ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში უზბეკ აკქულ ამანმურადოვას დანებდა
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 000 დოლარი) თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ინდივიდუალური პირველობის ძირითადი ბადის მხოლოდ პირველი წრე გადალახა - ამერიკელი კიარა ჩოლი დაამარცხა - 6:4, 6:0, მეორეში კი უზბეკ აკქულ ამანმურადოვას დანებდა - 6:4, 2:6, 3:6. აი, წყვილთა ტურნირში კი, სადაც ბოსნიელ მერვანა იუგიჩ-სალკიჩთან ერთად პირველ ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალს უწია: სტარტზე ალექსანდრე დულგნერუს (რუმინეთი) და მენდი მინელას (ლუქსემბურგი) სძლია - 6:4, 6:2, მეოთხედფინალში კი ბელაორუსებს - ილონა კრემენსა და ლიძია მაროზავას მოუგო - 3:6, 6:4, 10:8. ნახევარფინალში მაგდა ლინეტეს და კატარჟინა პიტერს (ორივე - პოლონეთი) დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კრისტინა დინა - მაგდალინა გონეას (ორივე - რუმინეთი) და ირინა ბურიაჩოკი (უკრაინა) - ვალერია სოლოვიევას (რუსეთი) დუეტები შეხვდებიან ერთმანეთს.

გასული კვირის შედეგების გათვალისწინებით, გაუწყებთ ქართველ ჩოგბურთელ ქალთა დღევანდელ სარეიტინგო მდგომარეობას: 51. ანა ტატიშვილი (1140 ქულა), 310. სოფიო შაფათავა (153), 403. მარგალიტა ჩახნაშვილი (93), 414. სოფიო ქვაცაბაია (89), 415. ოქსანა კალაშნიკოვა (88), 514. ეკატერინე გორგოძე (58), 636. ნათია გეგია (37).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა