ყოველი გაცურვის შემდეგ, რომელშიც ლოხტე მედალს იღებდა, ჯილდოს გულშემატკივრებს ურიგებდა
მსოფლიოს ჩემპიონატზე რაიან ლოხტეს მიერ მოპოვებული რვა მედალი არავის გაკვირვებია. სამაგიეროდ, ამერიკელმა ყველა განაცვიფრა თავისი საქციელით - ყოველი გაცურვის შემდეგ, რომელშიც რაიანი მედალს იღებდა, ჯილდოს გულშემატკივრებს ურიგებდა.

როგორც ლოხტემ განაცხადა, მსგავსი ნაბიჯისკენ ბავშვობაში მომხდარმა შემთხვევამ უბიძგა, როცა მას ავტოგრაფზე უარი უთხრა ცნობილმა სპორტსმენმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა. ამასთან, ლოხტემ არ დააკონკრეტა იმ სპორტსმენის გვარი, რომელმაც მომავალ ვარსკვლავს იმედი გაუცრუა.

"ბავშვობაში დავინახე ერთი ოლიმპიური სუპერვარსკვლავი და ავტოგრაფი ვთხოვე, მაგრამ უარი მივიღე, - ამბობს ლოხტე. - ამის შემდეგ ჩემს მშობლებს ვუთხარი, რომ თუ ოდესმე მეც იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, უარს არავის ვეტყოდი".

28 წლის მოცურავემ ისიც განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში დასვენებას აპირებს, შემდეგ კი რიო-დე-ჟანეიროს თამაშებისთვის დაიწყებს მზადებას.

"თქვენი შეხსენების გარეშეც კარგად ვიცი, რომ 2016 წელს 32 წლის ვიქნები და ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ეს ის არის, რისი მიღწევაც მინდა და ჩემი ფანების დახმარებაც ხელს შემიწყობს", - ამბობს ლოხტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა