კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში 33 წლის ხორვატმა გოლკიპერმა 139 ხმა, ანუ 21% მიიღო
მარინ სკენდერი გორის "დილას" ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელია. გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად ტარდება გულშემატკივართა გამოკითხვა, რომლის მიზანიც წინა თვის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევაა.

ამჯერადაც კლუბის პრესსამსახურმა 12 კანდიდატი შეარჩია - "დილას" ფანებს არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე უნდა შეეჩერებინა.

გამოკითხვა 3-დან 16 დეკემბრამდე ჩატარდა და საკუთარი სიმპათია 657-მა ადამიანმა გამოავლინა. ნოემბერში გულშემატკივართა რჩეული მარინ სკენდერი გახდა: 33 წლის ხორვატმა გოლკიპერმა 139 ხმა, ანუ 21% მიიღო.

მან გასულ თვეში "დილას" მიერ გამართული 5 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 4-ჯერ კარი "მშრალად" შეინახა.

ეროვნულ ჩემპიონატში სკენდერი შეუცვლელად თამაშობს და გუნდის მიერ ჩატარებულ 20-ივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, საიდანაც 13-ჯერ "დილამ" გოლი არ გაუშვა.

ნოემბრის გამოკითხვის შედეგები:

1. მარინ სკენდერი 139

2. დავით კვირკველია 125

3. გოგიტა გოგუა 80

4. გიორგი ონიანი 69

5. გიგა ბეჭვაია 50

გამოკითხვის გამარჯვებულს "დილას" ფანკლუბ "ლომკაცების" ხელმძღვანელი არჩილ ოლგესაშვილი ოთხშაბათს, 19 დეკემბერს, გორში XXI ტურის მატჩის წინ, სამახსოვრო პრიზს გადასცემს.

შევიტყვეთ, რომ სეზონის ბოლოს დაგეგმილია გუნდის "წლის რჩეულის" გამოვლენაც, რომელსაც გორის "დილას" სიმბოლიკა გადაეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რწმენა, ოჯახი, ფეხბურთი - "დილას" მეკარე მარინ სკენდერის სამი დასაყრდენი

გიორგი დარასელია: ევროტურნირებისათვის ზამთარშივე ვიზრუნებთ

ვანო თაყაძე: გორის "დილა" სწორ გზაზე დგას

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად