მადრიდის "რეალის" თავკაცმა "მალაგასთან" მარცხის (2:3) შემდეგ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც გუნდის ძირითადი მეკარე სათადარიგოთა სკამზე დატოვა
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლა ლიგის 17-ე ტურში "მალაგასთან" განცდილი მარცხის (2:3) შემდეგ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც გუნდის ძირითადი მეკარე იკერ კასილიასი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

"მალაგასთან" მატჩში "სამეფო კლუბის" კარს ანტონიო ადანი.

"როგორც მწვრთნელმა, გავაანალიზე ვითარება, გადავხედე მოთამაშეებს, რომლებიც გუნდში მყავდა და მატჩისთვის შემადგენლობა ისე შევარჩიე.

ათასგვარი ისტორიის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ჩემი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათისა იყო და მეტი არაფერი.

ჩემი შეხედულებით, დღეს ადანი უკეთესია, ვიდრე იკერი. მე და ჩემმა ასისტენტებმა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მივიღეთ", - აქვეყნებს მოურინიოს სიტყვებს "Soccerway".

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დასვენება, რა პერიოდშიც გუნდს ოფიციალური მატჩების გამართვა არ უწევს, ფეხბურთელებს დიდად წაადგება.

"შესვენებამ სულზე მოგვისწრო. ფეხბურთელები ნიწრამხდარნი და ემოციურად გამოფიტულები არიან. მაგრამ მათ დაიმსახურეს დასვენება, რადგან დღეს მთელი 100 პროცენტით დაიხარჯნენ", - თქვა მოურინიომ.

ესპანეთის ჩემპიონატის 17-ე ტურის შემდეგ "რეალმა" 33 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა, ლიდერ "ბარსელონასა" და მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" კი, შესაბამისად, 16 და 7 ქულით ჩამორჩება.

მოურინიოს 2 ქულით ჩამორჩება "მალაგა", რომელიც ცხრილში მეოთხეა.

Video

მალაგა - რეალი 3:2

messi001
ეს კაცი არანორმალურადაა შეყვარებული თავის თავზე.. არ ვარ ბარსას ბალეშიკი პირადად მესსის და არგენტინის ვარ, მაგრამ რიალს არ უხდება რა ეს კაცი რაც უფრო სწრაფად მოიშორებენ მით უკეთესი რიალისთვის ესეთი ნარცისის დანიშვნა რეალის ნაირ ლეგენდარულ კლუბში არ შეიძლებოდა თავიდანვე ვიძახდი. ეს კაცი არაფერს არ ითვალისწინებს და თავი გენიოსი გონია იკერს რომ სკამზე დასვავ აბა რა უნდა თქვა ხო ხედავთ უკვე ნოუკამპზე ყვირიან ჟოზე დარჩი არ წახვიდეო.. ყველა ხვდება რომ ეს კაცი რეალს კლავს, არადა რა ფეხბურთელები ყავს აფსუს:((
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე