ფეხბურთელები, რომლებსაც 2 თვის ხელფასი და 4 თვის პრემია არ მიუღიათ, გაუსაძლის პირობებზე ჩივიან
საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "ზუგდიდის" ფან-კლუბის "ფეისბუქზე" განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც გუნდის 23 ფეხბურთელი აწერს ხელს.
ფეხბურთელები, რომლებსაც 2 თვის ხელფასი და 4 თვის პრემია არ მიუღიათ, გაუსაძლის პირობებზე ჩივიან.
"კლუბში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულები ვართ, თხოვნით მოგმართოთ. დაპირების მიუხედავად, გაუსაძლის პირობებში ვართ.
გაუცემელი ხელფასები, პრემიები და კვების პრობლემების მიუხედავად, ჩვენს გუნდს საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. ჩვენ უკვე აღარ ვიცით, დასახმარებლად ვის მივმართოთ.
გთხოვთ მოგვაქციოთ ყურადღება. ჩვენი მოთმინება ყველანაირ საზღვრებს გადასცდა. სკ ზუგდიდის "ზუგდიდი" არ გავა სათამაშოდ ბოლო ტურის მატჩზე, რომელიც რუსთავში, რუსთავის "მეტალურგის" წინააღმდეგ უნდა გავმართოთ.
ამდენი ცრუ დაპირებით გუნდი სრულიად უპატრონოდაა მიგდებული. როგორც ჩანს, გუნდის მიხედვას არავინ არ აპირებს. იქნებ თქვენ გაგვცეთ ამ ყველაფერზე პასუხი, ან მოსთხოვეთ კლუბში არსებულ ვითარებაზე პასუხი იმ პირებს, ვისაც ეკუთვნის გუნდის მიხედვა.
პატივისცემით, ს.კ. ზუგდიდის "ზუგდიდის" ფეხბურთელები. ვიმედოვნებთ ჩვენს გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანთ და თქვენგან მაინც მივიღებთ კითხვებზე პასუხს".
ზუგდიდის საფეხბურთო გუნდ "ზუგდიდის" 30-მდე ფეხბურთელი ორი თვის გაუცემელ ხელფასებს და პრემიებს ითხოვს.
ისინი კუთვნილი თანხის გაუცემლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს, ალექსანდრე ქობალიას ადანაშაულებენ.
ხელფასების მოთხოვნით, ფეხბურთელებმა დღეს, 21 დეკემბერს საპროტესტო აქცია იმ სასტუმროს ეზოში გამართეს, რომელიც მათ დროებით, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბმა "ბაიამ" ათხოვა.
სპორტსმენების თქმით, ორი თვეა, ნორმალური საკვები არ აქვთ და ცუდ პირობებში უწევთ ცხოვრება. ზუგდიდის "ზუგდიდი" პროტესტის ნიშნად 23 დეკემბერს რუსთავის "ოლიმპთან" დაგეგმილ თამაშში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
"რამდენჯერმე მივმართეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს, ალექსანდრე ქობალიას, თუმცა უშედეგოდ.
ორი თვეა, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით არ გვაძლევენ კუთვნილ თანხას. სწორედ გამგეობა გვირიცხავდა ჩვენ ხელფასებს. დღეს კი წერილი გავუგზავნეთ სპორტის ფედერაციას და დახმარება ვთხოვეთ, რადგან ადგილზე პასუხს არავინ გვცემს", - განაცხადა გუნდის კაპიტანმა ლევან აკობიამ.
ფეხბურთელები ყოფილ გამგებელს დაუდევრობასა და ტყუილშიც ადანაშაულებენ.
"რამდენიმე თვის წინ ალექსანდრე ქობალიამ მთელი გუნდი რესტორანში დაგვპატიჟა, რესტორანმა კი მოგვიანებით ანგარიშის გადახდა ჩვენ მოგვთხოვა. როცა ვუთხარით გამგებელს, რესტორანი ფულის გადახდას ჩვენ გვთხოვსო, გვიპასუხა - თქვენ მიეცით ფული და რაც გინდათ, ის ქენითო", - გვითხრა გუნდის ადმინისტრატორმა, ბაკურ როგავამ.
ფეხბურთელების თქმით, გამგეობას ხელფასები არც მწვრთნელთა ნაწილისთვის მიუცია.
გაფიცვა საფეხბურთო კლუბ ზუგდიდში
ფეხბურთელების პროტესტს არ იზიარებს გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ოთარ გაბელია. მისი თქმით, ფეხბურთელებს ნორმალური კვება აქვთ და ერთი თვის ხელფასი მხოლოდ ცოტა ხნით დაუგვიანდათ.
ოთარ გაბელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ "ლაივპრესმა" ფეხბურთელების თხოვნით, მათი საცხოვრებელი პირობების ვიდეოკამერით გადაღება სცადა.
"რას უღებთ ამ მაცივარს? ისეთი საჭმელი არ არის, როგორც სხვა გუნდებში, მაგრამ საჭმელი არის ნორმალური. არის ზოგჯერ შეფერხებები, მაგრამ საკვები აქვთ", - განაცხადა ოთარ გაბელიამ.
გუნდის გულშემატკივართა კავშირის წარმომადგენელი, ასევე პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტი, მერი შენგელაია ვარაუდობს, რომ სამი თვის ხელფასი მას პოლიტიკური შეხედულების გამო არ ჩაურიცხა გამგეობამ.
მისივე თქმით, ზუგდიდის "ზუგდიდი" საკმაოდ წარმატებული გუნდი იყო და საქართველოს ტურნირთა ცხრილში მეხუთე ადგილზეც გავიდა.
"ეს შედეგი ნორმალურია, თუ გავითვალისწინებთ იმ პირობებს, რაშიც ფეხბურთელები იმყოფებიან", - განაცხადა მერი შენგელაიამ.
თუკი სპორტსმენთა პრობლემებით ადგილობრივი გამგეობა არ დაინტერესდა, თბილისიდან, ქუთაისიდან და ზესტაფონიდან ჩამოსული ფეხბურთელები გუნდის დატოვებას არ გამორიცხავენ.
წყარო: Livepress.ge
კიკი
სირცხვილია უბრალოდ ყოველთვის ამ გუნდს როგორ ააქვს ფულის პრობლემა.
Qartveli!
მოიცა და ფეხბურთელები რაიმე უკანონოს ითხოვენ? ! რა გაუშვი რის მიუშვი? .. მართალია ძამო ეს კაცი,როდესაც გუნდშია,გუნდში და არა 'სბროდში' რომელსაც პროფესიონალობაზე აქვს პრეტენზია,უნდა ადგე და რაც კონტრაქტში უწერია,რასც ეუბნება მას კლუბის მენეჯერი,მწვრთნელი და ა.შ შეასრულო. აი მაშIნ ადექი და მოსთხოვე ამ ხახლს შედეგის ჩვენება,ვერავინ ვერ დამაჯერებს ეხლა,რომ თბილისის 'დინამო' იმიტომ იგებს თამაშებს,რომ ხათრი აქვთ მწვრთნელის და ლამაზი თვალებისდა გამო,იგებენ იმიტომ,რომ მათი შრომის საზღაურს იღებვენ! ძალიან მაგრად მესმის ეს პრობლემა და სწორია ეს ხალხი !
warning!
დათო დავით გაშვება რა შუაშია, ხალხი თავიანთ ხელფასს ითხოვს, შენსას ხომ არა, თან მართლა არ ჩაუტარებიათ ცუდი სეზონი...
vazha
ბიძინა - მიეცი ხელფასი ამ ადამიანებს ........ ცოდოები არიან .... :D : :D :D :D ესენი ვის უყვირიან ეს ცხვირ მოუხოცავი ღლაპები ესენი ლეგენდას?ერთი წესიერი არავინ იყო იქ რო ეთქვა ვის უყვირიო ფუ თქვენი რა
Tazo
ოთარ გაბელია დიდ პატივისცემას იმსახურებს! ნამდვილი ქართველი პატიოსანი კაცი! ზუგდიდს ყოველთვის გვერდში ედგა!
Tazo
ოთარ გაბელია დიდ პატივისცემას იმსახურებს! ნამდვილი ქართველი პატიოსანი კაცი! ზუგდიდს ყოველთვის გვერდში ედგა! სირცხვილია
Tazo
ბიჭებო გრცხვენოდეთ! ოთარ გაბელია დიდ პატივისცემას იმსახურებს! ნამდვილი ქართველი პატიოსანი კაცი! ზუგდიდს ყოველთვის გვერდში ედგა! სირცხვილია
Tazo
ბიჭებო გრცხვენოდეთ, ოთარ გაბელია დიდი პატივისცემის ღირსია! ნამდვილი ქართველი, პატიოსანი კაცი. ზუგდიდს ყოველთვის გვერდში ედგა და ეს უნდა დაუფასოთ. თუმცა ზრდილობის არაფერი გეტყობათ სამწუხაროდ!
guja_kakhadze
კიდევ ერთი გუნდი დაშლის პირას მიყვანილი. საინტერესოა შემთხვევითობაა თუ.....
დათო
ოთარ გაუშვი ესენი გუნდიდან/გამზერდაშვილი როცა არავის არ უნდოდა ხო აიკვანე ახლა კი ხო ხედავ რა გონორზეა
გულშემატკივარი
ბიძინა - მიეცი ხელფასი ამ ადამიანებს ........ ცოდოები არიან ....
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა