საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
მატჩის წინ, "დილას" საიტზე მიმდინარე გამოკითხვით, გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულ მარინ სკენდერს სასაჩუქრე პაკეტი, ხოლო წინა ტურში გორელთა საუმაღლესლიგო მე-700 გოლის გამტან დავით კვირკველიას კლუბის 700-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

რა თქმა უნდა, ყოველივეს გაცილებით პომპეზურად გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" აღნიშნავდნენ, მაგრამ თოვლმა თამაში შიდა ქართლიდან სამტრედიაში გადაიტანა და ამიტომაც გასაკვირი სულაც არაა, დაჯილდოება-დასაჩუქრება ნაუცბათევად რომ მოხდა.

წინა შეხვედრის შემდეგ გორელთა თავკაცმა სასტარტო შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვალა, თუმცა "დილას" ბათუმელებთან თამაშის შემდეგ საუკეთესო შთაბეჭდილება არც "კოლხეთთან" დაუტოვებია.

მართალია, ორივე აუტსაიდერთან გორელებმა მოიგეს, მაგრამ ორივეჯერ ეს ისე გააკეთეს, საფინალო სასტვენამდე ბოლომდე განაღდებული არაფერი ჰქონდათ.

თავის მხრივ, სერიოზული საკადრო ცვლილებებია ფოთშიც - წარუმატებელი თამაშების შემდეგ "კოლხეთიდან" წამყვანი მობურთალები დაითხოვეს და აგერ, უკვე მეორე ტურია, გასავარდნად განწირულები ადგილობრივ კადრებს ეყრდნობიან.

ამ შეხვედრაშიც სოსო ფილიამ სასტარტოში ლევან ბუბუტეიშვილისა და გიორგი ტყეშელაშვილის გარდა, 9 ფოთელი (!) ფეხბურთელი გაამწესა და უნდა ითქვას, რომ მათ მწვრთნელის იმედები გაამართლეს.

უშუალოდ შეხვედრა ისე დაიწყო, გოლების წვიმას თუ არა, რამდენიმე გოლის გატანის "პროგნოზს" უკვე მე-4 წუთზე ანგარიშის გახსნა გვაძლევდა - მარცხნიდან ექსკოლხმა დავით კვირკველიამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მაღალი ბურთისთვის ლაშა სალუქვაძე იბრძოდა. თითქოს ბურთი მისი თავურიდან გავიდა კარში, მაგრამ იქვე მდგომმა ბაკურ ნინუამ ავტოგოლი დააფიქსირა - როგორც გაირკვა, ბოლო მომენტში ბურთი კარში გია ჩადუნელისგან აღმოჩნდა.

ასეთი უიღბლო კი გამოდგა 18 წლის მცველის დებიუტი (წინა ტურში ბოლო წუთებზე შეიყვანეს, ძირითადში პირველად ითამაშა), მაგრამ მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და თუ გორელებმა მეტის გატანა ვერ მოახერხეს, ერთ-ერთი "დამნაშავე" სწორედ ავტოგოლის ავტორია.

ამას გარდა, "მასპინძლებმა" პირველ ტაიმში კიდევ ორი ხიფათი შექმნეს - ჯერ გოჩა ხოჯავას საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ერთ-ერთ თანაგუნდელს ფეხზე მოხვდა და რიკოშეტით წასული ბურთი ბუბუტეიშვილმა ჩინებულ ნახტომში მოიგერია; მეორედ კი ისიც უძლური იქნებოდა, დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანილ ლეონარდო რამოსს უკეთ დარტყმა რომ მოეხერხებინა.

ასევე, ორჯერ უშედეგოდ დაემუქრნენ გორელები კოლხთა კარს მეორე ტაიმშიც - ნათან ჟუნიორმა შორეულ ძელს მოარტყა, ხოლო კვირკველიას გადაცემის შემდეგ გიორგი კახელიშვილმა კარგად კი დაუგდო ხოჯავას, მაგრამ "დილას" 99-მა ბურთი კარს ააცილა.

რაც შეეხებათ ფოთელებს, შეტევაში აშკარად უჭირდათ - აქცენტი მარჯვენა ფლანგზე გამწესებულ გიორგი კრასოვსკიზე ჰქონდათ, თუმცა ის კვირკველიამ საიმედოდ ჩაკეტა, ხოლო "კოლხეთის" თავდასხმის ხაზი ამ სეზონში მეტისმეტად რომ მოიკოჭლებს, 21 შეხვედრაში გატანილი მხოლოდ 10 გოლითაც დასტურდება.

ერთადერთი რეალური შანსი მათ რიგებში კიდევ ერთ გამორჩეულ ალექსანდრე ქორჩილავას ჰქონდა, როცა მარცხენაფლანგელმა ბურთი მეტოქეს ცენტრალურ ზონაში აართვა, კარისკენ გაჭრილს მცველებმაც ვერაფერი მოუხერხეს, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმულს კარამდე გზა ბექა შეყრილაძის საიმედო თამაშმა გადაუჭრა.

ბოლოსკენ ფოთელებმა შორეული საჯარიმოს გამოუყენებლობით მატჩის გადარჩენის ბოლო შანსი დაკარგეს. გორელებმა კი დამსახურებულად მოიგეს, თუმცაღა ქომაგები ბოლო წუთამდე ანერვიულეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა