ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლუკა კურტანიძე: ად­რინ­დე­ლი ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბა ერ­თად დგო­მით უნდა აღვადგინოთ

ლუკა კურტანიძე: ად­რინ­დე­ლი ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბა ერ­თად დგო­მით უნდა აღვადგინოთ

ჭიდაობის ფედერაციის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა
ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებმა ხანგრძლივობის ყველა რეკორდი მოხსნა - ლამის 5 საათი გაგრძელდა.

სამაგიეროდ, დაძაბულობის მიუხედავად, ფრიად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ბუნებრივია, კამათიც იყო, მწვავე გამოსვლებიც, დავაც და აზრთა სხვადასხვაობაც, მაგრამ - მხოლოდ საქმიანი და ეს ყველაფერი ერთხელაც არ გასცდენია დასაშვებ ფარგლებს.

ამდენ ხანს გაგრძელებულ ყრილობაზე ერთი საჩხუბარი ეპიზოდი, ერთი შელაპარაკება და მით უფრო - გაწევ-გამოწევა არ ყოფილა. თვით ყველაზე მწვავე გამოსვლებშიც იგრძნობოდა პატივისცემა.

მოჭიდავეებმა მართლაც ჯენტლმენობის მაგალითი მისცეს სხვებს. ყველა გამომსვლელი - პრეზიდენტობის კანდიდატი იქნებოდა, ვიცე-პრეზიდენტობის თუ გენმდივნობის, თავის სიტყვაში ხაზგასმით ამბობდა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, საერთო ოჯახის წევრებად, მეგობრებად დარჩებოდნენ და საერთო საქმის სამსახურს გააგრძელებდნენ.

საყურადღებოა, რომ ყრილობამ არც ყოფილი პრეზიდენტი კახა გეწაძე დაივიწყა და მასაც საკადრისი პატივი მიაგო გაკეთებულისთვის, თუმცა გაუკეთებელისთვისაც ბევრი კრიტიკა დაატეხა თავს.

აწ უკვე ექსპრეზიდენტს ძიუდოს მიერ წართმეული დარბაზების გამო ერგო კრიტიკა. ყველაზე მწვავე თემად იქცა "ცხელი წერტილები" - დიღმის დღევანდელი ძიუდოს აკადემია, რომელსაც ლევან თედიაშვილის სახელი გადაარქვეს, ეგრეთ წოდებული "პეტრეს დარბაზი" ყოფილ ორჯონიკიძის ქუჩაზე.

ეს იმდენად მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა, რომ გეწაძეს ლამის ყველა გაკეთებული საქმე წყალში ჩაუყარეს.

მან კი არაერთხელ გაიმეორა, რომ ეს ბაზები დედაქალაქის მერიას ეკუთვნოდა და ძიუდოს ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელობამაც მათთან შეთანხმებით გადაიბარა ის დარბაზები.

ამასთან, აღნიშნა, რომ ძიუდოისტებთან დაპირისპირებას მოერიდნენ, თუმცა კონკრეტული გვარ-სახელები დელეგატებმა ვერ დაასახელებინეს.

გამორჩეული საკითხი არჩევნები იყო: ჭიდაობის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური პრიზიორი ლუკა კურტანიძე გახდა.

მას 103 დელეგატიდან მხარი 58-მა დაუჭირა, ხოლო გეგა გეგეშიძეს - 45-მა. ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ლომიძე გახდა, რომელმაც ერთი ხმით მოუგო მოქმედ გენმდივან მალხაზ ჯორბენაძეს - 48:47.

ვიცე-პრეზიდენტთა არჩევნებში ხმების უმრავლესობა თემურ ყაზარაშვილმა, დიმიტრი გელაშვილმა და ედიშერ მაჩაიძემ მიიღეს.

კურტანიძეს, ერთი ვიცე-პრეზიდენტის აღმასკომისთვის დასამტკიცებლად, მოგვიანებით წარდგენა შეეძლო, თუმცა მან ყრილობას კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამატება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

კურტანიძემ ორიდან ერთის ვინაობა 6 დეკემბერსვე გააცხადა - წლების განმავლობაში თბილისის სპორტის (და არა მხოლოდ) სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ კანკავა; მეორეს კი მოგვიანებით შეარჩევს. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ლომიძეც და გელაშვილიც მისი კანდიდატურები იყვნენ.

"ადრინდელი ხიდჩატეხილობა აუცილებლად უნდა აღვადგინოთ და თანაც, არა დაპირისპირებით, არა კამათით, არამედ - ერთად დგომით.

ჩვენ მოვდივართ არა ვინმესთან დაპირისპირების მიზნით, როგორც ეს აზრი მუსირებს, არამედ ჭიდაობის ოჯახის გასაერთიანებლად" - განაცხადა თავის გამოსვლაში კურტანიძემ და მერე გეწაძესაც მიმართა: "შედეგები რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც უკეთესი იქნებოდა, რომ არა ის ზეწოლა, რომლითაც ჩვენს მწვრთნელებსაც და თქვენც გაიძულებდნენ, უკვე აპრობირებული, მეცნიერულ-პრაქტიკულად დადასტურებული ბაზების ნაცვლად შეკრებები სხვაგან ჩაგეტარებინათ.

2003 წელს ასჯერ ნაკლები დაფინანსება გვქონდა, მაგრამ ორივე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით, რაც უპრეცედენტოა ქართული ჭიდაობის ისტორიაში.

ადრე ბევრად მწირი დაფინანსებით იმიტომ ვაღწევდით წარმატებებს, რომ აპრობირებულ ბაზებს ვიყენებდით მოსამზადებლად. "შეცდომა უნდა დავინახოთ და არ უნდა გავიმეოროთ".

კურტანიძის წინასაარჩევნო დაპირებები ძირითადად ასე ჟღერდა: სახელმწიფოს დახმარებით დავიბრუნებთ დაკარგულ დარბაზებს; დიდი ჩემპიონები და მათი აღმზრდელი მწვრთნელები აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჭიდაობის განვითარების გრძელვადიან პროგრამაში, ხოლო ამის უკეთ კოორდინაციის მიზნით შეიქმნება "ჩემპიონთა კლუბი"; ჩატარდება სპორტსმენთა და მწვრთნელთა ზუსტი აღრიცხვა, რაც მათი რანგირების საშუალებას მოგვცემს; შეიქმნება ისეთი პირობები, რაც გაზრდის კონკურენციას მწვრთნელთა შორის; დღის წესრიგში დადგება მოქმედი თუ ვეტერენი სპორტსმენების, მწვრთნელების დაფასება; მუშაობის გაშლა რეგიონებში და ამ მიზნით რეგიონული ფედერაციების ჩამოყალიბება...

სწორედ ამ ბოლო პუნქტს გაუწევს კოორდინირებას ის მეხუთე ვიცე-პრეზიდენტი. კურტანიძისავე ინიციატივით, შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომელსაც სათავეში სახელოვანი რომან რურუა ჩაუდგა.

კენჭისყრის შემდეგ კურტანიძემ მადლობა გადაუხადა მთელ საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის და დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად მასპინძლობისთვის, რომელიც გაისად, მარტში, თბილისში ჩატარდება.

ყრილობის დასრულების შემდეგ კომენტარი გეგა გეგეშიძესაც ვთხოვეთ, რომელმაც შემდეგი განაცხადა: "არჩევნების შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან კურტანიძის სახით ღირსეული კონკურენტი მყავდა. ვულოცავ მას და მჯერა, ღირსეულად გაუძღვება ფედერაციას.

თანამშრომლობას თუ შემომთავაზებს, უარს ნამდვილად არ ვეტყვი. ჩემთვის თვითმიზანი არ იყო, მაინცდამაინც პრეზიდენტი ვყოფილიყავი.

მთავარი ისაა, რომ ერთი გუნდი ვართ; აზრი, შეხედულება კი ყველას თავისი გააჩნია, რასაც პატივს ვცემ. ახლა მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდეთ კარგად, როგორც ეს ჩვენს სკოლას ეკადრება".

აღსანიშნავია, რომ კურტანიძე და გეგეშიძე სპორტსმენობისას ერთ წონაში - 96-ში გამოდიოდნენ და მათი მეგობრობა დღემდე გრძელდება.

ყრილობის დასრულების შემდეგ კურტანიძე კიდევ ერთ უშუალო კონკურენტს - ხალიჩაზე და ეროვნულ ნაკრებში, გიორგი გოგშელიძეს მიეფერა გულთბილად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• დავით ოქონელი

ცოდვილნი ხართ და უფალმა შეგაჩვენოთ ლუკა კურტანიძის განმქიქებელნო!

• nege

ეს ორანგუტანი ისევ რა, დაგვანებე რა თავი ელდარ ლუკა კურტანიძე

• mgelo

კურტანიძეზე როგორ ლაპარაკობ მასე ვინცხა ხარ მაგარი დამპალი ხარ შენაირები საერთოდ უნდა ამოწყდენ

• ძია

რა ბოღმიანი ხარ, ნაცუა. პირში წყალი გამოივლე, სანამ კურტანიძეზე რამეს იტყოდე!

• C

რეებს წერთ ხალხო. მემგონი თქვენ უფრო ხართ ბოღმიანები. რატომ არავინ ერთი არ იკითხა რატომ გადადგა ეს ნაბიჯი კურტანიძემ და რატომ აღიკვეცა იმ დროს ბერად. მე დიდ პატივს ვცემ ლუკას. ეს არის მართლა ქართველი ვაჟკაცი და კარგი ადამიანი. წარმატებებს ვუსურვებ.

აი კიდევ ერთი "ოცნებაახდენილი"

• mel

რომ იმუქრებოდი და ილაძღებოდი მაშინ მაგარი ბიჭი იყავი? სირცხვილი კურტანიძეს.

მანამ იბრძოლე სანამ არ დაირტყი თანამდებობა ხოო

ბერობასა და ვითომპატრიოტობას ამოფარებული ბოღიანი ადამიანი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა