ბადრი კვარაცხელიას გუნდი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებს ღირსეულად ებრძოლა
"სპარტაკმა" "დინამოს" "მერანის" სტადიონზე იმიტომ უმასპინძლა, რომ "მიხეილ მესხი" ამ დღეებში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს მიიღებს. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ბადრი კვარაცხელიას გუნდი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებს ღირსეულად ებრძოლა და საკუთარ მოკრძალებულ აქტივს დამსახურებული ქულა შეჰმატა.

შეხვედრის პირველ ტაიმში უკეთ "სპარტაკი" გამოიყურებოდა. "დინამომ" მეტოქის კარში პირველად ზედ შესვენების წინ დაარტყა, როცა კოშკაძის დარტყმა გრიშიკაშვილმა გააუვნებლა, მანამდე კი მასპინძელთა მიერ გამოუყენებელი შესაძლებლობები იყო. პირველად დეკანოიძეს შეეძლო თავის გამოჩენა. მან ნარიმანიძის გადაცემა მიიღო, მაგრამ არცთუ ხელსაყრელ პოზიციაში მდგომმა ლორიას ვერ აჯობა. კიდევ უფრო ხელსაყრელი საგოლე შანსი "სპარტაკმა" ხელიდან მე-15 წუთზე გაუშვა - ბაბულაიძე "დინამოს" საჯარიმოში შეიჭრა და ძაგანია მოძებნა, რომლის დარტყმაც სტუმართა მეკარემ მოიგერია. დამატებაზე იქვე მდგომმა ნარიმანიძემ კარს ბურთი სულ ოდნავ ააცილა.

შესვენების შემდეგ კახა კაჭარავას გუნდმა გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და თუკი პირველ ტაიმში გიორგი ლორია იყო თამაშში სისტემატურად ჩართული, მეორე ნახევარში სოსო გრიშიკაშვილს მოუხდა მთელი საკუთარი ოსტატობის გამოვლენა. აქედანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ "სპარტაკის" ვეტერანმა გოლკიპერმა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, თავისი გუნდის კარი არაერთხელ იხსნა და უდავოდ უნდა დავასახელოთ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ.

გრიშიკაშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში მუჯირის ძლიერი დარტყმა მოიგერია, ამაზე უფრო ეფექტური კი ის ეპიზოდი იყო, როცა სოსომ ლილუაშვილის ახლო დარტყმულზე გამოავლინა შესაშური რეაქცია. გრიშიკაშვილის შესანიშნავი თამაშით გულდაწყვეტილი დინამოელები მხოლოდ მუჯირი და ლილუაშვილი არ ყოფილან, ამათ გარდა, გრიშიკაშვილმა გოლის გატანის საშუალება არ მისცა ედნილსონს, ჯუისსა და მეტრეველს.

59-ე წუთზე კი "სპარტაკის" მხარეს იღბალი აღმოჩნდა - მუჯირის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ხარიხას მოხვდა, დამატებაზე მდგომი ჯუისი კი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

88-ე წუთზე კი "სპარტაკმა" შეტევისთვის მოიცალა. ჯაყელმა "დინამოს" საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი ჩადუნელს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა. საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე ლორიამ შონიას თავური არ გაატანინა და მატჩი აბსოლუტურად სამართლიანი შედეგით დასრულდა.

მატჩის შემდეგ კი კახა კაჭარავამ მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, დონალდ ჯუისს გაფრთხილება შეგნებულად მისცეს, რათა მომავალ ტურში "ზესტაფონთან" თამაში გამოეტოვა, ბადრი კვარაცხელია კი მიღწეული შედეგით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ საკუთარი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა.

16.10. თბილისი. მერანი. 400 მაყურებელი

სპარტაკი-დინამო 0:0

სპარტაკი დინამო

4-4-2 4-2-3-1

გრიშიკაშვილი ლორია

შ. კაშია გავაშელიშვილი

ალავიძე თომაშვილი

ბოიომო გ. კვარაცხელია

ჭაფოძე ოთარაშვილი

ნარიმანიძე ედნილსონი

კაკაშვილი ხმალაძე

შონია ლილუაშვილი

ბაბულაიძე მუჯირი

დეკანოიძე კოშკაძე

ძაგანია ჯუისი

მწვრთნელი მწვრთნელი

ბ. კვარაცხელია კ. კაჭარავა

სპარტაკი

46. დეკანოიძე - მამედოვი

70. მამედოვი - ჯაყელი

89. კაკაშვილი - ტეტუნაშვილი

სათადარიგოები: დაუშვილი, ჩალაძე, კორსანტია, კლოვისი

დინამო

46. გავაშელიშვილი - ჩადუნელი

64. ლილუაშვილი - მეტრეველი

83. ჯუისი - ლექვთაძე

სათადარიგოები: შეყრილაძე, ფირცხალავა, თექთურმანიძე, ქანთარია

გაფრთხილება: ჭაფოძე (27), ბოიომო (59), ჯუისი (61)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა