"მანჩესტერ სიტის" 22 წლის თავდამსხმელმა უარი თქვა კლუბის მიერ მისთვის დაწესებული ჯარიმის - 340 ათასი ფუნტი სტერლინგის გადახდაზე

"მანჩესტერ სიტის" 22 წლის თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ უარი თქვა კლუბის მიერ მისთვის დაწესებული ჯარიმის - 340 ათასი ფუნტი სტერლინგის გადახდაზე.

ეს თანხა იტალიელის ორი კვირის ხელფასს უტოლდება. სანქციის გასაუქმებლად მან და მისმა მენეჯერმა მინი რაიოლამ პრემიერლიგის სპეციალურ საარბიტრაჟო კომისიაში გადაწყვიტეს სარჩელის შეტანა. ბალოტელის დასჯის მიზეზი დისციპლინის რეგულარული დარღვევა გახდა.

თუკი კომისიამ ფეხბურთელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მარიოს დამატებით 170 ათასი ფუნტის გადახდა მოუწევს. საქმის განხილვა 19 დეკემბრისთვის არის დანიშნული. ბალოტელი მიიჩნევს, რომ მას მიზნის მიღწევის მშვენიერი შანსი აქვს და ამიტომაც სარისკო ნაბიჯის გადადგმა გამართლებულია.

ფეხბურთელს "სიტიში" რეალურად ერთადერთი მხარდამჭერიღა ჰყავს - რობერტო მანჩინი, მაგრამ "ეტიჰადზე" ამ უკანასკნელის მომავალიც ბუნდოვანია.

როგორც ამბობენ, "ქალაქელების" ბოსებმა მას ულტიმატუმი წაუყენეს: თუკი გუნდი თამაშის ხარისხს არ გამოასწორებს, მანჩინის პოსტთან გამოთხოვება მოუწევს. "ბალოტელი ძალიან ცუდ ფორმაშია და "ნიუკასლთან" ის ზუსტად ამ მიზეზით აღმოჩნდა განაცხადს მიღმა.

ვიცი, რომ მას ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების ამბიცია აქვს. მის ადგილას მე მაქსიმალურ ყურადღებას ვარჯიშებს დავუთმობდი. თუმცა, რაც უნდა იყოს, მარიო ჩვენი გუნდის წევრად რჩება," - აცხადებს მანჩინი.

"გარდიანის" ჟურნალისტების მტკიცებით, ბალოტელის სიტუაციის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დრო დარჩა.

კლუბში უკმაყოფილონი არიან საქმისადმი მისი დამოკიდებულებით და იანვარში მის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"