24 წლის ქართველ თავდამსხმელს რუმინულ კლუბ ტირგუ-ჟიუს "პანდურიში" კონკურენცია არ აშინებს
გიორგი ალავერდაშვილი კარიერას რუმინულ კლუბ ტირგუ-ჟიუს "პანდურიში" გააგრძელებს. ლიტვის ჩემპიონატის მეექვსეადგილოსანი "ბანგას" შემდეგ გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატსა და გუნდში აღმოჩნდა.

24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კლუბების ყურადღება ლიტვაში ნაჩვენები შთამბეჭდავი შედეგიანობით მიიქცია: "ბანგაში" ჩატარებულ 15 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და ევროპის ოთხი ქვეყნის (პოლონეთის, გერმანიის, უკრაინის, საბერძნეთის) კლუბები დააინტერესა, მოლაპარაკებაც ჰქონდა.

საქმეში მოულოდნელად რუმინული "პანდურის" მენეჯერი ჩაერთო, რომელმაც ქართველი თავდამსხმელის თამაშების კლიპი სრულიად შემთხვევით, "იუთუბიზე" ნახა, მოლაპარაკება წამოიწყო და ნოემბერში "პანდურიმ" კონტრაქტი ოფციონის წესით (0,6+2) გაუფორმა.

ალავერდაშვილის ახალი კლუბი რუმინეთის ჩემპიონატში "ვასლუისთან" მე-3-4 ადგილს იყოფს და სოლიდური გუნდია.

გიორგის ისტორია მართლაც გამორჩეულია: თბილისის "ლოკომოტივში" ნოდარ აკობიას ხელმძღვანელობის პერიოდში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ პროგრესის ნაცვლად, გაჩერდა და ოთხი წელი ისეთი ჩავარდნა ჰქონდა, ლამის კარიერა დაასრულა.

- "ლოკომოტივის" შემდეგ კარიერა ისე აგერია, ხაზი გადაგისვეს და კარგად მახსოვს, გუნდში ჩარიცხვაც სანატრელი გქონდა.

- მართლაც ასე იყო... სხვადასხვა მიზეზის გამო კარიერა მართლაც ამერია. ბევრი რამ ჩემი ბრალი იყო, თუმცა იმის რწმენა არასდროს დამიკარგავს, რომ ვითამაშებდი.

მართლაც იყო მომენტი, როდესაც პრაქტიკულად ყველა ქართულმა გუნდმა უარი მითხრა - ეს ყველაფერი 3 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. იყო სხვადასხვა მიზეზი. მესმოდა, თურმე, ძალიან ცუდი ხასიათი მქონია.

მოკლედ, აქ რომ პერსპექტივა ვერ დავინახე, უცხოეთში წასასვლელ გზებს ვეძებდი, ჩემი შესაძლებლობები რომ გამომევლინა. სად არ ვცადე დამკვიდრება, მოვიარე პორტუგალია, ფინეთი, ესპანეთი, ლატვია. არსად მიმართლებდა, ისეთი რამ გადამხდენია, არავინ დაიჯერებს.

ყველაზე ცუდი მაინც ამგვარი რეაქცია იყო - ჩემს ყველა წარუმატებლობას ისე იღებდნენ, რომ ეს ლოგიკური იყო. ამ დროს ისეთი მიზეზით არ მიმართლებდა, გული მიკვდებოდა. მაგალითად, ასე მომივიდა ლატვიაში: გუნდს არ დავასახელებ, დავრჩი, მაგრამ ზუსტად მეორე დღეს იმიტომ გამომიშვეს, რომ ქართველი ვიყავი.

ამის გამოც ბევრი პრობლემა შემქმნია. მოგვწონს თუ არა, ფაქტია, რომ ჩვენი ფეხბურთელებისადმი ევროპელებს დიდი ნდობა არ აქვთ.

- ამ ყველაფრის შემდეგ კარიერის დასრულებაზე ფიქრობდი?

- არასდროს მიფიქრია, რადგან დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მიყვარს. ამიტომაც ფეხბურთს ვერ შევეშვებოდი.

გარდა ამისა, სხვა ფაქტორიც იყო: ჩემი ძალიან სჯეროდა ცხონებულ ჯემალ ჩიმაკაძეს, რომელსაც ძალიან ბევრი ფეხბურთელი აღმოუჩენია და ვისაც რა უნდა ეთქვა, ყოველთვის მწამდა, რომ ფეხბურთს მაღალ დონეზე ვითამაშებდი. უბრალოდ, უფლება არ მაქვს, ასე არ გავაკეთო.

- ლიტვაში აუტსაიდერ გუნდში ამ რწმენით თამაშობდი, თუ რამ გაგიხსნა "მეორე სუნთქვა"?

- ყველაფერმა იმოქმედა. ლიტვაში ვიყავი ერთ-ერთი რიგითი იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც სინჯებზე მიგვიწვიეს. არანაირი სითბო და თანადგომა არავისგან მიგრძვნია. უბრალოდ, ვიცოდი, რომ სხვა გზა აღარ მქონდა და მე უნდა ვყოფილიყავი ის ერთადერთი კაცი, ვინც რამდენიმე გასასინჯიდან უნდა დაეტოვებინათ.

არ ვიცი, ეს ჩემთვის ბოლო შანსი იყო თუ ბოლოსწინა, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ დარჩენაზე ვფიქრობდი.

- ლიტვაში წარმატებული სეზონის შემდეგ ქართული კლუბები დაგიკავშირდნენ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, "ბანგაზე" გაცილებით ძლიერი ევროპული გუნდები მიკავშირდებოდნენ, მაგრამ საქართველოდან არავინ შემხმიანებია. ალბათ, ჯერ კიდევ არ სჯერათ, რომ მე მართლა ვთამაშობდი და გოლებიც გამქონდა.

შეუძლებელია, ამაზე გული არ გწყდებოდეს, მაგრამ არაფერია, მომავალ წელს ქართველების ნდობის მოპოვებას შევეცდები.

- ახალ კლუბ "პანდურიზე" რა იცი?

- ევროპის ლიგაზე აუცილებლად უნდა გავიდეთ. ჩვენი ყველაზე სერიოზული კონკურენტები არიან "კლუჟი", "ვასლუი" და "ასტრა". "სტიაუა" კი იმხელა სხვაობით დაწინაურდა, მეეჭვება, მას ვინმე დაეწიოს.

მძიმე მატჩები გველის, მაგრამ სამეულში აუცილებლად უნდა გავიდეთ და მოდუნების უფლება არ მექნება.

- მოდუნების საშუალება არ მექნებაო - თამაშის გექნება? იქ დიდი კონკურენცია გელის, რუმინეთის ჩემპიონატი კი ლიტვის A ლიგაზე გაცილებით მაღალი დონის ტურნირია.

- არც ეს ფაქტი მაშინებს და არც ის, რომ "პანდურის" თავდასხმაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა- გუნდში რუმინეთის ნაკრების სამი წევრი და კანდიდატი თამაშობს. ეს კი არ მთრგუნავს, პირიქით, მოტივაციას მიზრდის. სკამზე ჯდომას კი ნამდვილად არ ვაპირებ. ამისთვის თვითონაც არ ამიყვანდნენ. ეტყობა, ჩემი იმედი აქვთ.

მწვრთნელმა, პეტრე გრიგორასმა ინტერვიუში განაცხადა, მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს ვიმატებთ, ვინც ძირითადში ითამაშებსო.

ასე რომ, მეორეხარისხოვან მოთამაშედ არავინ მიყურებს. ისინი ჩემგან მხოლოდ კარგ თამაშსა და გოლებს ელიან.

გიორგი ალავერდაშვილი: იყო დრო, საქართველოშიც არავინ მიწვევდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ალავერდაშვილი რუმინეთში გადავიდა

გიორგი ალავერდაშვილის გოლი ლიტვაში საუკეთესოდ აღიარეს

გიორგი ალავერდაშვილი: ვითარება "ბანგაში" უნდა გამოვასწორო

ქართული ფეხბურთი
აკო სად ბანაობ. ყოჩაღ გიორგი, მიაწექი ,მაგარი კაცი ხარ, მე ვიცი შენი მეგობრებიდან რას გაუძელი, აქ რომ თავი "კიტრად" მოაქვთ რა შეფასებებს გაძლევდნენ ".ბანგა" გავარდნაზე იყო და ლამის პრიზიორი გახდა შენი წყალობით . გიორგი გუნდის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად იქნა აღიარებული
ako
გამყიდველ ოცნებისტებო, რუსეთის აგენტებო მალე მოგეღებათ ბოლო
გიო
წარმატებბს გისურვებ კარგი მშორმელი ბიჭი ჩანხარ და მიაწექი არ დანებდე უფრო კარგ კლუბში შეგიძლია შენ თამაში აბა ღმერთი შენსკენ ;))
dudu
ქართველი მწვრთნელების და სელექციონერების "პატიოსნების" და "პროფესიონალიზმის" კიდე ერთი დასტური. ერთ-ორ გამონაკლისს არ ვგულისხმობ. წარმატებები ალავერდაშვილს!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"