იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეშფოთებულია იმით, რომ ბალოტელი "მანჩესტერ სიტის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად თამაშობს
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი შეშფოთებულია იმით, რომ მარიო ბალოტელი იშვიათად თამაშობს "მანჩესტერ სიტის" ძირითად შემადგენლობაში და შესაბამისად, ვერც გოლებით დაიკვეხნის.

განვლილი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩრდილშია მოქცეული და აშკარად ვერ პროგრესირებს.

არადა, მარიო 22 წლისაა და სწორედ ის დრო უდგას, თამაშიდან თამაშამდე რომ უნდა უმატებდეს. პრანდელიმ "კორიერე დელო სპორტთან" სწორედ ბალოტელის შესახებ ისაუბრა:

"მარიოს არ უდგას საუკეთესო დროება და ეს ძალიან მაწუხებს. იმ ასაკშია, როდესაც რეგულარულად უნდა თამაშობდეს და კლასს იმაღლებდეს.

ბალოტელი იტალიური ფეხბურთის იმედია და მისი ასეთი მდგომარეობა ნამდვილად მაშფოთებს. მარიოს ორი ვარიანტი აქვს - ან უნდა დაუჯეროს მანჩინის და ყველა მისი მითითება ზედმიწევნით შეასრულოს, რაც ძირითადი შემადგენლობისკენ გაუხსნის გზას, ან საერთოდ დატოვოს ინგლისი და იტალიაში დაბრუნდეს.

თუ ალბიონზე რაღაც უშლის ხელს, ზამთარშივე უნდა გამოიცვალოს გარემო. ბალოტელის შესახებ მანჩინისთანაც ვაპირებ დალაპარაკებას და ყველაფერს უშუალოდ მისგან შევიტყობ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა