ-ოთხი საუკეთესო უნდა გასულიყო.

- ჩვენთვის მეორე ვარიანტი სჯობდა, ჯგუფიდან გასვლის მეტი შანსი გვექნებოდა, მაგრამ ფიბა-ევროპამ ის სისტემა დაამტკიცა, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე ჯგუფებიდან 3-3 გუნდი გადის. გასაგებია, ეს რატომაც გააკეთა: ვიდრე ევრობასკეტის მონაწილეთა 24 გუნდამდე გაზრდა გადაწყდებოდა, ცნობილი იყო, რომ პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბრძოლა 12 გუნდს უნდა გაეგრძელებინა. ეს პრინციპი ფიბა-ევროპამ არ შეცვალა, რადგან ჯგუფური ეტაპიდან 16 გუნდის გასვლა ხარჯებს გაზრდიდა როგორც მასპინძელი ქვეყნის, ასევე ფიბა-ევროპისთვის. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მმართველმა ორგანიზაციამ ოპტიმალური ვარიანტი შეარჩია, - გვითხრა გენერალურმა მდივანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა