"5-10 წლის წინ საქართველოში ჩოგბურთი მძიმე მდგომარეობაში იყო და მომავალში ხანგრძლივი ჩავარდნა გველის"
კარიერაში მე-13 ტიტული ოქსანა კალაშნიკოვამ (213) 9-თვიანი ლოდინის შემდეგ მოიგო - ხარკოვის საერთაშორისო ტურნირში (25 ათასი დოლარი) ჩვენებური პირველ ნომრად იყო განთესილი და მან ფინალში მე-8 ნომრად განთესილი რუსი დარია კუჩმინა (343) სამ სეტში დაამარცხა - 7:5, 4:6, 6:4. ეს 20 წლის ოქსანას მე-5 ტიტულია ერთეულთა თანრიგში.

უკრაინულ ტურნირში რუსი და ქართველი ჩოგბურთელების ფინალური დაპირისპირება უკვე ტრადიციად იქცა. წლეულს, ხარკოვის "საპრონოვის სერიის" მე-3 ტურნირში ფინალში რუსმა ნატალია რიჟენკოვამ და თათია მიქაძემ ითამაშეს. კალაშნიკოვას მეტოქე 18 წლის დარია კუჩმინა უნივერსალური მოთამაშეა, სტაბილურად კარგად თამაშობს შეტევასა და დაცვაში, ის კარგად უმკლავდება მეტოქის მიერ ტემპის ცვლას და რთულ დარტყმებს. კალაშნიკოვას კოზირი კი სწრაფი თამაში და ძლიერი მოწოდებებია. მთელი თამაშიც მან ამ ტაქტიკით წარმართა - ძლიერი ჩაწოდების შემდეგ ჩვენებური სრაფად უტევდა.

პირველ სეტში, 5:5-მდე მეტოქეები საკუთარ მოწოდებებზე იგებდნენ, შემდეგ კი ოქსანამ ბრეიკი გაახერხა და სეტიც 7:5 მოიგო. მეორე სეტში ოქსანა 2:0 დაწინაურდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვეღარ მიიყვანა და ეს სეტი 4:6 დათმო. მესამე სეტში ჩვენებურის უპირატესობა საგრძნობი იყო და აკი თამაში საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.

"მეორე სეტში 2:0-მდე საკუთარ შესაძლებლობებსა და საბოლოო გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი. შემდეგ კი ყველაფერი ერთ წამში შეიცვალა, ყოველ გეიმში კუჩმინა სულ უკეთ და უკეთ თამაშობდა. მესამე სეტში ძვლივს დავიბრუნე ინიციატივა, მაგრამ უსიამოვნო სიურპრიზი აქაც მელოდა, როცა 5:3-ზე გეიმი წავაგე. ორჯერ ბურთი ბადეს მოხვდა და ისე ჩავარდა, ვიფიქრე, რომ დღეს ფორტუნამ ზურგი მაქცია. თუმცა ბოლო გეიმისას ამაზე აღარ მიფიქრია და გავიმარჯვე. მადლობა დარიას კარგი თამაშისთვის", - განაცხადა კალაშნიკოვამ.

ბოლოს კი, ოქსანა კალაშნიკოვასთან მცირე ინტერვიუს შემოგთავაზებთ, რომელიც მას უკრაინელმა ჟურნალისტებმა ჩამოართვეს.

- 2008 და 2009 წლებში თქვენ ხარკოვის ტურნირების ხშირი სტუმარი იყავით, წლეულს სამი ტურნირი ჩატარდა და თქვენ არ გამოჩენილხართ, უფრო მაღალი დონის ტურნირებში თამაშობდით. რას მივაწეროთ ხარკოვში თქვენი დაბრუნება?

- რეიტინგს, რომელიც ბოლოს გამიუარესდა, ორასეულიდან გავვარდი. იმისთვის, რომ ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობა დავიბევო, ქულები მჭირდება. ბოლო კვირა კიევში ვიყავი შეკრებაზე და ნაყოფიერად მოვემზადე ხარკოვის ტურნირისთვის, აუცილებლად გამარჯვებას არ ვგეგმავდი, რადგან, რამდენჯერაც წინასწარ რამე დავგეგმე, იმდენჯერ წავაგე.

- კიევში შეკრება სად გაიარეთ?

- თბილისის ტურნირის შემდეგ ტეტიანა არეფიევასთან ერთად ვივარჯიშე. დედაჩემი იცნობს ტეტიანას მწვრთნელს და მან მომიწვია. თან ტანიასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს, ახალგაზრდებშიც ერთად გამოვდიოდით.

- გასულ სეზონში "დიდი სლემის" ტურნირებს პირველად შეუტიეთ, ერთხელ საკვალიფიკაციო ბადის ფინალშიც გახვედით...

- დიახ, ეს იყო "როლან გაროსზე", სულ ცოტა დამაკლდა ძირითად ბადემდე. იქ სულ სხვა დონეა, იტფ-ის ტურნირებს ვერც შევადარებ. გოგონები უფრო სწრაფად მოძრაობენ კორტზე და ნაკლებ შეცდომას უშვებენ. მათი ჩოგბურთიც გაცილებით შინაარსიანია.

- ტურნირის დაწყებამდე ლეილა მესხი და იური საპრონოვი შეთანხმდნენ, რომ მომავალში საქართველოში ერთობლივ ტურნირს ჩაატარებენ. ლეილამ თქვა, რომ საქართველოში სახელწიფოს პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩოგბურთის სასარგებლოდ...

- საქართველოში მცირე დროს ვატარებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფომ მართლაც დაიწყო ჩოგბურთის დაფინანსება, ახალგაზრდა ჩოგბურთელებს ოლიმპიური პროგრამა ეხმარება. მაგრამ არის პრობლემაც - ახლა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ჩოგბურთელია, ძნელია სპარინგ-პარტნიორის პოვნაც კი. ჩვენი მომდევნო თაობა არ ჩანს, რადგან 5-10 წლის წინათ საქართველოში ჩოგბურთი მძიმე მდგომარეობაში იყო. ამიტომ მომავალში ხანგრძლივი ჩავარდნა გველის.

კალაშნიკოვამ ხარკოვში 50 სარეიტინგო ქულა დაიბევა, რაც მას დაახლოებით 25-30 ადგილით წასწევს რეიტინგში (შარშან ლიმოჟში მეოთხედფინალში გასვლისთვის მიღებული 14 ქულა დააკლდება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა