ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ კიდევ ერთხელ შეცვალა ტექნიკური რეგლამენტი
2014 წელს ფორმულა 1 თავის სახეს შეიცვლის. ჩემპიონატი დღევანდელი რვაცილინდრიანი ატმოსფერული ძრავებიდან ტურბირებულ V6-ზე გადავა. ენერგიის რეკუპერაციის სისტემა KERS დღევანდელზე ათჯერ უფრო მძლავრი იქნება.

რბოლის დროს შესაძლებელი იქნება მხოლოდ 135 ლიტრი საწვავის გამოყენება, რაც ითვალისწინებს საწვავის მოხმარების დაახლოებით 30 პროცენტით შემცირებას.

ასევე, ელიან აეროდინამიკის როლის მნიშვნელოვნად შემცირებას, რის გამოც კრიტიკოსებმა უკვე დაიწყეს ლაპარაკი "მონოფორმულის" წარმოშობაზე.

"რედ ბულის" ტექნიკური დეპარტამენტის შეფი ედრიან ნიუი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ასეთი ცვლილებებით მომავალში არა აეროდინამიკა, არამედ ძრავა ითამაშებს წამყვან როლს ფორმულა 1-ში.

თუმცა გარკვეულ ასპექტებში ავტოსპორტის სააერთაშორისო ფედერაცია დათმობებზე წავიდა. მაგალითად, არ გავიდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მანქანები პიტ-ლეინზე მხოლოდ ელექტროგამწევებით უნდა გადაადგილებულიყვნენ. თუმცა ამ გეგმის ასრულება 2017 წლისთვის გადაიდო.

ძრავების მწარმოებლებმა მიანიშნეს ფედერაციას, რომ ასეთი ტექნიკის მომზადება დიდ ხარჯებს მოიტანდა (დაახლოებით 3 მილიონი ევრო). უფრო მეტიც, წარმოიშვა საშიშროება, რომ ბოლომდე დაცული არ იქნებოდა უსაფრთხოება. არადა, ფედერაციას ამ გზით სურდა ძრავების მწარმოებელთა ხარჯების ეკონომია.

ფედერაციამ უკან გადადგა ნაბიჯი აეროდინამიკის მხრივ. FIA-ს პრესრელიზში წერია:

"დაგეგმილი ცვლილებები მანქანის დიზაინში, რომელიც ემსახურება მოჭიდების ძალისა და ჰაერის წინააღმდეგობის შემცირებას - გაუქმებულია. წესები დაბრუნებულია 2012 წელში".

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თავდაპირველად ახალი რეგლამენტი ვარაუდობდა ყველანაირი დეფლექტორის აკრძალვას, მაგრამ ახლა ისინი კვლავ დაშვებულია.

2012 წელში დაბრუნების საფუძველი გახდა შიში იმის თაობაზე, რომ ფორმულა 1-ის მანქანა შეიძლება ძალიან ნელი გამხდარიყო. ახალი ძალისმიერი ბლოკების წონა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

იყო გათვლა, რომ მათი წონა 150 კილოგრამი იქნებოდა, მაგრამ ახლა "ფერარიმ", "რენომ" და "მერსედესმა" აცნობეს ფედერაციას, რომ 150 კილოგრამში ისინი მხოლოდ ენერგიის შენახვის ადგილების გაუთვალისწინებლად ეტევიან. მათთან ერთად კი წონა კიდევ 20-25 კილოგრამით იმატებს. ეს კი წრეზე დროს 0.6-1.0 წამით გაზრდის.

ამასობაში ფედერაციის წინაშე იდგა ამოცანა, რომ 2014 წლისთვის ბოლიდის ტემპი დღევანდელთან შედარებით ხუთ წამზე მეტით არ დავარდნილიყო. ბოლიდის წონის ზრდის გათვალისწინებით, ეს ამოცანა არ იქნა რეალიზებული. 2014 წლის მანქანის მინიმალური წონა 640-დან 685 კილოგრამამდე გაიზარდა და შეიძლება მატება მეტი იყოს - იმის გათვალისწინებით, რამდენად მძიმე იქნება მომავალი საბურავები.

ამ დროს აეროდინამიკა რომ "შეეკვეცათ" ახალი გეგმის მიხედვით, მაშინ ფორმულა 1 სისწრაფის მიხედვით დავიდოდა ინდიკარის ან LMP1-ის დონეზე. ასე რომ, მოუწიათ ნაბიჯის უკან გადადგმა.

მაგრამ პრობლემა ისევ რჩება - ეს არის ფასები ძრავებზე. სამმა დღევანდელმა ავტომწარმოებელმა სერიოზული ინვესტიციები ჩადო ახალი ძალისმიერი ბლოკების განვითარებისთვის - უკვე დახარჯულია 90 მილიონი ევრო. 2014 წლისთვის ეს თანხა 100 მილიონს გადააჭარბებს. ეს დანახარჯები გადანაწილდება კერძო საჯინიბოებზე, რომლებიც უკვე ღელავენ ახალი რეგლამენტის თაობაზე.

როგორც ჩანს, ახალი ძრავებისა და KERS-ის პაკეტი 21 მილიონი ევრო ეღირება. "მარუსიასა" და "კატერჰემის" მსგავსი პატარა გუნდებისთვის ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს. და არა მარტო მათთვის.

"ზაუბერის" შეფი მონიშა კალტერნბორნიც მიიჩნევს, რომ მომავალი ფასები ძალიან მაღალია:

"მე ვუთხარი ფედერაციის პრეზიდენტს ჟან ტოდტს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ამდენის გადახდას".

ამჟამად "ზაუბერი" "ფერარის" რვა მილიონ ევროს უხდის, რასაც ემატება მილიონი KERS-ის სისტემისთვის. ეს მომგებიანი ფასია. "კატერჰემი" "რენოს" რვა მილიონს ურიცხავს ძრავებისთვის და ექვს მილიონს "რედ ბულს" KERS-სა და გადაცემათა კოლოფისთვის. "ფორს ინდია" თანამშრომლობს "მერსედესთან" და მთელს პაკეტს 14 მილიონად იძენს.

"მერსედესის" სპორტული განყოფილების ყოფილი შეფი - ნორბერტ ჰაუგი თავისი კუთხით უყურებს ამ პრობლემას:

"ახლა ზოგიერთი გუნდი უფრო მეტს იხდის პილოტებისთვის, ვიდრე ძრავებისთვის. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა