საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
არა კანონზომიერად, არამედ სენსაციურად ფრედ დამთავრებულ ამ მატჩში ყველაფერი იყო, რაც დიდ ფეხბურთს ახასიათებს: უამრავი მწვავე და 100%-იანი საგოლე მომენტები, აურაცხელი კარში დარტყმა, მეკარეთა სეივები, საპენალტო სიტუაციები, ჯარიმები, კუთხურები, გაფრთხილებები... მაგრამ არ იყო მთავარი - გოლი!

ამ უკანასკნელის გარდა, სხვაგვარი მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა შეხვედრას, რომელიც თითქმის წყვეტდა პლეი-ოფში მესამე ადგილით გასვლის ბედს.

უფრო კომფორტულად ქუთაისელები გრძნობდნენ თავს, თუნდაც იმიტომ, რომ მეტოქეს ორი ქულით უსწრებდნენ და "ჩიხურა" ძირითადი მეკარის, ტრავმირებული სომხიშვილის გარეშე თამაშობდა. თუმცა ეს დანაკლისი საერთოდ არ დასტყობიათ საჩხერელებს, ვინაიდან სათადარიგო მწყერაშვილმა მშვენივრად გაართვა თავი მოვალეობას და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

არავითარი დაზვერვა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. მე-4 წუთზე ჯარიმიდან გათამაშებული ბურთი დიდი გაჭირვებით მოიგერიეს ტორპედოელებმა, რასაც შარაშენიძისა და დიღმელაშვილის ძლიერი, მაგრამ არაზუსტი დარტყმები მოჰყვა.

მე-13 წუთზე კირკიტაძის ჩაწოდებული თავიდან ააცალა მიგინეიშვილმა კვასხვაძეს. მალევე მწვავე კონტრშეტევისას მწყერაშვილთან პირისპირ გასულმა საბანაძემ ვერ აჯობა კარის დარაჯს.

21-ე წუთზე გოლი თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ კვასხვაძის დარტყმას მეკარისებური ნახტომით მისწვდა ჭელიძე და კუთხურზე გადააგდო, 26-ე წუთზე კი მწყერაშვილმა აუღო კარგი დარტყმა ტუღუშს. 29-ე წუთზე კვასხვაძის ყუმბარისებურს მიგინეიშვილის ჩვეული რეაქცია მოჰყვა, ხოლო 30-ეზე ისევ მწყერაშვილმა გამოიჩინა თავი.

37-ე წუთზე დათუნაშვილი დასწრებაზე იმდენად ძლიერად და უხეშად შეეჯახა საჩხერელთა მეკარეს, რომ ორივე საექიმო შეიქნა და თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა. საბედნიეროდ და სამწუხაროდ, დამხვდურმა მატჩის გაგრძელება შეძლო, მომხვდურმა კი - ვეღარ.

უნდა ითქვას, რომ მსაჯი კრიჭაშვილი ძალისმიერი თამაშის საშუალებას აძლევდა ორ გუნდს, მაგრამ, სამწუხაროდ, "ხელისმიერისასაც". ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა 22-ე და 41-ე წუთებზე, როცა მსაჯის სასტვენი ქუთაისელთა სასარგებლოდ დუმდა.

Video

ჩიხურა - ტორპედო 0:0

დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ არბიტრს აუცილებლად უნდა დაენიშნა პენალტები, მაგრამ მომენტები საეჭვო და საკამათო ნამდვილად იყო, ხოლო ის, რაც 77-ე წუთზე მოხდა (ამაზე - ქვემოთ), სენსაციის სფეროს განეკუთვნება.

მეორე ტაიმში "ტორპედო" გუნდს აღარ ჰგავდა - თითქმის არ გადმოსულა მოწინააღმდეგის მოედანზე; უმეტესწილად უხეშობით, კუთხურებსა და აუტებზე ბურთის გადაგდებით იყო დაკავებული.

გაუმართლა კიდეც უამრავჯერ: 46-ე წუთზე ცარიელი კარის წინ მდგომმა კვასხვაძემ ფეხი ცუდად წაჰკრა ბურთს. 48-ე წუთზე ანალოგიური მომენტები გაანიავეს ლომაშვილმა და შარაშენიძემ.

თამაში კიდევ უფრო გამწვავდა 67-ე წუთიდან, ჩხეტიანის შემოსვლის შემდეგ, მაგრამ მანამდეც და მის მერეც მრავალი მომენტიდან ერთიც ვერ აქციეს საჩხერელებმა გოლად.

და აი, 77-ე წუთიც: საჯარიმოს შიგნით კუთხიდან ჩხეტიანმა ზუსტად უპასა მეორე კუთხეში კვასხვაძეს, რომელიც შერგელაშვილმა მოცელა. კრიჭაშვილმა უყოყმანოდ მიანიშნა პენალტის ნიშნულისაკენ, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა და მაყურებელთან ერთად ხახამშრალი დატოვა გოლის გასატანად გამზადებული ოდიკაძეც.

მერე იყო 41-ე და ბოლო დამატებითი წუთები, როცა ქუთაისელები ჯერ ძელმა იხსნა, შემდეგ - მიგინეიშვილმა.

დადარაჯებულმა მაყურებელმა ჰაერში აისროლა გასახდელიდან გამოსული რამდენიმე ჩიხურელი. მოწონებისა და გამხნევების გამომხატველი ამ ჟესტის ღირსი ჭეშმარიტად იყო მთელი გუნდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ბევრი გადაგიხადეს ამ სტატიისთვის? თუ ჟურნალისტი ხარ ცოტა ობიექტურად დაერე რასაც წერ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"