"სან ანტონიომ" ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო
18 დეკემბერს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, "ოკლაჰომასა" და "სან ანტონიოს" დაპირისპირება იყო, თუმცა არსებობდა საშიშროება იმისა, რომ შეხვედრა ვერ გაამართლებდა მაყურებელთა მოლოდინს, რადგან "სპურსს" ძალიან ბევრი ტრავმირებული ჰყავს, მაგალითად, ამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო მანუ ჯინობილიმ. მოლოდინი გამართლდა - "ოკლაჰომას" სამი მეოთხედი ეყო იმისთვის, რომ მინიმუმ ახალ წლამდე გაემყარებინა ლიდერობა დასავლეთ კონფერენციაში და თან რევანში აეღო გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის ჩემპიონატის გახსნის მატჩში მარცხის გამო.

სტუმრების რიგებში ჯინობილის არყოფნით გამოწვეული ვაკუუმის შევსება ნანდო დე კოლომ სცადა, რომელმაც 23 წუთში 14 ქულა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა, მაგრამ თავიანთ შესაძლებლობებზე ნაკლები გააკეთეს ტონი პარკერმა და ტიმ დანკანმა - ამ წყვილმა მხოლოდ 26 ქულა დააგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტი "-31" ჰქონდა.

ამას ემატება წაგებული ფარი (მოხსნები: 37-49) და 16 ისეთი ჯარიმა, რომლის დროსაც "ოკლაჰომას" რომელიმე კალათბურთელი საჯარიმოს ხაზზე დგებოდა. მასპინძლებმა ეს მომენტი კარგად გამოიყენეს - 30-დან 27 თავისუფალი გამოიყენეს. და კიდევ, "სპურსს" სამქულიანების გამოყენების საშინელი პროცენტი ჰქონდა - 20-დან მხოლოდ 6 ზუსტი შორეული ტყორცნა.

ამ მატჩის გმირები არა კევინ დურანტი ან რასელ უესტბრუკი, არამედ სერჟ იბაკა და კევინ მარტინი იყვნენ. იბაკამ შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (25 ქულა), რასაც 17 მოხსნა დაუმატა. ბრწყინვალედ ისროდა იმ დღეს მარტინი - ამ წყვილმა თამაშიდან 26-ჯერ ისროლა და 17-ჯერ ზუსტად. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ სიტუაციაში დურანტმა ჩრდილში ყოფნა ამჯობინა, უესტბრუკმა კი პასებით მომარაგება.

"სან ანტონიომ" ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო. ამ გუნდის მდგომარეობას კარგად გამოხატავს ტექნიკური ჯარიმა, რომელიც გრეგ პოპოვიჩმა მიიღო. "სპურსის" მწვრთნელმა მეტოქის 11:0 გაქცევის შემდეგ აიღო ტაიმ-აუტი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავისი შეგირდებისთვის ახსნა-განმარტებები მიეცა, მსაჯთან, ბენეტ სალვატორესთან ურთიერთობის გარკვევა დაიწყო.

"ოკლაჰომამ" კი 11 მატჩამდე აიყვანა თავისი მოგებათა სერია, რითაც გაიმეორა საკლუბო რეკორდი, რომელიც 1996 წლით თარიღდება, მაგრამ ეს სერია, სავარაუდოდ, მალე შეწყდება, რადგან მომდევნო 21 მატჩიდან 15-ს "ოკლაჰომა" სტუმრად ჩაატარებს.

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად