ფლორიდაში ორი დამარცხების შემდეგ, "მინესოტა" შინ დაბრუნდა და შეწყვიტა "ოკლაჰომას" 12-მატჩიანი მოგებათა სერია
ფლორიდაში ორი დამარცხების შემდეგ, "მინესოტა" შინ დაბრუნდა და შეწყვიტა "ოკლაჰომას" 12-მატჩიანი მოგებათა სერია.

"მგლებმა" პირველივე წუთებიდან გამოამჟღავნეს სერიოზული განწყობა. რამდენიც არ ეცადა უესტბრუკი და კომპანია მისთვის სასურველ ტემპში წაეყვანა შეხვედრა, არაფერი გამოუვიდა.

რიკ ადელმანის გუნდმა ძალიან სტაბილურად ჩაატარა მთელი შეხვედრა და მხოლოდ ცალკეულ მომენტებში უტოვებდა მეტოქეს მოგებათა სერიის გაგრძელების იმედს.

თუმცა იყო მატჩში მომენტი, როცა "თანდერმა" მართლაც მიიღო მოგების შანსი. შარშანდელი ფინალისტი მეოთხე მეოთხედში სამი ქულით მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ სწორედ აქ გამოჩნდა მატჩის ნამდვილი გმირი.

რომ არა ხუან ხოსე ბარეა, სტუმრები შეძლებდნენ საბოლოოდ თამაშში გარდატეხის შეტანას. ბარეამ მარტომ შეძლო 8:0 გაქცევის ორგანიზება, შემდეგ კი საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე სამქულიანიც ჩააგდო და 11-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა.

პუერტორიკოელმა ბოლო 12-წუთეულში 12 ქულა მიითვალა.

გარდა ამისა, 21 დეკემბერს, როგორც იქნა, წაუვიდა თამაში ლავს, ისევ გააკეთა სეზონის ხუთ საუკეთესო ახალბედას შორის მოხვედრის განაცხადი შვედმა, რომელმაც 12 შედეგიანი პასი მიითვალა. თუმცა ჯერჯერობით არ არის ფორმაში რიკი რუბიო, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩი ჩააგდო, თუმცა ამას საბოლოო შედეგზე არ უმოქმედია.

დღის ცენტრალური მატჩი იყო 2010-11 წლების სეზონის ფინალის გამეორება, მაგრამ შეხვედრამ ბრძოლის გარეშე ჩაიარა, რადგან "მაიამის" აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდა.

"დალასს" პირველივე მეოთხედიდან გაუჭირდა მეტოქის დაბალანსებული თამაშის წინააღმდეგ - "ჰიტი" კარგი იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მით უმეტეს, რომ დირკ ნოვიცკის არყოფნაში ""დალასის" დროებითმა ლიდერმა ო ჯეი მაიომ სეზონში ერთ-ერთი უარესი შეხვედრა ჩაატარა.

"მაიამიმ" მატჩში 18 შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ მხოლოდ 9, მაგრამ ამან ვერაფრით უშველა კარლაილის გუნდს, რომელმაც თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 33 პროცენტი გამოიყენა.

"ჰიტი" უკვე მეორე მატჩია შესანიშნავად თამაშობს პერიმეტრზე დაცვაში და თან ფარქვეშ ბრძოლაში აჯობა ტექსასელებს.

როცა მესამე მეოთხედში სტუმრების უპირატესობა 30 ქულამდე ავიდა, მატჩში უკვე ყველაფერი გარკვეული იყო, მით უმეტეს, რომ "დალასის" შემადგენობაში ჯერ არ ჩანს ისეთი კალათბურთელი, რომელიც მარტო შეძლებს ამხელა ჩამორჩენის გაბათილებას.

"მავერიქსში" მოუთმენლად ელიან ნოვიცკის დაბრუნებას, რომელმაც "კოვბოების" რიგები დეკემბრის ბოლოს უნდა შეავსოს, "მაიამიმ" კი, როგორც ჩანს, სერიოზული ყურადღება მიაქცია დაცვას.

უკვე ზედიზედ მეექვსე შეხვედრაა, ფლორიდელები არ უშვებენ 100 ქულაზე მეტს.

"პორტლენდმა" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კალათბურთის მოყვარულებს მალე დაევიწყებინათ მისი ანტირეკორდი. ერთი კვირის წინ, "ბლეიზერსმა" 20 სამქულიანი ააცილა, ამჯერად კი "დენვერმა" განსაკუთრებით "მოინდომა" და 22 შორეული ტყორცნა გააფუჭა.

თანაც ვერ ვიტყვით, რომ პორტლენდელები რაიმე განსაკუთრებულ დაცვას თამაშობდნენ, უბრალოდ, მეტოქეს არ მისდიოდა ტყორცნა (ამის დამამტკიცებელია ანდრე მილერის გასროლა, რომლისთვისაც ერთი წამი დრო ჰქონდა მოსამზადებლად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ისროლა, მაგრამ არაზუსტად).

სამაგიეროდ, "დენვერს" ყველაფერი წესრიგში ჰქონდა სამწამიანში - ჯამური 93 ქულიდან 74 სწორედ ამ ზონიდან დააგროვა და ამით გაქცევის საშუალება არ მისცა მეტოქეს. მაგრამ მხოლოდ ფარქვეშ კარგი თამაშით რთულია ებრძოლო მეტოქეს, რომელსაც კარგად ჰქონდა დაყენებული შორეული ტყორცნა. "პორტლენდმა" 14 სამქულიანი ჩააგდო, აქედან ხუთი ბოლო მეოთხედში.

სწორედ დასკვნით 12-წუთეულში ბატუმმა და კომპანიამ შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა. ორივე გუნდმა თამაშიდან 39-ზე ნაკლები პროცენტით ისროლეს.

"პორტლენდმა" მოიგო ზედიზედ მეოთხე მატჩი და ეს ლამარკუს ოლდრიჯის ტრავმისა და დამიენ ლილარდის ცუდი თამაშის მიუხედავად.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ჯეი ჯეი ჰიქსონის გამოსვლა, რომელიც ბოლო მატჩებში ძალიან კარგად გამოიყურება ფარქვეშ ბრძოლაში. მან თავის ანგარიშზე ზედიზედ მეექვსე ორმაგი დუბლი ჩაიწერა.

NBA. რეგულარული ჩემპიონატი

მინესოტა-ოკლაჰომა 99:93

30:18, 23:26, 23:25, 23:24

მ: ლავი (28+11 მოხსნა+7 პასი), პეკოვიჩი (24+10 მოხსნა), ბარეა (18), შვედი (12+7 მოხსნა+12 პასი).

ო: დურანტი (33+7 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), უესტბრუკი (30+11 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), იბაკა (14+9 მოხსნა+5 დაფარება).

დალასი-მაიამი 95:110

20:31, 22:27, 19:33, 34:19

დ: კრაუდერი (15), ჯეიმსი (12+9 მოხსნა), ჯონსი (12), კოლისონი (11+5 პასი), მერიონი (10+9 მოხსნა), კარტერი (10).

მ: ჯეიმსი (24+9 მოხსნა+5 პასი), უეიდი (19+5 მოხსნა+6 პასი), ბოში (17+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბატიე (13).

პორტლენდი-დენვერი 101:93

25:14, 25:26, 19:21, 32:32

პ: ბატუმი (22+6 მოხსნა), მეტიუზი (20), ჰიქსონი (18+18 მოხსნა+3 დაფარება), ბებიტი (14+8 მოხსნა), ლილარდი (12+10 პასი).

დ: ბრიუერი (13+9 მოხსნა), ლოუსონი (13+8 პასი), იგუოდალა (13+5 მოხსნა), მილერი (12+9 მოხსნა+7 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...