"მაიამიმ" "მინესოტასთან" მოგებით დაარღვია კალათბურთის ერთ-ერთი უძველესი კანონი - მატჩს იგებს ის, ვინც იგებს ფარს
ცუდი დროება უდგას დასავლეთის ერთ-ერთ ფავორიტს "სან ანტონიო სპურსს", რომელმაც ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო სტუმრად. სულ რეგულარულში კი ბოლო ხუთ მატჩში ოთხი წაგება დაუგროვდა.

არადა, გრეგ პოპოვიჩის გუნდს "დენვერის" წინააღმდეგ მანუ ჯინობილი დაუბრუნდა და თითქოს ყველაფერი წესრიგში უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ტიმ დანკანმა, რომელმაც კინაღამ გაიმეორა "პორტლენდის" წევრის ნიკოლა ბატუმის ამასწინანდელი მიღწევა. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ე. წ. five-by-five შეასრულა.

ტიმმა 19 დეკემბერს 31 ქულა, 18 მოხსნა, 6 პასი და 5 დაფარება დააგროვა და ისტორიაში შესასვლელად სამი ჩაჭრა არ ეყო.

პირველი მეოთხედის მოგების შემდეგ "სპურსმა" ჩააგდო მეორე და მესამე მეოთხედები და ბოლო 12-წუთეულის წინ, 15 ქულით ჩამორჩებოდა მოწინააღმდეგეს.

მიუხედავად ამისა, დანკანის გმირულმა თამაშმა კინაღამ მოიტანა შედეგი - ბოლოსკენ "სან ანტონიომ" შეძლო ორ ქულამდე ანგარიშის შემცირება, მაგრამ იქვე მატჩის მეორე გმირმა - დანილო გალინარიმ მეტად საჭირო სამქულიანი ჩააგდო, რასაც ანდრე მილერის ზუსტი საშუალო მოჰყვა და ამით თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

"სპურსმა" ამ მატჩში ჩააგდო 14 სამქულიანი, მოუგო მეტოქეს პასებში, დაუშვა ნაკლები შეცდომა, მაგრამ მაინც წააგო.

სტუმრები დააღალატა უკანა ხაზმა - ტონი პარკერმა, გარი ნილმა, დენი გრინმა, მანუ ჯინობილიმ და სტივენ ჯექსონმა ჯამში 50 ტყორცნიდან მხოლოდ 13 გამოიყენეს.

მოგება დაიწყო "ლეიკერსმა", მაგრამ კალიფორნიული გრანდი ბოლომდე დალაგებული არ არის. სხვანაირად ვერ აიხსნება ის, რაც "შარლოტთან" საშინაო მატჩის მესამე მეოთხედის შუაში ხდებოდა.

მასპინძლები 18 (!) ქულას აგებდნენ გუნდთან, რომელსაც მანამდე 11 მარცხი ჰქონდა და თან "ლეიკერსის" რიგებს პაუ გასოლი დაუბრუნდა.

მოახლოებული სირცხვილის შიშით კალიფორნიელებმა სერიოზულად მოჰკიდეს საქმეს ხელი და წარმატებული გაქცევა გამოუვიდათ: 26:4-ის (!) შემდეგ, ინიციატივა "ლეიკერსის" მხარეს გადავიდა.

თითქოს აუტსაიდერი გატეხილი იყო, მაგრამ მაიკ დ'ენტონის შეგირდებს იოლი მოგება არ გამოუვიდათ. მატჩის ბოლო ორ წუთში "ლეიკერსმა" მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო - ორივე ბრაიანტმა, თანაც უდიდესი ძალისხმევის ფასად. ხოლო საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე, იმავე კობის აცილების შემდეგ, "შარლოტმა" თითქმის სრულფასოვანი შეტევის დრო და უიღბლო სერიის შეწყვეტის ბრწყინვალე შანსი მიიღო.

და "ბობკეტსი" ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. უოკერის გარღვევა ჰოვარდმა დაბლოკა, ბურთი ჰენდერსონს მიუვიდა, რომელმაც თითქოს მოაგებინა თავის გუნდს, მაგრამ ბურთმა ფარზე იტრიალა და მუხანათურად არ ჩაეშვა კალათში.

მართალია, ბენ გორდონმა შეტევაში მოხსნა მოიგო, მაგრამ ტყორცნის მოსამზადებლად დრო არ ჰქონდა და ფორსირებული სროლა ძალიან არაზუსტი გამოდგა.

ასე გაჭირვებით მოიგო "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე შეხვედრა, მაგრამ ამ გუნდისთვის ჯერ შორია პლეი ოფის ზონამდე.

ახლა კი ორი უცნაურობის შესახებ.

გასაკვირი მატჩი მოუგო "მაიამიმ" "მინესოტას". "მგლებმა" ჩემპიონს ფარზე ბრძოლა 29 მოხსნის სხვაობით მოუგეს - ეს მეორე ყველაზე უარესი სხვაობაა "ჰიტის" ისტორიაში. ფლორიდელებმა მხოლოდ 24 მოხსნა მიითვალეს და ესეც ბოლოდან მეორე შედეგია ამ გუნდისთვის.

მიუხედავად ამისა, ჩემპიონმა მაინც მოიგო, რითაც დაარღვია კალათბურთის ერთ-ერთი უძველესი კანონი - მატჩს იგებს ის, ვინც იგებს ფარს.

მეორე უცნაურობა ის არის, რომ ზედიზედ მეორე მატჩში ვერ შეძლო რაჟონ რონდომ მინიმუმ ათი პასის შესრულება - ამჯერად, "ბოსტონის" პლეიმერკერი რვა შედეგიანი გადაცემით შემოიფარგლა. ასეთი რამ რონდოს თამაშში მარტის შემდეგ არ მომხდარა.

რაჟონის არაეფექტური თამაში მის გუნდსაც გადაედო და "სელტიქსმა" ყველა კომპონენტში დათმო შეხვედრა "ჩიკაგოს" წინააღმდეგ. შედეგიანი გადაცემების მხრივ კი, რონდოს... ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ აჯობა.

1995 წლის შემდეგ, "ბოსტონის" წინააღმდეგ მატჩში "ჩიკაგოს" არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონდა შესრულებული სამმაგი დუბლი და ახლა, ნავსი სწორედ ფრანგმა მოთამაშემ გატეხა. მის ანგარიშზეა - 11 ქულა, 13 მოხსნა და 10 პასი. ეს საკმარისი აღმოჩნდა მატჩში იოლი გამარჯვებისთვის.

NBA. რეგულარული ჩემპიონატი

გ. სტეიტი-ნიუ ორლეანი 103:96

31:21, 28:29, 23:22, 21:24

გ-ს: ლი (26+9 მოხსნა), ტომპსონი (19+3 ჩაჭრა), ჯეკი (16+10 პასი), ლენდრი (16+9 მოხსნა), კარი (13+5 მოხსნა).

ნ-ო: ანდერსონი (28), ვასკესი (20+5 მოხსნა+11 პასი+3 ჩაჭრა), დევისი (15+16 მოხსნა+4 ჩაჭრა), რივერსი (12).

ვაშინგტონი-ატლანტა 95:100 (ო)

22:28, 24:24, 23:20, 21:18, 5:10

ვ: ჯორ. კროუფორდი (27+11 მოხსნა+11 პასი), ნენე (18+6 პასი+3 ჩაჭრა), ბილი (17+5 მოხსნა), უებსტერი (11), ბარონი (4+14 მოხსნა+4 დაფარება).

ა: უილიამსი (24), სმიტი (17+13 მოხსნა+3 ჩაჭრა+5 დაფარება), კორვერი (16+7 მოხსნა), ტიგი (13+6 პასი), ჰორფორდი (5+11 მოხსნა+6 პასი).

კლივლენდი-ტორონტო 99:113

29:22, 24:27, 23:29, 23:35

კ: ირვინგი (23+7 პასი+3 ჩაჭრა), ვარეჟაო (22+10 მოხსნა), გი (15), კ. მაილზი (13), ტომპსონი (10+9 მოხსნა).

ტ: კალდერონი (23+5 მოხსნა+6 პასი), ანდერსონი (18+6 მოხსნა), ჯონსონი (17+6 მოხსნა), დეროზანი (16+5 მოხსნა), ლუკასი (11+5 პასი), კლეიზა (10).

ბრუკლინი-იუტა 90:92

24:20, 33:24, 17:26, 16:22

ბ: ჯონსონი (21), ლოპესი (16+5 მოხსნა+3 დაფარება), უილიამსი (14+5 პასი), უოლასი (11), ჰემფრიზი (8+11 მოხსნა).

ი: მო უილიამსი (19+6 პასი), ჯეფერსონი (16+11 მოხსნა), ფეივორსი (13), მილსეპი (12+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), მარვ. უილიამსი (11+10 მოხსნა).

მაიამი-მინესოტა 103:92

21:27, 31:22, 28:23, 23:20

მაი: უეიდი (24), ჯეიმსი (22+7 მოხსნა+11 პასი+4 დაფარება), ბოში (15), ჩელმერსი (12+3 ჩაჭრა).

მინ: კირილენკო (22), პეკოვიჩი (18+12 მოხსნა), რიდნური (13), ლავი (11+18 მოხსნა), ბარეა (10).

ჩიკაგო-ბოსტონი 100:89

28:23, 27:25, 24:22, 21:19

ჩ: ბუზერი (21+12 მოხსნა), დენგი (21), რობინსონი (18), გიბსონი (13+5 მოხსნა), ნოა (11+13 მოხსნა+10 პასი+3 დაფარება), ბელინელი (10).

ბ: რონდო (26+8 პასი), პირსი (16), ლი (14), გარნეტი (10+8 მოხსნა).

მილუოკი-ინდიანა 98:93

21:25, 24:23, 27:18, 26:27

მ: ჯენინგსი (34+5 მოხსნა+6 პასი), ელისი (19+6 პასი+3 ჩაჭრა), დანლივი (17+6 მოხსნა), მბა ა მუტე (10+10 მოხსნა).

ი: ჰილი (18), ჯორჯი (16+10 მოხსნა+5 პასი), მაინმი (14+5 მოხსნა), უესტი (12+6 მოხსნა), ჰიბერტი (8+10 მოხსნა).

დალასი-ფილადელფია 107:100

28:23, 29:29, 19:22, 31:26

დ: მაიო (26+8 პასი+3 ჩაჭრა), კამანი (20+7 მოხსნა), მერიონი (14+9 მოხსნა), კოლისონი (12), რაიტი (10+6 მოხსნა).

ფ: რაიტი (25+5 მოხსნა), ჰოუზი (18+7 მოხსნა), ტერნერი (17+5 მოხსნა+5 პასი), ტ. იანგი (12+7 მოხსნა), რიჩარდსონი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

დენვერი-სან ანტონიო 112:106

26:28, 29:20, 35:27, 22:31

დ: გალინარი (28+9 მოხსნა), ფარიდი (19+11 მოხსნა), ბრიუერი (16), იგუოდალა (14+9 მოხსნა+6 პასი), ლოუსონი (12+5 პასი), მაკგი (10+3 დაფარება), კუფოსი (4+14 მოხსნა+4 დაფარება).

ს-ა: დანკანი (31+18 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება), ჯინობილი (16+6 მოხსნა+6 პასი), მილსი (15), პარკერი (13), სპლიტერი (10+3 ჩაჭრა).

ლეიკერსი-შარლოტი 101:100

27:25, 26:33, 24:26, 24:16

ლ: ბრაიანტი (30+6 მოხსნა+7 პასი), უორლდ პისი (17+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), მიქსი (17), ჰოვარდი (16+18 მოხსნა+4 დაფარება), გასოლი (10+9 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება).

შ: უოკერი (28+5 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), სეშენსი (20+6 პასი), ჰენდერსონი (19+9 მოხსნა), მალენსი (13+17 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), ბიიომბო (8+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა