"რეალის" პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის დაპირისპირება ესპანური მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

"რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შორის დაპირისპირება ესპანური მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე უარყოფს, რომ მათ შორის უთანხმოებაა. ბოლო ტურის წინ პერესმა ოფიციალურად კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი პორტუგალიელ სპეციალისტს.

არადა, მანამდე "მარკა" ავრცელებდა ხმებს, რომ მოურინიოს სეზონის ბოლოს იმ შემთხვევაშიც კი მოხსნიან, ჩემპიონთა ლიგა რომც მოიგოსო.

ახლა ესპანური პრესა პერესს მიადგა: ახალი ვერსიით, ჟოზესთან გაუთავებელი კონფრონტაციის გამო ფლორენტინო "რეალიდან" წასვლას აპირებს და ეს 2013 წლის ზაფხულში მოხდება.

ახლა თურმე პერესი იმით არის დაკავებული, რომ საახლობლოში შესაფერის მემკვიდრეს ეძებს.

პორტუგალიელი სპეციალისტი თავისი გამონათქვამებით, პრესასთან ქიშპობით და სკანდალებით "რეალს" ჩირქს სცხებს და ამას პერესი ვერ ეგუებაო.

სიმართლე გითხრათ, ეს სპეკულაციები მოსაბეზრებელიც ხდება და თქვენის ნებართვით, მომავალში ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ, რადგან ჩვენთვის სულ ერთია, როგორი ტირაჟი ექნება "მარკას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა