ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ზვიად სიჭინავას კრემლის იდეა არ ხიბლავს: ჩვენს ჩემპიონატს მივხედოთ

ზვიად სიჭინავას კრემლის იდეა არ ხიბლავს: ჩვენს ჩემპიონატს მივხედოთ

კრემლმა "გაზპრომის" ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის პირით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის აღდგენის სურვილი გააჟღერა

ცნობილია, რომ კრემლმა "გაზპრომის" ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის პირით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის აღდგენის სურვილი გააჟღერა.

მართალია, ამბობენ, რომ მასში მონაწილეობას "ეს-ენ-გეს" წევრ 3-5 ქვეყანას სთავაზობენ, მაგრამ რა გასაკვირია, რომ მზერა მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეზე უჭირავთ.

მსგავსი იდეები ადრეც ბევრჯერ წამოჭრილა, მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით, ახლა იდეას რუსული მედია აქტიურ ტირაჟირებას უკეთებს და რაც მთავარია, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ივანოვი საკითხის მიმართ საეჭვო ინტერესს ავლენს.

ჩვენდა საუბედუროდ, საქართველოს პოსტსაბჭოური მემკვიდრეობა ერგო და გვინდა თუ არა, "ეს-ენ-გეს" ჩემპიონატის თემის განხილვისას საქართველოსაც ხშირად ახსენებენ, რადგან თბილისის "დინამომ" საბჭოურ ფეხბურთში დიდი კვალი და ლამაზი მოგონებები დატოვა - ეს რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ.

სხვათა შორის, აქვე ვიტყვით, რომ ბევრ ქართულ კლუბში, რატომღაც, ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებენ, რისი მიზეზიც ჩვენთვის აუხსნელია.

ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას არც ზვიად სიჭინავას ურჩევდნენ, მაგრამ ამაში საიდუმლო არაფერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა "ლელოსთან" საინტერესოდ ილაპარაკა.

"უკვე წელიწადნახევარია, რაც უეფაში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რა სტრუქტურით სურთ ტურნირის გამართვა, ევროთასებზე გუნდები რა კვოტით გავლენ, ჩემპიონატში რომელ ქვეყანას რამდენი გუნდი ეყოლება.

მაგალითად, ცხადია, რუსები რაც შეიძლება მეტი წარმომადგენლის შეყვანას შეეცდებიან, მაგრამ თუ გაერთიანებასა და თანაბარუფლებიანობაზეა ლაპარაკი, რატომ უნდა ჰყავდეთ სხვა ქვეყანაზე მეტი, ვთქვათ, ექვსი კლუბი და ჩვენ კი მხოლოდ ერთი?

ან ვის უნდა ვეჭიდავოთ, უმდიდრეს ცსკა-ს, მოსკოვის "სპარტაკს", "რუბინს" თუ "ანჟის", რომელთა ბიუჯეტებიც მინიმუმ 100 მილიონი დოლარია?

ამბობენ, რომ ტურნირი ერთმა ფედერაციამ უნდა ჩაატაროს. ვეთანხმები უკრაინელებს: გაუგებარია, რომელი ეროვნული ფედერაცია დათმობს სტატუსს, ან ვის და რატომ უნდა დავუთმოთ?

რატომ უნდა ჩამიტაროს ქართული გუნდის თამაში სხვა ქვეყნის ფედერაციამ, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად, ფედერაციის დამოუკიდებლობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია?

მოკლედ, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. ეს რომ იყოს რეგიონული არაფორმალური ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და ეროვნული ჩემპიონატისა და ფედერაციის დამოუკიდებლობას არ დაემუქრება, სადავო და დასაფიქრებელი არაფერი იქნებოდა.

მაგალითად, თავის დროზე ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა "ბალტიის თასის" გათამაშება დაიწყეს. ეს სულ სხვა რამ იქნებოდა, რადგან ასეთ ტურნირს არ აქვს ფედერაციების გაერთიანების პრეტენზია და სეზონის გალამაზებას ემსახურება.

ბოლოს და ბოლოს, იქ მონაწილე გუნდების ქალაქები ერთმანეთისგან 100 კილომეტრით არის დაშორებული და თამაშებზე სწრაფმავალი მატარებლებით დადიან. რუსების ორგანიზებული ტურნირის მონაწილეებს კი თვითმფრინავში მოუწევთ ცხოვრება.

სამწუხაროდ, კავკასიაში მსგავსი ტურნირის გამართვას აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი აბრკოლებს. რეგიონულ ტურნირებზე შემოთავაზებები ჩვენც მივიღეთ, მათ შორის, "ეს-ენ-გეზე".

სხვათა შორის, ეს იდეა "გაზპრომამდე" რუსეთის საფეხბურთო კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა სერგეი ფურსენკომ წამოაყენა, მაგრამ რომელ რეალურობაზეა ლაპარაკი, როდესაც ქართული კლუბები საქართველოს ქალაქებში ავტობუსებით ძლივს ჩადიან და რიგაში, ყაზანში, პეტერბურგსა და ალმატიში ყოველ მეორე კვირას თვითმფრინავით მგზავრობის სახსრები ექნებათ?

მეორეც არის: ახლა ქართულ კლუბებს ყოველ წელს აქვთ შანსი, ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში რომ მოხვდნენ. წარმოუდგენელია, პოსტსაბჭოურ ლიგაში გაწევრიანების შემთხვევაში ეს შანსი შევინარჩუნოთ.

ან როგორ წარმოგიდგენიათ სავიზო პრობლემების მოგვარება?

საერთოდ, ძველ ნაცნობებთან ხშირ შეხვედრებსა და საფეხბურთო კავშირების შენარჩუნებას მივესალმები, ერთკვირიანი ტურნირებიც არ იქნება პრობლემა. მაგალითად, ბალტიის თასზე ქართული კლუბები რომ მიიწვიონ და იქ სამი შეხვედრა გამართონ, ამას სხვა დატვირთვა ექნება. მაგრამ აქ არის ლაპარაკი "ეს-ენ-გეს" ჩემპიონატზე, რომელსაც ერთი ფედერაცია ჩაატარებს.

პოსტსაბჭოური ქვეყნების გაერთიანებული ტურნირი კი ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ცუდი მოდელი იქნება.

მე ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერების მომხრე ვარ. ქართული ფეხბურთი და კლუბები ასე უფრო განვითარდება. ის, რომ წლების განმავლობაში ჩავარდნა გვქონდა, საკუთარ ჩემპიონატზე უარის თქმის მიზეზად ვერ გამოდგება - ჩვენ საქართველოს ჩემპიონატს უნდა მივხედოთ და მოვუაროთ", - გვითხრა სიჭინავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიშელ პლატინი: დსთ-ის ჩემპიონატი თუ გინდათ, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა ნუ გეწყინებათ

საქართველო და СНГ - ნოსტალგიის გარეშე

უეფა დსთ-ის ჩემპიონატის შექმნის იდეის განსახილველად მზადაა

სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია დსთ-ის ერთიანი ჩემპიონატის შექმნას მიესალმება

• nukri

არ გამოვა ეს საქმე..:))

• gocha

არ არის საჭირო ამ ჩემპიონატში მონაწილეობა სიჭინავას ვეთანხმები სრულად,იდეა რო გაკეთდეს სნგ ჩემპიონატი,ამაში ინტრიგა არის მაგრამ ვის უნდა ეჭიდავო ,იმათ ვისაც 100 მილიონი აქვტ ბიუჯეტი,და რომც მიიღო მონაწილეობა მაინც არ გაგახარებენ.მაქ მონაწილეობა გამორიცხულია და ქვეყნის ღალატი იქნება.რაც შეეხება კავკასიის თასზე რო იყოს მაგარი იქნება მაგრამ აქაც აზერბაიჯანი და სომხეთი არ წამოვა,ამიტომ ისევ ჩვენ ჩემპიონატს მივხედოთ და როგორც თურქეთმა გააკეთა რეფორმები ისე გავაკეთოდ ჩვენც,გადასახადებისგან გავათავისუფლოდ ის ბიზნემენი 5,ან 10 წლით ვინც ქართულ ფეხბურთში ჩადებს ფულს

• guja_kakhadze

ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად ფეხბურთის საერთო ჩემპიონატი ძნელად წარმოსადგენია!!!!

• roberti

ჩვენ რუსეთის გარეშე სრული ნოლები ვართ. ძალიან კარგი იქნება ამ ჩემპიონატის აღდგენა და ცოტა უფრო მეტის გაკეთებაც. რუსეთი მალე მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო იქნება, უკვე თითქმის არის.

• დუდუ

ელემენტარულია. განხილვადაც არ ღირს. სასა, შენ სხვა საიტზე ხო არ მოხვდი შემთხვევით. ეგ შეთქმულების თეორიები ნაცმოძის საიტზე განავითარე, იქ მოსწონთ. აქ ფეხბურთზეა ლაპარაკი.

• sasa

რა თქმა უნდა ეხლა უკვე ოცნებისტების აზრით დადგა დადგა დრო უკვე რუსებთან შეერთების დროც დადგა.მათ ფეხებზე კიდიათსაქართველო და ქართული ფეხბურთი მატი დავალებაა ნელ ნელა დაუკავშირდეს საქართველო რუსეთს რათქმა უნდა პირველ რიგში ფეხბურთით,იმიტომ რომ ხალხი უფრო იქნება დაკავშირებული მერე ტექნიკის საქმეა რუსეთთან შეერთება.

• ზურა

ჩემის აზრით ამ თემაზე საუბარი არც უნდა იყოს. ჯერ მარტო იქიდან გამომდინარე რომ ვართ სუვერენული სახელმწიფო. გვაქვს კომპლიქტური მდგომარეობა იმ სახელმწიფოსთან რომელმაც ჩვენი კუთხეები აფხაზეთი და შიდა ქართლის რეგიონი სამაჩაბლო,ქსნის ხეობა მიიტაცა და სცნო ,,დამოუკიდებელ სახელმწიფოდ'' ამის მერე თავხედობა ყოფნით იბჟუტურონ რაღაც საბჭოთა კავშირის დროინდელ ჩემპიონატის აღდგენაზე. ქართველ ფეხბურთელებს რომლებიც იქ რუსეთში გამოდიან იმდენი გაგება და აზროვნება უნდა ქონდეთ რომ საერთოდ წამოვიდნენ რუსეთიდან.

• ramo

ვაა, ზვიო რა კაცურად მსჯელობს. პოლიტიკურადაც, ეკონომიურადაც და სპორტული კუთხითაც დაასაბუთა სნგს ჩემპიონატის უვარგისობა საქართველოსთვის (და სხვებისთვისაც). ზოგიერთი ჟურნალისტისგან განსხვავებით.

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე

"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა

"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა

ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა

"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა

ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა

"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!

[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...

[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა

[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა

"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში

დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები