"ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ქართველი ნახევარმცველის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა
მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა გუნდის ქართველი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თორნიკე არსად წასვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული გამოცემის, Football News-ის ცნობით, ოქრიაშვილი ზამთრის შეკრებას დონეცკის "შახტართან" გაივლის. ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები დონეცკურ კლუბს ეკუთვნის.

პავლოვის სიტყვებს უკრაინული სპორტული გაზეთი "კომანდა" ავრცელებს.

აქვე შემოგთავაზებთ თავად საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის სიტყვებს, რომელიც მან "ლელოს" განუცხადა:

"მეც ასე ვიცი, რომ იანვრიდან "შახტარში" დავბრუნდები. უკრაინიდან "გაგრას" პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე დამიკავშირდა და დონეცკის კლუბში დაბრუნება მომილოცა. მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია".

ასევე იხილეთ:

თორნიკე ოქრიაშვილი: დიახ, დონეცკის "შახტარში" დაბრუნება მომილოცეს

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად